იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები

თარიღი August 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on იმეილ მარკეტინგის გამოყენების უპირატესობები

ინტერნეტ მარკეტინგი 21–ე საუკუნის ბიზნესის განუყოფელი ნაწილი და არსებულ მარკეტინგის სტრატეგიებს შორის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გაინტერესებთ რატომ ექცევა მას ასეთი დიდი ყურადღება?!  მიზეზი ისაა, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში, მცირე რესურსების მქონე კომპანიებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ მიმდინარე პროცესებში. ქვემოთ მოცემულია ელ. ფოსტის გამოყენების  10 ძირითადი  უპირატესობა:

ყიდით  მეტს ნაკლების ფასად – ბილბორდები, საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამები, ელექტრონული წერილები ძალიან დიდ ფინანსურ და გონებრივ შესაძლებლობებს საჭიროებს. ელ. ფოსტით კონტაქტი კი მხოლოდ უმარტივეს კომპიუტერულ უნარებს მოითხოვს და მისი გამოყენება მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია.

მომენტალური კავშირის საშუალება – ელ. ფოსტის გამოყენების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა რაც შეიძლება ნაკლები დრო შეტყობინების გასაგზავნად და მისაღებად. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერა საკმარისია იმისათვის, რომ წერილი წამებში გაჩნდეს ადრესატთან. აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით ამართლებს დროზე დამოკიდებული სამუშაოების შემთხვევაში.

შინაარსობრივად მსგავსი მასალების კავშირი – ელ. ფოსტა ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ სიტყვები. ამას განაპირობებს მასში მოცემული ჰიპერკავშირები, რომელიც მასალების ერთმანეთთან აზრობრივ კავშირს უზრუნველყოფს. ამ დროს მომხმარებლისგან მხოლოდ მისი გახსნა მოითხოვება.

უკავშირდებით ნებისმიერს, ადგილის განურჩევლად – ინტერნეტმა მსოფლიო უფრო პატარა გახადა. ის კომპანიებიც კი, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ და საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ დარგში მიმდინარე პროცესებზე, ინტერნეტს საკმაოდ აქტიურად იყენებენ  მიზერული დანახარჯებით მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების მისაპყრობად.

გაზიარების შესაძლებლობა – ადამიანებს უყვართ სოციალურ ქსელში შეტყობინებების იმ მეგობრებისათვის გაგზავნა, რომელსაც მოცემული საკითხით დაინტერესებულად თვლიან.

ურთიერთობების გამყარების საშუალება – ყოველკვირეული ან პერიოდული წერილები საუკეთესო და იაფი საშუალებაა მომხმარებლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომელსაც თქვენი კომპანიის შესახებ არსებული სიახლეებისა და აქციების შეტყობინებით მიაღწევთ.

არჩევანის თავისუფლება – ეს არის ინტერნეტის გამოყენების უმთავრესი უპირატესობა, რადგან მომხმარებელს ეძლევა საშუალება მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია ინტერესის სფეროდან. ამ დროს მშვიდად არიან კომპანიის წარმომადგენლებიც, რადგან იციან, მათი სიახლეები მიზნობრივი აუდიტორიის მიერ გამოიყენება.

შესაძლებელია მომხმარებელთა დამოკიდებულების ანალიზი – ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში მომხმარებელთა აზრის გათვალისწინება უმთავრესია, რადგან ამით ირკვევა კომპანიების მოქმედების სტრატეგიის სისწორე. ელ. ფოსტა ამ დროს ურთიერთობის მთავარი ინსტრუმენტია.

სტრატეგიის წარმატების საზომი – მომხმარებელთა დამოკიდებულების გამოვლენა პირდაპირი გზავნილია არჩეული სტრატეგიის სისწორის შესამოწმებლად.  ამ დროს ხდება გაგზავნილი, ადგილზე მისული, წაკითხული და პასუხგაცემული წერილების ანალიზი.

იცავს მწვანე გარემოს – შესაძლოა ერთი შეხედვით საკმაოდ არასაფუძვლიანი მიზეზია ინტერნეტ მარკეტინგის გამოსაყენებლად, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება გარემოს დაცვის პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ ელ. ფოსტით ურთიერთობა ყველა ბიზნესის კომუნიკაციის ძირითადი მეთოდი გახდება, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყეს გადაარჩენს გაჩეხვისაგან.

კომენტარები

comments