5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

თარიღი June 16, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 5 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად

ბიზნესის დაწყება მარტივი საქმე არაა. მაგრამ სანამ ბიზნესს წამოიწყებდეთ, უნდა გაითვალისწინოთ 5 საკვანძო ნაბიჯი, რომელთა მეშვეობითაც წარმატების მიღწევა უფრო ადვილია: თქვენი ბიზნესის დაფინანსების წყარო, ეფექტური მარკეტინგული გეგმის შექმნა, ფინანსების განკარგვა, მარკეტინგული კვლევის ჩატარება, წარმატებისკენ სწრაფვა.

თუ გაიგებთ და შეასრულებთ შემდეგ ნაბიჯებს, თქვენ უკვე წარამეტბისკენ მიმავალ ბილიკზე აღმოჩნდებით.

ყველაზე მთავარია სამოქმედო გეგმის შესრულება მანამ, სანამ კარს გაუღებთ თქვენს ახალ წამოწყებას. ეს ნიშნავს იპოვოთ განსხვავება ჰობისა და წარმატებულ ბიზნესს შორის.

ბიზნესის ჩავარდნის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ არასაკმარისი დაფინანსება ხდება. მნიშვნელობა არა აქვს იწყებთ ბიზნესს თუ მის განვითარებას აპირებთ, თქვენ უნდა მოიაზრებდეთ სხვადასხვა წყაროებს თქვენი ბიზნესის დაფინანსებისთვის და აცნობიერებდეთ თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს. უმჯობესია, თუ არ გარისკავთ და ბიზნესში საკუთარი ფულის ჩადებას მოერიდებით. ნუ შეიზღუდებით დაფინანსების მხოლოდ ერთი წყაროს მოპოვებით, მოიაზრეთ კაპიტალისტები, კომერციული ბანკები, ინვესტორები, მეგობრები, ოჯახი… ყველა შემთხვევაში სოლიდური ბიზნეს გეგმა აუცილებელია.

თქვენი ბიზნესის პრომოცია არ უნდა იყოს ძვირი, უამრავი ეფექტური გზა არსებობს მომხმარებლის მოსაზიდად და დასაინტერესებლად, ამიტომ აუცილებელია სწორი მარკეტინგული გეგმის შემუშავება. Marcia Layton Turner – ექსპერტი დამწყებ ბიზნესში მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ყველაზე ეფექტური მარკეტინგული საშუალება ყველაზე იაფი ღირს ან საერთოდაც არაფერი ჯდება. ამიტომ პირველი, მარკეტინგული მიზნების მისაღწევად, არის კარგად გაწერილი მარკეტინგული გეგმა და ამ გეგმის ზედმიწევნით შესრულება, რათა თავიდან აირიდოთ დროისა და ფულის უმიზნოდ კარგვა.

კომენტარები

comments