ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო

თარიღი September 20, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო

რიჩარდ ბრენსონმა კომპანია „Virgin“ 1970 წელს, 20 წლის ასაკში დააარსა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია მოქმედება. ის არის მეწარმე, რომელმაც ბიზნესის მართვა შესაბამისი განათლების გარეშე დაიწყო და შეძლო ჩამოეყალიბებინა 8 განსხვავებული პროფილის საწარმო. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესის ყველა დადებითი და უარყოფითი საკითხის შესწავლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას წაართმევდა. გთავაზობთ მისი წარმატების რამდენიმე საიდუმლოს:

  1. ნუ გააკეთებთ, თუკი ეს სიამოვნებას არ განიჭებთბიზნესის მართვა საკმაოდ დიდ შრომასა და ცრემლების ღვრას მოითხოვს. თუმცა დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რის გამოც სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყებისას არ განუზრახავს გრანდიოზული ბიზნეს–იმპერიის შექმნა. უფრო მეტიც, მას არ გააჩნდა განსაკუთრებული იდეა ან მოქმედების სტრატეგიაც კი. ბრენსონისათვის ბიზნესის მართვა ის საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. ეს კი გულისხმობს სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას და იმის ცოდნას, რომ ვიღაცის ცხოვრება მაინც შეიცვალა სასიკეთოდ.
  2. “იყავით ყურადღების ცენტრში“ –  დარწმუნდით იმაში, რომ ჩნდებით გარეკანზე და არა ბოლო ფურცლებზე. ყოველთვის იმოქმედეთ, საჭიროების შემთხვევაში სულელადაც მოაჩვენეთ თავი. ბრენსონი ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ადამიანს შეხვდეს, რადგან არაერთი შესანიშნავი იდეა და შეთავაზება სწორედ ამ დროს იბადება.
  3. ჭკვიანურად შეარჩიეთ ბრენდის სახელი“ – სწორედ უნიკალური სახელი წარმოადგენს Virgin–ის წარმატების ერთ–ერთ საიდუმლოს, რომლის იდეაც მოულოდნელად, მეგობრული შეკრების დროს გაჩნდა. ერთი შეხედვით ეს რისკზე წასვლას გულისხმობდა, თუმცა მან გაამართლა.
  4. შეუძლებელია ბიზნესის მართვა რისკზე წასვლის გარეშე“  – ამ თემაზე საუბრისას ბრენსონი საყვარელ გამოთქმას იშველიებს: „გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“
  5. მეორე  შთაბეჭდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი“ – ბრენსონის თქმით, მეორედ მიღებულ შთაბეჭდილებას ისეთივე არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც პირველს, რადგან ამ დროს მომხმარებელი პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოგმართავთ. საკმაოდ ბევრის მაჩვენებელია ის, თუ როგორ წარმოაჩენთ ასეთ სიტუაციებში საკუთარ თავსა და კომპანიას.
  6. შეუძლებელია ყველაფერში სრულყოფილება“ – საკმაოდ საფრთხილოა აგრძნობინოთ ადამიანებს, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს. როდესაც მათ ამის სჯერათ, მნიშვნელოვნად  მცირდება შრომისუნარიანობა. სწორედ ამიტომ, ბრენსონი არავის აძლევს 100%–ით დადებით დახასიათებას. მას სჯერა, რომ რაც არ უნდა ბრწყინვალედ მოფიქრებული იდეა იყოს, ყოველთვის იარსებებს გაუმჯობესების გზა.
  7. მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ – არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ მომხმარებელიც ადამიანია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაუშვას შეცდომა. ამიტომ არ უნდა ააგოთ მომსახურების სისტემა მხოლოდ იმ იმედით, რომ ის არასდროს შეცდება. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბევრ ხელმძღვანელს სჯერა მომხმარებლების უტყუარობის მითის, რომელიც მხოლოდ ზოგჯერ ამართლებს. იგი გირჩევთ სწორად შეარჩიოთ კლიენტებისა და საკუთარი პერსონალის მომსახურების პოლიტიკა.
  8. განსაზღვრეთ საკუთარი ბრენდი“ – როდესაც საქმე აღნიშნულ საკითხს ეხება, ბრენსონი გირჩევთ მის მიერ არჩეული პოლიტიკის საპირისპიროდ მოიქცეთ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Virgin სხვადასხვა საქმიანობაზეა ორიენტირებული, მიზანი ერთი გააჩნია: “იპოვოს ახალი გზები მომხმარებელთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად“.
