8 მოულოდნელი კითხვა დამსაქმებელთან გასაუბრებისას

თარიღი February 19, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 8 მოულოდნელი კითხვა დამსაქმებელთან გასაუბრებისას

   როგორ ფიქრობთ, რა კითხვა შეიძლება დაუსვათ გასაუბრებაზე კანდიდატს, რომ წინასწარ მომზადებული პასუხებისგან დაზღვეული იყოთ და ერთდროულად რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალება მოგეცეთ? წარმოგიდგენთ წარმატებული ტოპ მენეჯერების 8 კითხვას:

1. ვისთან ისურვებდით ინტიმურ გარემოში სადილობას?

მიეცით არჩევანის საშუალება კანდიდატებს, დაპატიჟონ 3 ადამიანი, ცოცხალი ან გარდაცვლილი, ნამდვილი ან წარმოსახვითი, მაგრამ არა ოჯახის წევრი ან შეყვარებული. ეს შესანიშნავი საშუალებაა ადამიანის სწრაფად აზროვნების, პრიორიტეტების განსაზღვრის, ცნობისმოყვარეობის დონის დადგენისა და ყველაფერ ამის თავმოყრის  უნარის გამოსავლენად. იმის გამო, რომ აღნიშნულ კითხვაზე სტანდარტული პასუხი არ არსებობს, კანდიდატებს შეიძლება გაუჭირდეთ მისი მოფიქრება, თუმცა შესაძლებლობა მაინც მოგეცემათ გაარკვიოთ, როგორ მოახერხებენ გაუმკლავდნენ მოულოდნელობას და უხერხულ სიჩუმეს.

2. ალბათ ვერ შეძლებთ ამ დავალების შესრულებას

განსაკუთრებით გაყიდვების პოზიციაზე კადრების აყვანისას მნიშვნელოვანია მათ თვალებში მუშაობის დიდი სურვილის დანახვა. კანდიდატებს უნდა შეეძლოთ თქვენი დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში. გაყიდვები საკმაოდ რთული სფეროა, სადაც ხშირია წარუმატებლობა, ეს კითხვა კი მათი ხასიათის შეფასების საშუალებაა.

 3. რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

თუ კანდიდატი ვერ იხსენებს კონკრეტულად რა წარმატებას და როგორ მიაღწია ძველ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, მაშინ ის არც ისე კარგი პროფესიონალია. ფეხბურთის მწვრთნელი არ მოაწერს ხელს მოთამაშესთან მანამ, სანამ მისი თამაშების შედეგებს არ გააანალიზებს. პასუხების სპეციფიკურობიდან გამომდინარე შეიძლება გაირკვეს კანდიდატების გულწრფელობის ხარისხი.

4. რას გეგმავთ მომავალში?

დამსაქმებლები ეძებენ ადამიანებს განსაზღვრული სამომავლო გეგმებით. მათ, ვინც ზუსტად იცის რისი მიღწევა სურს მომავალში და რის გაკეთებას აპირებს ამისთვის კომპანიაში, ხშირად იმსახურებს კეთილგანწყობას.

5. მითხარით სამი უცნობი ფაქტი თქვენ შესახებ

ვერ წარმოიდგენთ, რამდენი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეგიძლიათ ამ კითხვიდან. ის კანდიდატები, რომლებიც წინასწარ მომზადებულ პასუხებს იძლეოდნენ მთელი ინტერვიუს განმავლობაში, მოულოდნელად იბნევიან, რაც რეალური დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ.

 6. დაასახელეთ საყვარელი მუსიკოსი

ამ კითხვაზე მნიშვნელოვანია არა პასუხი, არამედ დროა, რომელიც დასჭრდებათ კანდიდატებს მათთვის მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტის მოსაფიქრებლად. დამსაქმებლები აცნობიერებენ, რომ გუნდის წევრებს გარკვეული მისწრაფებები გააჩნიათ, რომელიც ხშირად სცდება კლიენტების მომსახურების ჩარჩოებს. სწორედ ეს სურვილები განაპირობებს მათ უნარს იმუშაონ რამდენიმე დავალებაზე ერთდორულად.

7. რის გამო დაგიქირავეს?

დამსაქმებლები ხშირად ეკითხებიან ძველი პოზიციების შესახებ და ცდილობენ გაარკვიონ კანდიდატების მოლოდინი დაქირავების მომენტში. მას მოსდევს დამაზუსტებელი კითხვა „რა გააკეთეთ სინამდვილეში ამისთვის“. მაგ. თუ ისინი დაიქირავეს რეგისტრატორად და ტრენერობით დაასრულეს საქმიანობა, ე.ი გაიზარდნენ პროფესიულად და იმის პოტენციალიც გააჩნია, რომ ახალ პოზიციაზეც წაიწიონ წინ.

8. რის გაკეთებას აპირებთ შემდეგ?

დამსაქმებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ის კანდიდატები, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებას გეგმავენ პოზიციის დატოვების შემდეგ. ასეთი აზროვნების და მიზნების კადრი განსაკუთრებით საჭირო შეიძლება აღმოჩნდეს მცირე, თუმცა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიისათვის.

წყარო

კომენტარები

comments