უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

თარიღი July 13, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

იმის მიუხედავად, სტუდენტი ხართ თუ კარიერის მწვერვალზე იმყოფებით, მომავლის გეგმებზე დაფიქრება ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე მოგიწევთ. მთავარი ამ დროს ისაა, რამდენად კონკურენტუნარიანი ხართ ამა თუ იმ პოზიციაზე.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ისეთი გიგანტი კომპანიების თანამშრომლებიც კი, როგორებიც არიან Google, Amazon და Facebook, პერსონალისთვის აუცილებელ მახასიათებლად გონებრივ შესაძლებლობებს ნაკლებად მიიჩნევენ. მათი აზრით, უმთავრესი ქვემოთ წარმოდგენილი უნარები და თვისებებია, რომელიც ნებისმიერ სფეროსა თუ პოზიციაზე სასურველ კანდიდატად გაქცევთ.

  1. რაოდენობრივი ანალიზის უნარი – მონაცემები მრავალი კომპანიის ხერხემალია, რის გამოც მისი დამუშავების, ანალიზისა და ინტერპრეტირების უნარი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. უფრო კონკრეტულად, დამსაქმებლები კადრებში მონაცემებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის დასახვის უნარს აფასებენ. ასე რომ, თუ ციფრების სიღრმისეული ანალიზი და სურათის აღდგენა შეგიძლიათ, სხვებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებთ. გასაუბრებაზე მისვლისას, პირველ რიგში დაიწყეთ იმ პროექტებზე საუბარი, სადაც სწორედ ასეთ საკითხებზე გიწევდათ მუშაობა.
  2. Excelრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივ ანალიზში?! რა თქმა უნდა ექსელი. ძალიან ბევრ სამსახურში არაა იმის დრო, თანამშრომლებს მისი სარგებლობის წესები ასწავლონ, ამიტომ ექსელის პროფესიონალურად ფლობა გაცილებით მიმზიდველ კადრად გაქცევთ.
  3. შემოქმედებითი აზროვნება – ეს უნარი ნაკლებად სწავლებადია, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კადრების დაქირავებისას. ბიზნეს სამყაროს გამოწვევების ფონზე, დამსაქმებლები განსაკუთრებით აფასებენ კრეატიულ ადამიანებს. მათ სჭირდებათ კადრები ჩარჩოს გარეშე, ახალი იდეებით.
  4. კომუნიკაციის უნარი – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სათანადოდ წარმოადგინონ საკუთარი კომპანია კლიენტებთან ელ ფოსტის, ტელეფონისა თუ სხვა ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით თუ ზეპირსიტყვიერად, ასევე იმსახურებენ დამსაქმებლების კეთილგანწყობას. განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარს ექცევა. პირველ რიგში ამის დემონსტრირებას ელ ფოსტით საკუთარი მონაცემების გაგზავნისას და გასაუბრებაზე ახდენთ.
  5. თავმდაბლობა – შესაძლოა, ამ თვისებამ გაკვირვებაც გამოიწვიოს, რადგან დამქირავებლები თავდაჯერებულ კადრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, თუმცა მათგან მოქნილობასა და სწავლისადმი მზადყოფნასაც მოითხოვენ. თუ თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შეცდომების აღიარებისა და გამოსწორებისაც არ უნდა გეშინოდეთ. დასვით კითხვები, დაუთმეთ დრო სამსახურისა და პოზიციის სრულყოფილად შესწავლას და ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ უფროსზე მეტი იცით.
  6. თანაგრძნობის უნარი – ყველაზე დისციპლინირებულ და მდიდარ ადამიანებსაც კი თანაგრძნობის უნარის გარეშე, სოციოპათად მიიჩნევენ.  განიცადო ის, რასაც სხვები გრძნობენ, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს გაყიდვების სფეროში დასაქმებულებზე და გუნდის წევრებზე, რადგან თავს უფრო მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ.
  7. გამძლეობა – ჩვეულებრივ, ადამიანები კარიერაში გარკვეულ მწვერვალამდე ასვლის შემდეგ შეცდომას უშვებენ აქტიური მუშაობის შეწყვეტის სახით. სინამდვილეში, ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად, სწორედ მაშინაა აუცილებელი უფრო მეტი მონდომებით ბრძოლის გაგრძელება.
  8. დადებითი თვითშეფასება – ჩვეულებრივ, მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები, არამედ რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ. თვითრწმენის მოპოვებას კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ზურგს გაქცევს.
  9. დახმარების თხოვნის უნარი –ნაკლებად კომპეტენტურად გამოჩენის შიშით ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ ქმედებას.  სინამდვილეში, ყველაფრის მცოდნედ თავის მოჩვენებას გაცილებით უარესი შედეგი მოაქვს, რადგან სხვისთვის აზრის კითხვა მათი ინტელექტისადმი პატივისცემას გულისხმობს, რაც კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
  10. დროულად გაჩუმების და მოსმენის კულტურა – არ შეიძლება ყოველთვის მართალი იყოთ, ამიტომ ზოგჯერ უბრალოდ გაჩუმდით. განსაკუთრებით მაშინ, თუ აფექტურ მდგომარეობაში იღებთ გადაწყვეტილებებს. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსმენის კულტურასაც, რადგან დღის განმავლობაში მიღებული უდიდესი მოცულობის ინფორმაციას სწორედ ამ დროს ვაანალიზებთ.

 წყარო1, წყარო2

კომენტარები

comments