უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

Posted on November 26, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

ადამიანთა უმრავლესობას უყვარს უფროსობა და ბიზნესის მართვა, თუმცა მხოლოდ მცირედი ნაწილი ახერხებს სურვილის ასრულებას, დანარჩენები კი რიგით თანამშრომლებად რჩებიან. გახდებით თუ არა ჯგუფის მთავარი წევრი, თქვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

 

Read more

15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

Posted on November 17, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

ჯეფ ჰედენის აზრით, დროის სიმცირის გარდა, არაერთი არარეალური მიზეზი არსებობს საკუთარი ბიზნესის არქონის გასამართლებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. „მეშინია“

შემოუერთდით კლუბს! ყველა მეწარმეს ეშინია, თუმცა არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვთ: მისცეთ შიშს თქვენი შეფერხების უფლება ან გამოიყენოთ წარმატების მიღწევის მოტივატორად. თვითკმაყოფილება წინსვლის მტერია, თუმცა, საბედნიეროდ, საკუთარი ოცნებების ვერგანხორციელების შიში აკავებს მას.

Read more

როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!

Posted on November 7, 2014
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ წავახალისოთ თანამშრომლები?!

გსურთ, შეინარჩუნოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და სამუშაოს მიმართ კეთილგანწყობა?!  ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც დამსაქმებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ ნაკლები რაოდენობის თანამშრომლებით მეტი შედეგის მიღწევას.

ენერგიული, კრეატიული და გონებაგახსნილი ადამიანების დასაქმების შემდეგ, საჭიროა, სწორად შეირჩეს წახალისების პირობები გონებრივი შესაძლებლობების და პიროვნების შინაგანი ბუნების გათვალისწინებით, რათა მენტალურად და ემოციურად მოტივირებული კადრები არ დავკარგოთ. მოტივაციაზე საუბრისას არ შეიძლება დანიელ პინკის ყველაზე გაყიდვადი წიგნის “Drive” გვერდის ავლა. მასში ხაზგასმულია ადამიანთა დამოუკიდებლად მუშაობის უპირატესობები და დაფასების დადებითი შედეგები. პინკის თქმით, არა ხელფასი, არამედ დაფასებაა საუკეთესო მოტივატორი – ის, რომ იყვნენ რეალური მოთამაშეები და არა „პაიკები“. პინკის აზრით, Google–ის მიერ თანამშრომლების თავისუფლებისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის 20% ნათელი მაგალითია, როგორ მოქმედებს შინაგანი მოტივაცია ადამიანზე. Read more

Recently


Categories


Archives