როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

თარიღი February 9, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ შევქმნათ მომხმარებლისთვის საინტერესო Facebook-ის Fan Page-ი

Facebook-ი განაგრძობს fan page-ებზე სიახლეების დამატებას, რაც აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორებს თავსატეხს უჩენს, თუ როგორ გახადონ გვერდები უფრო ეფექტური და მომგებიანი თავიანთი კომპანიებისათვის. შესაბამისად, იმის გარდა, რომ კონკურენციაზე უნდა იფიქრონ ბიზნეს–მფლობელებმა, ასევე ფეხი უნდა აუწყონ სოციალური ქსელის ცვლილებებს.

ქვემოთ მოცემულია სასარგებლო და საინტერესო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ Facebook-ის მეშვეობით ადვილად მოგძებნონ და თქვენც შესაბამისად მეტი მომხმარებელი შეიძინოთ.

 

წესი No.1 ბრენდირებული მისამართი. თუკი თქვენი გვერდის URL გაურკვეველია და შეიცავს უამრავ ციფრს, იცოდეთ, რომ თქვენსავე საქმეს ირთულებთ. Facebook–მა ახალი ფუნქცია დაამატა, რის შემდეგაც აუცილებელია გქონდეთ 25 like მაინც, რომ მიანიჭოთ თქვენს გვერდს ბრენდირებული მისამართი. ანუ ისღა დაგრჩენიათ, რომ აკრიფოთ www.facebook.com/username და შემდეგ დაარქვათ თქვენი კომპანიისა და თუ დაწესებულების სახელი და ჩასვათ ის URL-ში. მაგალითად, ნაცვლად მსგავსი ბმულისა, www.facebook.com/1283743hreu818, რომ გქონდეთ: www.Facebook.com/თქვენი კომპანიის სახელი.

წესი No.2  დაარქვით სათანადო სახელი. არის ასეთი წესი: როგორც კი მიაღწევთ Facebook-ზე 100 მეგობარს, თქვენ სახელის შეცვლა უკვე აღარ შეგიძლიათ. ამიტომაც, თავიდანვე კარგად იფიქრეთ სახელზე და სწორად შეარჩიეთ ის. სახელის იდეა უნდა იყოს მარტივი, რომ თქვენი ბრენდის სახელწოდება პოტენციურმა მომხმარებელმა მარტივად დაიმახსოვროს და სოციალურ ქსელშიც ძებნის დროს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდეს. აქვე გახსოვდეთ, რომ თუ 100–ზე ნაკლები „like” გაქვთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბრენდის სახელის შეცვლა.

წესი No.3 მომხმარებელზე გათვლილი tab-ი. როცა ადამიანებს იწვევთ თქვენს ვებ გვერდზე, აუცილებელია საინტერესო მასალა შესთავაზოთ, არა მხოლოდ სტანდარტული ტექსტი. რადგან ეს შეიძლება დაემსგავსოს მხოლოდ ლაპარაკს და ვიზუალურად არაფერს აჩვენებდეს. თუნდაც ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდეთ მომხმარებელს თქვენს “wall”-ზე, ეს არ იქნება მათთვის მიმზიდველი. უნდა გააკეთოთ საინტერესო აპლიკაციები და ზოგადად, ვიზუალურად გაამდიდროთ თქვენი გვერდი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ წყარო woobox.com , სადაც მოცემულია გზამკვლევი თუ როგორ გახადოთ თქვენი Fan page-ები საინტერესო და პოტენციურ მომხმარებელზე მორგებული.

წესი No.4 მოხიბლეთ  პოტენციური მომხმარებლები. შესთავაზეთ მომხმარებელს ისეთი რამ, რაც მას მოხიბლავს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook-ის რესურსი იმისთვის, რომ შექმნათ საინტერესო გამოკითხვა ან  თამაში. კარგი იქნება, თუკი ეს ზემოთჩამოთვლილი  თქვენს თავფურცელზე იქნება განთავსებული. მსგავსი აქტივობების ცუდ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ აპლიკაციებს თქვენს პროფილში წვდომის უფლება აქვს თქვენივე თანხმობის შესაბამისად და შემდეგ თავად პოსტავენ მესიჯებს.

 

წესი No.5 თვალყური ადევნეთ ბაზრის პრიორიტეტებს. დღევანდელი Facebook-ის სახე ისეთია, რომ სტატისტიკური მონაცემების გარკვევაც არაა რთული. ანუ თქვენ თქვენი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციაც გაქვთ, ასევე მათი სქესის, ასაკის და საცხოვრებლის შესახებ. აგრეთვე ხედავთ რა ტიპის პოსტები უფრო მოსწონთ და უზიარებენ მეგობრებს. ამ ტიპის ვირუსული საქმიანობა გაძლევთ საშუალებას იცოდეთ რაზე საუბრობენ თქვენი მეგობრები და საუბრობენ თუ არა თქვენზე სხვა ადამიანებთან. Facebook-ის fan page-ები ნელ-ნელა გადაიქცევიან ბიზნესის ერთ-ერთ სამართავ ბერკეტად, რომელიც მილიონობით ადამიანს აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია კარგად მართოთ თქვენი ბრენდის გვერდი, განაახლოთ ინფორმაცია და იყოთ მომხიბვლელი პოტენციური მომხმარებლებისთვის.

გთავაზობთ ჩვენი კომპანიის სოციალურ მედიაში აქტიურობის სტატისტიკას

კომენტარები

comments