რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

თარიღი July 22, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი თუ მიზნის მიღწევის ეტაპები?!

ცხოვრების ყველაზე დიდ სირთულეს არა მიზნის დასახვა, არამედ მისი შესრულების პროცესის სწორად დაგეგმვა წარმოადგენს. ყველას სურს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, თუმცა ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გასავლელი ეტაპების მკაფიოდ განსაზღვრას, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

რა განსხვავებაა მიზნის მიღწევის პროცესსა და დასახულ მიზანს შორის?!

– მმართველთათვის მიზანს წარმატებული ბიზნესის შექმნა წარმოადგენს, პროცესი კი გაყიდვების, მარკეტინგული კამპანიების და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას გულისხმობს.

– მწვრთნელისთვის მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, პროცესი კი გუნდის ადეკვატურად მომზადება.

– მრბოლელისთვის მიზანი ფირნიშის ხაზის პირველი გადაკვეთაა. პროცესი კი ყოველდღიური მომზადება.

რამდენად შეიძლება საბოლოო შედეგის მიღწევა აქცენტის არა საბოლოო მიზანზე, არამედ მისი მიღწევის პროცესზე გამახვილებით?! მაგ. რა მოხდება მწვრთნელის შემთხვევაში, თუ ის უგულებელყოფს მატჩის მოგების მიზანს და უფრო მეტად გუნდის ყოველდღიურად აქტიურად დატრენინგებაზე კონცენტრირდება?!

წლის განმავლობაში დაწერილი სიტყვების რაოდენობას თუ დავითვლით, შესაძლოა, რამდენიმე წიგნის მოცულობას გადააჭარბოს, თუმცა რა რეაქცია გექნებოდათ, იგივე პერიოდის განმავლობაში ვინმეს წიგნის დაწერა რომ ეთხოვა? ეს დაგრთგუნავდათ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე შედეგის მიღწევა თავისუფლად შეიძლება სწორი გადანაწილების შემთხვევაში.

მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ პროცესის სწორად დაგეგმვის უპირატესობა  მიზნებთან შედარებით.

 1.   მიზნები ხელს უშლის ბედნიერებას

კონკრეტულ მიზანზე მუშაობისას ხშირად ვფიქრობთ, რომ საკმარისად ძლიერი არ ვართ, თუმცა გავხდებით სასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში. ეს გვრთგუნავს, რადგან ბედნიერებას მხოლოდ მიზნის მიღწევას ვუკავშირებთ.

უმჯობესია, აქცენტი მუშაობის პროცესზე გაკეთდეს და არა საბოლოო შედეგზე, რადგან მასზე ფიქრი მძიმე ტვირთად აწვება მხრებს. წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესთანაა დაკავშირებული, ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ორი წიგნის დაწერის მიზნის დასახვა, თუმცა რა მარტივად აღიქმება კვირაში მხოლოდ 2 სტატიის მომზადება, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ორ წიგნზე მეტიც აღმოჩნდეს.

ჩვეულებრივ, ჩვენი ცხოვრება წიგნების დაწერის მსგავსი მიზნებისგან შედგება, რომელიც ზედმეტად რთულად გვეჩვენება. სინამდვილეში მხოლოდ ეტაპების ჩამოყალიბებაა საჭირო, რაც არსებული მომენტით ტკბობაში დაგვეხმარება.

2.   კონკრეტული მიზნის მიღწევის სურვილი იშვიათად გასტანს გრძელვადიან პერიოდში

ჩვეულებრივ, რა ხდება პირველივე მარცხის შემთხვევაში? ვიღებთ იო–იოს ეფექტს, რაც ყოველ შემდეგ ეტაპზე მოტივაციის შემცირებას გულისხმობს, ბრძოლის მიმდინარე პროცესით სიამოვნების მიღება კი კადრს მიღმა რჩება.

ნუ იქნებით მხოლოდ საბოლოო შედეგზე ორიენტირებული, რათა ერთმა წარუმატებელმა ნაბიჯმაც კი დემოტივირება არ გამოიწვიოს. მაგ. სპორტსმენი, რომელიც მხოლოდ შეჯიბრის მოსაგებად ვარჯიშობს, სერიოზული ტრამვის შემთხვევაში, მიატოვებს მას და დაკარგავს პროცესით სიამოვნების მიღების შანსს. სწორედ ამიტომაა საჭირო დროში გადანაწილებულ პროცესზე ორიენტირება მოკლევადიან მიზანთან შედარებით.

3.   მიზნების განსაზღვრა მომავლის დაგეგმვას გულისხმობს

ამ დროს თითქოს თქვენ თვითონ წერთ მომავალს. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, თუმცა ყოველი მიზნის დასახვისას სწორედ ასე ვიქცევით. ვცდილობთ განვსაზღვროდ, სად ვიქნებით რამდენიმე წლის შემდეგ და რას გავაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, რა წინააღმდეგობები შეგვხვდება მანამდე.

ყოველი დღის გარკვეული მონაკვეთი დაუთმეთ პრობლემების მიმოხილვას. ამას იშვიათად აკეთებენ, შედეგად კი წლის ბოლოს გაცილებით რთული პრობლემების მოგვარება უწევთ. მუდმივი მონიტორინგი კი საბოლოო ჯამში დასკვნების მარტივად გაკეთების საშუალებას იძლევა და შესაბამისი ღონისძიებების სწორად დაგეგმვასაც განაპირობებს. ნუ შეეცდებით მომავლის განსაზღვრას, უბრალოდ ჩამოაყალიბეთ პროცესის განვითარების სრულყოფილი ეტაპები.

ყოველივე აღნიშნული არ უარყოფს მიზნების არსებობას, თუმცა მათი განსაზღვრა მხოლოდ საწყის ეტაპზეა აუცილებელი. ამის შემდეგ მთავარი კარგად ჩამოყალიბებული ეტაპებია. მიზნები მიმართულებას განსაზღვრავს, მოკლევადიან პერიოდში ბიძგსაც აძლევს, თუმცა აწყობილი სამოქმედო გეგმა ყოველთვის იმარჯვებს.

წყარო

კომენტარები

comments