8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

თარიღი February 17, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 8 კრეატიული მარკეტინგული ხერხი თქვენი ბიზნესის უკეთ წარმოსაჩენად

დიდი ცვლილებების დრო დადგა მარკეტინგის სპეციალისტებისთვის. ახალი სოციალური მედიის პლათფორმები სოკოებივით მომრავლდა და ძნელია გაიგო, რომელია უფრო ეფექტური. დრო კი არ იცდის!

გთავაზობთ რჩევებს მარკეტინგის სფეროში თქვენი ძალისხმევის ეფექტურად წარმოსაჩენად.

1. ჰკითხეთ თქვენს მომხმარებლებს რამდენად კმაყოფილნი არიან თქვენი ბრენდით. მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობისთვის.

2. ელ–ფოსტის აქტიური მოხმარება. ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს ელ-ფოსტით, გაუკეთეთ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება ან მიაწოდეთ ასევე ელ-ფოსტით სასარგებლო ინფორმაცია თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რასაკვირველია.

3. ტექსტური მარკეტინგი. ჩაატარეთ კვლევა, რა სჭირდება თქვენს მომხმარებელს. შემდეგ გაუგზავნეთ მათ მესიჯი მათსავე  სასურველ პროდუქტზე ფასდაკლების შესახებ. საბოლოოდ კი გაუგზავნეთ  აღნიშნული ფასდაკლების კუპონი. ეს განსაკუთრებით ისეთ მომხმარებლებს ეხებათ, რომლებიც ელ-ფოსტას არც თუ ისე აქტიურად იყენებენ.

4. იყავით ინფორმირებული თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები ისეთს, რასაც თქვენ არ აკეთებთ. ეძებეთ მათ საქმიანობაში შავი ხვრელები და გააკეთეთ ისე, როგორც მათ არ აქვთ! იქონიეთ თქვენი გვერდი Youtube-ზე, ან სულაც ავტობუსებზე განათავსეთ თქვენი ბრენდის რეკლამა და ა.შ.

5. გაუკეთეთ ორგანიზება ღონისძიებას და იყავით მასპინძელი. ყველა მსგავსი შეკრების დროს სტუმრები მადლობას მასპინძელს უხდიან. ეს ძალიან კარგი მეთოდია თქვენი კოლეგების და ზოგადად თქვენი სამიზნე აუდიტორიის გასაცნობად. მითუმეტეს, თუ ოფისის მდგებარეობა და ფართი ამის საშუალებას გაძლევთ. დაე, ყველამ ნახოთ როგორი სამუშაო გარემო გაქვთ.

6. გაეცით რეფერერებზე  თანხა. ეს ძველი მეთოდია, მაგრამ დღემდე ამართლებს. მიეცით საშუალება თქვენსავე თანამშრომლებს გაგიკეთოთ იაფი  მარკეტინგი. ვთქვათ,   ახალ მათ მიერ მოყვანილ კარგ თანამშრომელზე 100 $.

7. სიმარტივე. გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი მარკეტინგული ტიპის მესიჯი აბნევს მომხმარებელს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თქვენ ამას სხვადასხვა სოციალური არხის მეშვეობით აკეთებთ. გახსოვდეთ,რომ ასეთ დროს სიმარტივე მნიშვნელოვანია.

8. მუსიკის მნიშვნელობა. აქვს თქვენს კომპანიას თავისი  მუსიკალური თემა? თუ არა, მაშ მიხედეთ ამ საკითხს, კონკრეტული მესიჯის გაგზავნისას დაურთეთ ეს მუსიკა. ეს მათთვის საიამოვნო იქნება.

წარმატებას გისურვებთ!

კომენტარები

comments