როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

თარიღი March 18, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვიმუშაოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე?!

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა დღითიდღე ვითარდება, უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცით: დამსაქმებლები თავს არიდებენ თანამშრომელთა დაქირავებას და სურთ მეტად პროდუქტიული, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის თანამშრომლები. ეს ხდება იმ დასკვნის ფონზე, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე სერიოზულად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. დღევანდელი 24/7–ზე გრაფიკით მუშაობის პირობებში, როგორ შეგვიძლია გავამართლოთ კომპანიის მოლოდინი ისე, რომ არ უგულებელვყოთ პირადი ცხოვრებაც? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აინტერესებს.

ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი მიზნები დაისახოს კომპანიამ, ის მხოლოდ თქვენი მისაღწევი არაა. მუდმივად იმეორეთ, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს თქვენზე, დილით სარკიდან გიყურებდათ. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც კვირის განმავლობაში ნაკლებად დატვირთვაში დაგეხმარებათ.

მოამზადეთ საკუთარი ბიოლოგიური საათი – დღის განმავლობაში ყველაზე რთული და მარტივი პერიოდების გამოყოფით, შესაძლებელია უფრო ძნელად შესასრულებელი დავალებებისათვის ნაკლები დრო დაგჭირდეთ და უფრო ეფექტურად მართოთ კრეატიულობა. მაგ. დღის ყველაზე პროდუქტიულ მონაკვეთად დილის 10:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდი ითვლება. სწორედ ამ დროს ასრულებენ განსაკუთრებით პრობლემურ დავალებებს. დღის ბოლოსკენ შემოინახეთ ისეთი აქტივობები, რომელიც ნაკლებს ყურადღებას საჭიროებს. მაგ: შეტყობინებებზე ან ზარებზე პასუხი, რადგან ამ დროს იკლებს აქტივობის ხარისხი.

მოერიდეთ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ შესვენებას – სამუშაო მაგიდის დატოვება ყავის ან წყლის დასალევად ან ლანჩის შესვენებისას, 20–წუთიან “რეაბილიტაციის” პერიოდს მოითხოვს კვლავ იმაზე კონცენტრაციისათვის, რასაც აკეთებდით. იგივე ეხება მეილებსა და ტელეფონის ზარებსაც. რაც უფრო ინტენსიურად კონცენტრირდებით საქმეზე, მით უფრო ადრე დაასრულებთ და წახვალთ სახლში.

 

დაივიწყეთ სამუშაო ოფისიდან გასვლისთანავე – რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ მიტოვებას, ისე მორალურ დავიწყებას. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ვადაში არ იზღუდებით, ნუ განაგრძობთ სახლში მუშაობას. გამოიყენეთ დრო ოჯახისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სასიამოვნოა დღის ბოლოს იმის კითხვა „როგორ ჩაიარა დღემ?“, ის ხელს უშლის მოვლენებისგან გამოთიშვას.

შეზღუდეთ მეილები გარკვეულ პერიოდშიგანსაზღვრეთ უნდა  შეამოწმოთ თუ არა სამსახურში არყოფნის დროს მიღებული მეილები და თუ კი, რა სიხშირით. დარჩით კონტაქტზე მხოლოდ გადაუდებელი საკითხების არსებობის შემთხვევაში.

დაგეგმეთ პირადი დრო ყურადღება მიაქციეთ, რომ განრიგი საკუთარი თავის მოვლას (ვარჯიში, ჯანსაღი საკვები, ექიმებთან ვიზიტი), ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარებას და მათთან ერთად სასიამოვნო საქმეების გაკეთებასაც მოიცავდეს. გადატვირთული მუშაობა მგრძნობელობაზე კონტროლის დაკარგვას განაპირობებს. სასურველი საქმიანობის შერჩევა (და არა ვალდებულების გამო მოქმედება) უძლურების განცდას არ დაგიტოვებთ.

ნუ იმუშავებთ უქმეებზე – არ შეიძლება შთაგონების, კრეატიულობისა და ინოვაციურობის მართვა. ხშირად სამსახურთან დაკავშირებული იდეები ხომ სწორედ მაშინ მოდის, როცა ოფისის გარეთ იმყოფებით?! მხოლოდ იმიტომ, რომ იდეები არასამსახურეობრივ საათებში გაწუხებთ, არ ნიშნავს იმას, რომ მიატოვოთ ყველაფერი და მათ შესასრულებლად გაიქცეთ. საკმარისია მხოლოდ გარკვეული შენიშვნების ჩაწერა და მათი განხორციელება მომავალ სამუშაო დღეს.

ისარგებლეთ შვებულებით – სტრესული სიტუაცია არა მხოლოდ სამსახურს აყენებს ზიანს, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც სერიოზულს საფრთხეს უქმნის. არაფერია ცუდი გამოუყენებელი შვებულების დღეებით სარგებლობაში. ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო დასასვენებლად. ეს უმჯობესია, ვიდრე წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მცირე პერიოდით შესვენების აღება.

სტანდარტული გრაფიკიდან გადახვევა და ამ ცვლილებების გათვალისწინება დაგეხმარებათ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ სამუშაო პროცესში.

წყარო  

კომენტარები

comments