ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

თარიღი January 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაფერი Flashmob-ის შესახებ

ადამიანები დროთა განმავლობაში მუდმივად ეძებდნენ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებას. ოცდამეერთე საუკუნე კი ნოვაციების საუკუნეა, რომელიც ტექნიკის, მეცნიერების და ა.შ. განვითარების ხარჯზე ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს. ფლეშმობიც ერთ-ერთი უნიკალური გამოხატვის საშუალებაა.
ფლეშ მობი (flashmob) არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იკრიბება მოულოდნელად საჯარო ადგილას, რათა შეასრულოს უჩვეულო, არაორდინალური ქმედება, მინი თეატრალური დადგმა, სატირული ტიპის აქტივობა, რომელიც ორგანიზებულია რაიმეს პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე დროში ხდება და შემდეგ ადამიანების ეს ჯგუფი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდება ხალხის მასაში, როგორც გამოჩნდა.
დღევანდელ მსოფლიოში ფლეშმობის ჩატარება ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებენ სხვადასხვა კომპანიები საკუთარი რეკლამისთვისაც. ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული მასობრივი ფლეშმობის საუკეთესო მაგალითია:

იდეალური ფლეშმობის სცენარი სასურველია იყოს აბსურდული და ამოუცნობი. ფლეშმობები ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა ყველანაირი წესის დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა არღვევდეს საზგადოებრივ წესრიგს, არ ტოვებდეს მოუწესრიგებელ და დანაგვიანებულ გარემოს დასრულების შემდეგ. ივენთის მსვლელობისას ფლეშმობის მონაწილეები არ შედიან კონტაქტში საზოგადოებასთან, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წესია, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ეს დამოკიდებულია ფლეშმობის თემატიკაზე.
ფლეშმობის ისტორია 2002 წლიდან იწყება, როცა ამერიკელმა სოციოლოგმა ჰოვარდ რეინგოლდმა დაწერა წიგნი „ჭკვიანი ბრბო: შემდეგი სოციალური რევოლუცია“. წიგნის კონცეფცია გახლავთ შემდეგი, რომ ადამიანები თვითორგანიზებისთვის გამოიყენებენ ინტერნეტს, მობილურ ტელეფონებს და ა.შ. რაც ტანამედროვე მსოფლიოსთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
პირველი ფლეშმობი კი 2003 წელს დაიგეგმა ნიუ იორკში ერთ–ერთ მაღაზიაში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩატარდა, თუმცა შემდეგმა მცდელობამ წარმატებულად ჩაიარა და პირველი ფლეშმობის აქციაც შედგა.
ფლეშმობის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო სახეა მდუმარე დისკოთეკა (Silent Disco), სადაც იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც არა DJ–ის მიერ დაკრულ მუსიკაზე ცეკვავენ, არამედ საკუთარ მუსიკალურ ფლეიერებში აჟღერებულ მუსიკაზე, რომელიც უკაბელო ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება სპეციალურ ყურსასმენებში. საერთო სურათი კი ასეთია, აბსოლუტურ სიჩუმეში აცეკვებული უამრავი ადამიანი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საოცრად ორგანიზებული ფლეშმობი გახლავთ სლოგანით: ცხოვრება ბედნიერების გაზიარებაშია „One’s life is for sharing”, რომლის ორგანიზატორიც კომპანია T-mobile-ია.

ფლეშმობს მხოლოდ გართობისა და რეკლამის მიზნით სულაც არ იყენებენ. 2011 წლის მარტში იაპონიაში დამანგრეველი ცუნამის შემდეგ ჰოლანდიაში 50 000 ადამაინი შეიკრიბა და იაპონელი ხალხის მხარდასაჭერი ფლეშმობი ჩატარდა სლოგანებით „გვიყვარხარ, იაპონია!“, „ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ!“

ძალიან კრეატიული რეკლამა-ფლეშმობი გახლავთ ცნობილი ბრაზილიელი მოდელის ჟიზელ ბიუნდჰენის მონაწილეობით:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფლეშობებს სხვადასხვა დანიშნულება შეეძინა და ადამიანები მას ისეთი მიზნისთვისაც იყენებენ, როგორიც მაგალითად მამაკაცის მიერ მეორე ნახევრისთვის ხელის თხოვნაა.
ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ერთ–ერთი ვიდეორგოლი, სადაც უზუსედადაა გათვლილი მცირედი დეტალებიც კი. სრული სიამოვნებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო :

თუმცა უნდა ღინიშნოს, რომ ფლეშმობები ზოგიერთ ქალაქში იკრძალება ან იზღუდება კანონით გათვალისწინებული ნორმებით. მაგალითად, გერმანიის ქალაქ ბრანსუიკში (Braunschweig) მკაცრად აიკრძალა ფლეშმობის ორგანიზება არსებული კანონის გათვალისწინებით სპეციალური ორგანოდან ნებართვის გარეშე, რათა აღნიშნულმა აქციამ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიოს.
დიდ ბრიტანეთში პოლიციამ მკაცრად გააფრთხილა ფლეშმობის ორგანიზატორები თავი შეიკავონ ისეთი ტიპის ფლეშმობების ჩატარებისგან, როგორიცაა „მდუმარე დისკოთეკა (Silent Disco)“, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მის ჩატარებას რკინიგზის სადურებში გეგმავენ. რადგან მასობრივი უკონტროლო აქციის ცატარებისას უსაფრთხოების ნორმები ნაკლებადაა დაცული.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დროს უფროდაუფრო აქტუალური ხდება ფლეშმობების ორგანიზება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი, თუმცა ქართველი ფლეშმობის ორგანიზატორები აქტიურად გეგმავენ და უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა ტიპის აქციებს:

კომენტარები

comments