NCIB-მ კონკურსის ფინალისტებს რეკომენდაცია 200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on NCIB-მ კონკურსის ფინალისტებს რეკომენდაცია 200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია

NCIB-მ კონკურს “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის” ფინალისტებს რეკომენდაცია  200-მდე მსხვილ კომპანიაში გაუწია.

საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიების HR მენეჯერებს უკვე დეტალური ინფორმაცია აქვთ კონკურსისა და მათი ფინალისტების შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ყველაზე მსხვილი კომპანია  უკვე  დაუკავშირდა კონკურსანტების ნაწილს. ვუსურვოთ მათ წარმატება! მათი ნაშრომების შეფასება კი თქვენც შეგიძლიათ ;)

დაჯილდოებაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა,  NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული, რომელიც  ანაზღაურებადი სტაჟირებით მარკეტინგის სფეროში დაასაქმა, ხოლო საგანმანათლებლო-ტურისტულმა  კომპანია Open World Georgia-მ გამარჯვებული ლონდონში უფასო სწავლების კურსით დააჯილდოვა.

ხალხის რჩეულს, გადაეცა ფულადი პრემია 1000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” – პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი “ცოდნა”, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს.

დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს  ჰიპერმარკეტმა “გუდვილმა”, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა “გაუმ” და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE-მ.

 

კომენტარები

comments