საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

თარიღი January 6, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ბოსის 5 ოქროს წესი

დიდი ბიზნესმენები ჭეშმარიტად „დიდი“ ბიზნესმენები ხდებიან საკუთარი ქმედებების საფუძველზე. ყოველგვარი განზრახვა ფუჭია. მთავარია სიტყვა, ხოლო შედეგი კი ყველაზე მნიშვნელოვანი.
გთავაზობთ 5 სასარგებლო რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნა-შენარჩუნებაში.

1. განავითარეთ თითოეული თანამშრომელი. თუკი თქვენი ერთადერთი მიზანია მხოლოდ  მიზნისკენ სწრაფვა და შედეგზე ხართ ორიენტირებული, ამასობაში განხორიცელების პროცესის თავისებურებანი უკანა ფლანგზე რჩება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კარგი თანამშრომლების გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა დიადი იყოს იგი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თქვენი სამუშაო გუნდის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიაღწვს იმაზე მეტს, რისი უნარიც მას გააჩნია. ამიტომაც, თქვენი ვალია შეუქმნათ მათ ისეთი პირობები, რომ მეტი გააკეთონ. ის თანამშრომლებიც კი, რომლებიც საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ, ამის გარეშე ვერ დაიხვეწებიან. როგორც კარგმა მენეჯრმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ სამუშაო გუნდი ტრენინგებით და სხვადასხვა გადამამზადებელი აქტივობით, რასაც ისინი იმსახურებენ და უბრალოდ, სჭირდებათ. მუშაობის პროცესში ყველა თანამშრომელს მოუსმინეთ და ადევნეთ თვალყური მათ პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. ეს კომპონენტები საჭიროა როგორც ინდივიდისთვის, ასევე საერთო საქმისთვის, რასაც თქვენი ბიზნესი ჰქვია. ეს, რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა – აუცილებელი.

2. პრობლემები დროულად გადაჭერით. არაფერი კლავს მორალურად გუნდს, თუ არა დროულად მოუგვარებელი თუნდაც მცირე პრობლემა. ეს პირდაპირ მოქმედებს თანამშრომლების მოტივაციაზე, ენთუზიაზმსა და სამუშაო ეთიკაზეც კი. ნაკლებადმნიშვნელოვანი პრობლემები არასდროს ქრება თავისით. ის ყოველთვის იზრდება და ბოლოს გადაიზრდება დიდ, სერიოზულ პრობლემაში. თუკი თქვენი სამუშაო გუნდი ხედავს, რომ თქვენ ეს საკითხი არ გაღელვებთ, ისინი თქვენს მიმართ პატივისცემას კარგავენ. პატივისცემის და რწმენის გარეშე კი თქვენ ლიდერი ვეღარ იქნებით. ტყუილად ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება, ან ვინმე თქვენს მაგივრად გადაჭრის მათ. არ აქვს მნიშვნელობა პრობლემის სიდიდეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაჭრის ზომებს.

3. დაეხმარეთ პრობლემურ თანამშრომელს. ყველა კომპანიაში ხდება ისე, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ერთნაირად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და საერთო რიტმიდანაა ამოვარდნილი. მას წარუმატებლის იარლიყი აქვს მიკრული და სუსტ მუშაკად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანისთვის ძალიან ძნელია მარტო გაუმკლავდეს სამუშაო გუნდში მასზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს. ამიტომაც თქვენი,როგორც კარგი მენეჯერის და ბოსის მოვალეობაა დაელაპარაკოთ მას, აგრძნობინოთ, რომ მისი კარიერის ბედი გაღელვებთ და უთხრათ: ვიცი, რომ რთული პერიოდი გაქვს, მაგრამ ასევე ისიც ვიცი, რომ ცდილობ გაუმკლავდე მათ. მოდი, მოვძებნოთ პრობლემის მოგვარების გზები და ადგილი, სადაც თავს უფრო კარგად იგრძნობ. იყავით მომთმენი და რაციონალური, ეს დაანახეთ თანამშრომლებს. აგრძნობინეთ, რომ მათ გვერდზე ხართ და დაეხმარებით.
ნუ მოადუნებთ თქვენს პრინცუპულობას სტანდარტებთან მიმართებაში. შეეგუეთ, რომ ყოველთვის ვერ მიიღებთ იმ შედეგს, რაც გსურთ, თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, შედეგით ძალზე კმაყოფილი დარჩებით, თქვენი თანამშრომლის წარმატება თქვენი წარმატებაა, განსაკუთრებით კი ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში. თქვენ ხომ ასე ეცადეთ.

4. ემსახურეთ სხვებს, არასდროს-საკუთარ თავს. ეცადეთ მუდმივად ყურადღების ცენტრში არ იყოთ. საკუთარ მიღწევებზე საუბრითაც ნუ შეაწყენთ თავს გარშემომყოფთ. ნუ დაიწყებთ საქმიან შეხვედრას მსგავსი ტექსტით, ამის გაკეთება ჩემგან უამრავ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ეს მე მაინც შევძელი. თუკი მსგავსი ტიპის ფრაზის თქმა აუცილებლობას არ წარმოადგენს, ნუ იტყვით. თქვენი წარმატება უნდა აისახოს, მაგრამ არა პირდაპირი აფიშირების გზით. როცა თანამშრომლები წარმატებულები არიან, ეს თქვენი მიღწევაა, როცა სამუშაო გუნდის პროექტი გაიბრწყინებს, მილოცვა მათ უნდა მიიღონ და არა მარტო თქვენ. თქვენ თქვენს საქმეს აკეთებდით, როგორც დიდებულ მენეჯერს შეეფერება. ისე იმოქმედეთ, თითქოს თქვენ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხართ, ვიდრე თქვენი თანამშრომლები და სწორედ მაშინ ეცოდინება ყველას, რამდენად შეუცვლელი ხართ გუნდისთვის.

5. იყავით თავმდაბალი. როგორც ბიზნესის მფლობელმა, თქვენ უკვე მიაღწიეთ იმას, რაზეც თქვენი თანამშრომლები ოცნებობენ, რომ ოდესმე მიაღწევენ. ამიტომაც კმაყოფილი იყავით, რაც გაქვთ, დაე, ყველამ ნახოს როგორი დიდი შრომის ფასად მიაღწიეთ ამას. უმრავლესობა სწორედ შრომისმოყვარეობის გამო გაფასებთ. ამიტომაც, ბუნებრივია, თანამშრომლების სურვილი, გაატარონ თქვენთან ერთად დრო და გაგესაუბრონ მათთვის საინტერესო საკითხებზე. როცა ეს მოხდება, შეგიძლიათ უკან გაისტუმროთ ეს ადამიანი, ან დაინახოთ, რომ ეს მომენტი მისთვის მნიშვნელოვანია და დაუთმოთ დრო, შეჰმატოთ მოტივაცია და გაუღვივოთ იმედი, რომ მას უკეთესი რამის გაკეთებაც შეუძლია.
რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხართ კარიერაში, მით მეტი შანსი და გავლენა გაქვთ თქვენს გარემოზე და რასაკვირველია, მეტი პასუხისმგებლობაც, რომ შეცვალოთ თქვენი გარემო დადებითისკენ.

 

წყარო: www.bnet.com

კომენტარები

comments