ღიმილის 10 საიდუმლო

თარიღი August 7, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ღიმილის 10 საიდუმლო

ღიმილი  ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კეთილგანწყობის გამოხატვა. ადამიანები ხშირად იცინიან, განსაკუთრებით მეგობრების გარემოცვაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას. ღიმილის ერთ–ერთი უმთავრესი ფუნქციაა სოცილური მიზნების მიღწევა, რომელიც სპეციალური სიგნალების საშუალებითაა განხორციელებადი.

ქვემოთ მოცემულია 10 მიზეზი, რის გამოც ღირს გაღიმება:

  1. ნდობის მოსაპოვებლად – დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ რთულია ადამიანთა კეთილგანწყობის დამსახურება. ერთადერთი სიგნალი ურთიერთობისას, რომელიც სხვებს თქვენს სანდოობაში დაარწმუნებს, გულწრფელი ღიმილია. ასეთ დროს ადამიანი უფრო ხელგაშლილად და ექსტრავერტად აღიქმება.  ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ღიმილს ღირებულებაც კი გააჩნია.
  2. შეწყნარებისათვის – არასასურველი ქმედების ჩადენისთანავე, ადამიანები თავის დაძვრენას გაღიმებით ცდილობენ.  არის თუ არა ეს ბონუსი დამნაშავეთათვის? LaFrance and Hecht (1995) –ის კვლევა ადასტურებს, რომ დამნაშავეთა მიმართ უფრო შემწყნარებლები ხდებიან, თუ პასუხად ღიმილს იღებენ, განურჩევლად იმისა, ყალბია ის თუ გულწრფელი.
  3. პატიებისათვის – დაგავიწყდათ მნიშვნელოვანი პარტნიორის სახელი ან შემთხვევით დაეჯახეთ უცნობ ადამიანს? თუ სოციალურ ხაფანგში გაებით, პირველ რიგში იბნევით, ხშირ შემთხვევაში თავს ძირს ხრით და იღიმით. ამის უმთავრესი მიზანია მოპირდაპირე მხარეს უფრო ნაკლები აფიქრებინოთ მიყენებულ ზიანზე და მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.
  4. იღიმით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ცუდად გრძნობთ – ხშირ შემთხვევაში ამის 2 მიზეზი არსებობს: ზრდილობის გამოხატვისა და უარყოფითი ემოციებისაგან თავის არიდების სურვილი. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად, ადამიანებს უნდა გამოეხატათ წუხილი სასიამოვნო სიახლის გაგებისას, თუმცა ექსპერიმენტის ბოლოს ყველა მათგანი თავს იდანაშაულებდა იმის გამო, რომ სხვები უარყოფითად განეწყობოდნენ მათ მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონები უფრო მეტად გამოხატავენ სიხარულს დადებითი ამბის გაგონებისას, ვიდრე მამაკაცები.
  5. ტკივილის ადვილად გადასატანად – გაღიმება, სურვილის არქონის შემთხვევაშიც კი, აღშფოთებული მდგომარეობით გამოწვეული სტრესის შედეგების შემცირების საშუალებაა. თუმცა,შესაძლოა, ასეთ სიტუაციაში თქვენი რეაქცია არასწორად იქნეს აღქმული.
  6. შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად – გაბრაზების დროს ხშირად  წყვეტთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, რის გამოც ინტერესის სფერო ვიწროვდება. ამ დროს შეზღუდულია ახალი იდეების განხილვის პროცესიც. მეცნიერების რჩევაა გაიღიმოთ, რადგან  ეს მოგცემთ საშუალებას თავი კარგად იგრძნოთ და უფრო მეტად დაუკვირდეთ დეტალებს.
  7. ყურადღების მისაპყრობად – მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ღიმილი განსაკუთრებით მოქმედებს მამაკაცებზე, თუმცა არა პირიქით.  დადგენილია, რომ ქალბატონების გაღიმებისას  შედეგის მიღწევა უფრო ადვილია (60%), ვიდრე მხოლოდ თვალებით კონტაქტისას (20%).  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაკლები ღიმილი კაცს მეტ მამაკაცურობას სძენს.
  8. რეალური დამოკიდებულების (გრძნობებს) დასაფარავად – ფსიქოლოგების მტკიცებით, გულწრფელი ღიმილი  უმთავრესად თვალებით გამოიხატება. მისგან განსხვავებით ყალბი ემოციები მხოლოდ ტუჩების მოძრაობაა. დადგენილია, რომ ღიმილი მით უფრო გულწრფელია, რაც უფრო მეტი დრო სჭირდება გამოსახატავად.
  9. შემოსავლის მისაღებად – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომისტებმა ფულის ღირებულებაც კი გამოითვალეს, თუმცა შეუძლია თუ არა მას ნამდვილად გაგვხადოს ნაღდი ფულის მფლობელები? დადგენილია, რომ მომსახურების ბიზნესში  ღიმილი საკმაოდ კარგად ანაზღაურებადია მომხმარებლების მხრიდან. ამ დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სიყალბის ელემენტები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამსახური დაგაკარგვინოთ.
  10. გაიღიმეთ და მსოფლიოც გაგიღიმებთ – ეს არის სიამოვნების მიღების ყველაზე მარტივი საშუალება, რადგან ავტომატურად იღებთ საპასუხო დადებით რეაქციას.

თუ ზემოთ მოცემულმა არცერთმა მიზეზმა არ იმოქმედა თქვენზე, გაიხსენეთ, რომ ღიმილი სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებაა.

კომენტარები

comments