„თბილმიკროკრედიტი“ აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას ირჩევს

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on „თბილმიკროკრედიტი“ აგრესიულ მარკეტინგულ პოლიტიკას ირჩევს

თბილმიკროკრედიტი  სესხებს ყოველთვიური 2-3 პროცენტიანი სარგებლით გასცემს, ხოლო ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან სესხებს წლიურ 21 პროცენტად იზიდავს.

ქართული საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უკავიათ, მათ შორის კი მისო „თბილმიკრკრედიტი“ ერთერთი მოწინავეა. გარდა სტანდარტული იპოთეკური სესხებისა, კომპანიას გააჩნია ისეთი საფინანსო პროდუქტები, როგორიცაა საკრედიტო ხაზები, კომერციული კრედიტები, სალომბარდო სესხები და ფულადი გზავნილებით მომსახურება. ბოლო პერიოდში კომპანიის აქტივობა საგრძნობლად ამაღლდა, გაიზარდა კომპანიის კაპიტალი, მნიშვნელოვნად დაიკლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა და ამის პარალელურად საგრძნობლად მოიმატა მოზიდული სესხების სარგებელმა.

„თბილმიკროკრედიტი“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი სახის საკრედიტო პროდუქტებს:

იპოთეკური სესხები                               3%

საკრდიტო ხაზები                                  3%

სამომხმარებლო სესხები                         3%

ექსპრეს (მოკლევადიანი) სესხები            2%

ავტოლომბარდი და ავტოკრედიტი          4-4,5%

სალომბარდო სესხები                             3%

ალექსანდრე ტარიელაძე, მთავარი კონსულტანტი: „თბილმიკროკრედიტი“ არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით ერთერთი ლიდერია გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების სიმცირით, იგი გასცემს სესხებს 2-3%-ად. ამავე დროს კომპანია მოწინავეა მოზიდულ სესხებზე შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთების სისიდით, იგი ღებულობს სესხებს წლიური 21%-იანი სარგებლით, დარიცხული პროცენტის ყოველთვიური გადახდის პირობით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარიცხული პროცენტების გატანა შესაძლებელია ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა გადაიხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასესხო პერიოდის ბოლოს”.

2009 წლის სექტემბრიდან კომპანიამ დაიწყო სალომბარდო სესხების გაცემა. ამავე პერიოდში  დაინერგა ფულადი გზავნილებით მომსახურების ოპერაციებიც.

ალექსანდრე ტარიელაძე: მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ძირითადი უპირატესობა ბანკთან შედარებით მისი ოპერატიულობა, მოქნილობა და ოპერაციების წარმოების სისწრაფეა. თუ ბანკს მიმართავთ კრედიტის მისაღებად, უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე კვირა მაინც დაგჭირდებათ ბიუროკრატიული პროცედურების გასავლელად, მოგიწევთ უამრავი საჭირო თუ არასაჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის მიწოდება და საბოლოოდ შეიძლება კრედიტიც არ დაგიმტკიცონ. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ მსესხებელს სესხის დამტკიცების შესახებ ინფორმაციას 1 დღეში აწვდის, მოითხოვება დოკუმენტების მინიმალური ოდენობის წარმოდგენა და უმრავლეს შემთხვევაში მომართვიდან უკვე მეორე დღეს მსესხებელს სესხის თანხა აღებული აქვს”.

„თბილმიკრიკრედიტი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე გამოჩნდა 2008 წელს, მიუხედავად საქმიანობის ხანმოკლე ისტორიისა, მან უმალვე მოიპოვა აღიარება საფინანსო წრეებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „თბილმიკროკრედიტი“ 2009-2010 წლებში დინამიურად ვითარდებოდა. იზრდებოდა საწესდებო კაპიტალის მოცულობა, ინერგებოდა ახალი საკრედიტო პროდუქტები და საფინანსო ინსტრუმენტები. იზრდებოდა საკრედიტო პორტფელი, იცვლებოდა მისი სტუქტურაც. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საკრედიტო რესურსების მოძიებასა და მოზიდვას, მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა კერძო და კორპორატიულ ინვესტორებთან. ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ აისახებოდა კომპანიის მოგებაზე და შესაბამისად პარტნიორთათვის გაცემული დივიდენდების მოცულობაზე.

კომპანიის მიერ პარტნიორებისადმი კუთვნილი დივიდენდის გაცემა ხორციელდებოდა წელიწადში ორჯერ, ყოველი ორი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე. 2009 წლის შედეგებით კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი შეადგენდა 28%, ხოლო 2010 საფინასო წლის განმავლობაში „თბილმიკროკრედიტის“ მიერ გაცემული დივიდენდების წლიური (ეფექტური) მაჩვენებელი 42%–ს აღემატებოდა. ასეთ მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებდა ერთის მხრივ ორგანიზაციის უზადო მენეჯმენტი, მეორეს მხრივ კი დანახარჯების ოპტიმალური დონე.

დღეისათვის კოპმანია აქტიურად აწარმოებს სესხების მიღებას ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მის მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები ერთერთი ყველაზე ხელსაყრელია ქართულ საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი წარმატებებით დაიწყო და მიმდინარე წლის საფინანსო შედეგებიც რეკორდული იქნება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 157

ვებ–გვერდი: www.TBMC.GE

ტელ: 95 15 52; 871 53 02 53

კომენტარები

comments