  9. გამოიყენეთ აუთვისებელი ტერიტორიები“ – ბრენსონი ერთმანეთს ადარებს ახალი ტერიტორიების ათვისებას ბიზნესსა და მეცნიერებაში. ჯერ კიდევ არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც არ აღმოუჩენიათ, გამოუგონებიათ, მიუღწევიათ. სწორედ ასეთი თემების კვლევა ბადებს ახალ იდეებსა და ინოვაციურ პროდუქტს.
  10. “ფრთხილად განსაზღვრეთ „ჩვენ“  და  „ისინი““ – სამსახური ის ადგილია, სადაც ხელმძღვანელი და მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლები ურთიერთობენ საერთო მიზნის მისაღწევად. თუ ამ დროს არ გამოიყენებთ ტერმინს „ჩვენ“, ეს ნიშნავს რომ კომუნიკაციის პრობლემაა. თუ ფიქრობთ, რომ არსებობს დაძაბულობა მენეჯმენტსა და მათ დაქვემდებარებულებს შორის, პრობლემის ძიება დაიწყეთ საშუალო დონის მენეჯერებისაგან.
  11. შექმენით კომფორტული გარემო მუშაობისათვის“საუკეთესო ხარისხის პროდუქტის ან მომსახურების მისაღებად საჭიროა პერსონალმა თავი თავისუფლად იგრძნოს და ღიად გამოხატოს საკუთარი შესაძლებლობები.
  12. “ყველა არ შეეფერება CEO-ს პოზიციას“ – ყველა მენეჯერისათვის არსებითია კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი, რათა შეძლოს კრიტიკის ნაცვლად, საკუთარ შეცდომებზე ასწავლოს პერსონალს.
  13. “გაითვალისწინეთ განსხვავებული აზრი“– ბრენსონი გირჩევთ  გახდეთ კარგი მსმენელი, რაც გულისხმობს დაკვირვებას და განსჯას ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე. ნუ ეტყვით ადამიანებს რაიმეს მანამ, სანამ მათ პოზიციას არ გაიგებთ.
  14. “ეცადეთ გაწყვიტოთ კავშირი ისე, რომ წყლიდან მშრალი ამოხვიდეთ“ – ყველა დაკვირვებულმა ხელმძღვანელმა იცის როდის გაწყვიტოს ურთიერთობა პარტნიორებთან, მეგობრებთანაც კი.
  15. “ისარგებლეთ ტელეფონებით“ – ძალიან კარგია, როდესაც მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, თუმცა ნუ გამოიყენებთ კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, როდესაც ტელეფონით კონტაქტია საჭირო. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები სულ უფრო ნაკლებად მიმართავენ პირისპირ კომუნიკაციას და სატელეფონო საუბრებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გზებით პრობლემების გადაწყვეტა ბევრად მარტივია.
  16. “ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, დაგეგმეთ ისინი“  – ბრენსონი აღნიშნავს, რომ არ არსებობს კომპანია ზუსტად განსაზღვრული მომავლით, ამიტომ ყველა ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს ცვლილებებისათვის.  „ზოგჯერ აუცილებელია კომპანია ახალი მიმართულებით წაიყვანო, რადგან იცვლება მდგომარეობა და შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პერსონალის მოტივირება, რათა თქვენნაირად იფიქროს“– აღნიშნავს ბრენსონი.
  17. “როდესაც შეცდომების დაშვებას იწყებთ, უკან დაიხიეთ, არ დაეცეთ“ – შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის სწორი იყოს. ყველა უშვებს შეცდომებს, თუმცა საუკეთესო გამოსავალი ამ დროს ისაა, რომ თავადვე გამოასწოროთ. „პატიოსნება მხოლოდ საუკეთესო კი არა, ერთადერთი სწორი პოლიტიკაა“– აღნიშნავს ბრენსონი. ნუ მისცემთ შეცდომას თქვენი შეფერხების საშუალებას. გამოავლინეთ და დაიწყეთ მის გადაჭრაზე ზრუნვა.
  18. “იყავით ლიდერი და არა უფროსი“– ბოსი ბრძანებებს გასცემს მაშინ, როდესაც ლიდერი გეგმავს პროცესებს. „ერთადერთი ფრაზა, რომელსაც ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია არის – „შენ ხარ ბოსი““ – აღნიშნავს ბრენსონი, რადგან ამ დროს ადამიანები პასუხისმგებლობას იხსნიან, დავალებას ასრულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ და მისი წარუმატებლობის შემთხვევაში, პირველ რიგში ბოსს ადანაშაულებენ.  კარგი ლიდერი ისაა, ვინც თავს კი არ ახვევს გარშემომყოფებს საკუთარ მოსაზრებებს, არამედ შთააგონებს მათ არსებული იდეის შესრულებისაკენ.

კომენტარები

comments