უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

თარიღი November 26, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on უფროსობა გსურთ?! იაზროვნეთ ბოსივით

ადამიანთა უმრავლესობას უყვარს უფროსობა და ბიზნესის მართვა, თუმცა მხოლოდ მცირედი ნაწილი ახერხებს სურვილის ასრულებას, დანარჩენები კი რიგით თანამშრომლებად რჩებიან. გახდებით თუ არა ჯგუფის მთავარი წევრი, თქვენს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

 

 1.     ნუ გაებმებით კომფორტული რუტინის ხაფანგში

ბევრი ადამიანი თავისივე შედგენილი რუტინის გავლენის ქვეშ ცხოვრობს. კერძოდ, დილა იწყება სამსახურით, სრულდება სახლში დაბრუნებით, ვახშმობით, ტელევიზორის ყურებით და ძილით. ეს რეჟიმი მეორდება შეუჩერებლივ, რომელსაც ყოველ მეორე კვირას ანგარიშზე ჩარიცხული თანხები კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მსგავსი რიტმი ხელს უშლის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. სასურველია, ყოველთვის გამოძებნოთ განვითარების გზები და შეცვალოთ სტანდარტული რუტინა ახლით.

 2.   ყოველთვის გამონახეთ ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობები

ყველა ახალი ბიზნესი იწყება ახალი შესაძლებლობების გამოვლენითა და მათი რეალიზაციით. მაგ. მომხმარებლებს სურთ უფრო უკეთესად ემსახურებოდნენ, რისთვისაც საჭიროა სწორი ბიზნეს მოდელის შედგენა. მსგავსი შანსის გამოყენება შეგიძლიათ ყველგან: ოფისში, სახლში, სამეზობლოში ან უბრალოდ ნაცნობების წრეში. უბრალოდ ჩამოაყალიბეთ სწორი იდეა და შეუდექით მის განხორციელებას.

3.    იყავით შემსრულებელი და არა მეოცნებე

ბევრ ადამიანს აქვს განსახორციელებელი კარგი იდეა, რომლისთვისაც შესაფერის დროს ელიან, თუმცა, რეალურად, არ არსებობს „კარგი დრო“ საქმის გასაკეთებლად. იყავით  აქტიურები, შემსრულებლები და არა უბრალოდ მგეგმავები.

4.    განახორციელეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ

ნუ მისცემთ მცირე დაბრკოლებებს თქვენი შეჩერების საშუალებას. განავითარეთ იდეა და აღასრულეთ. გადადგით ნაბიჯები, რომელიც ფიქრებს რეალურ ბიზნესად აქცევს. მართალია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა მისი განხორციელება არც ისე რთულია. საჭიროა მხოლოდ მოთმინება, სიმტკიცე და დისციპლინა: მოთმინება – გზაში შემხვედრი წინაღობების გადასალახავად, სიმტკიცე – მარცხის დასაძლევად, დისციპლინა კი თამაშის წესების სწორად შესასრულებლად.

 5.    იპოვეთ სათანადო მიზეზი ბიზნესის წამოსაწყებად

არსებობს მოსაზრება, თითქოს ხელმძღვანელები გაწეულ შრომასთან შედარებით უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დანარჩენები, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, საწყის ეტაპზე მაინც.  დაუშვებელი ეს მიზეზი გახდეს საკუთარი ბიზნესის წამოწყების სტიმულიც. ამის ნაცვლად, მოიფიქრეთ ისეთი ბიზნეს იდეა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას შეცვლის. ასე მოიქცნენ დღეს უკვე აღიარებული ლიდერები: სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი. და არ დაგავიწყდეთ ყველაზე მთავარი – მიიღეთ სიამოვნება საკუთარი საქმისგან!

6.    იყავით მოტივირებულები

როდესაც შემსრულებლის ამპლუაში ხართ, მთელს სამუშაოს (სამოქმედო გეგმა და დავალებების შესრულების ვადები) ხელმძღვანელი გიდგენთ. მას შემდეგ კი, რაც როლს შეიცვლით, ამ ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. მოტივაციის შესანარჩუნებლად, მუდმივად იყავით საქმის კურსში. ნუ დაივიწყებთ პუნქტუალურობასა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებასაც.

 7.    მოემზადეთ ფსიქოლოგიურად

პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებამდე, ჩაიტარეთ ფსიქოლოგიური ტესტი შინაგანი ხარვეზების და მათი გადაჭრის გზების გამოსავლენად.

წყარო

კომენტარები

comments