15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

თარიღი November 17, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 15 გაუმართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ იწყებთ საკუთარ ბიზნესს

ჯეფ ჰედენის აზრით, დროის სიმცირის გარდა, არაერთი არარეალური მიზეზი არსებობს საკუთარი ბიზნესის არქონის გასამართლებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. „მეშინია“

შემოუერთდით კლუბს! ყველა მეწარმეს ეშინია, თუმცა არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვთ: მისცეთ შიშს თქვენი შეფერხების უფლება ან გამოიყენოთ წარმატების მიღწევის მოტივატორად. თვითკმაყოფილება წინსვლის მტერია, თუმცა, საბედნიეროდ, საკუთარი ოცნებების ვერგანხორციელების შიში აკავებს მას.

2.    „არ მაქვს შესაბამისი კავშირები“

კომპანიის ვებ გვერდების, ლინკდინის (LinkedIn), ფეისბუქის (Facebook), ტვიტერისა (Twitter) და სხვა სოციალური მედია პლათფორმების წყალობით, ახლა უკვე თითქმის ნებისმიერ ადამიანთან კავშირია შესაძლებელი. ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანის ღიაობა გასაკვირიც კია, თუმცა იქნებ ესეცაა მათი წარმატების საიდუმლო?! რა თქმა უნდა ხშირად ვერ იღებთ მათგან პასუხს, თუმცა ამის მიზეზიც საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ რაც უფრო გავლენიანია ადამიანი, მით მეტად ჩაკეტილია თქვენი შეთავაზებების მიმართ. იფიქრეთ სერიოზულ მიზეზებზე მათთან დასაკავშირებლად, გაეცით მეტი რაღაცის მიღებამდე და შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული აღმოჩნდებით.

3.    „გვიანია“

მართალია, ჯობსმა დაგასწროთ გრაფიკული ინტერფეისისა და „მაუსის“ გამოგონება, თუმცა მას „ქსეროქსმა“ აჯობა. არც ცუკერბერგი ყოფილა პირველი სოციალურ მედია ბიზნესში. სია საკმაოდ შორს მიდის. ინოვაციები არასდროს სრულდება ერთი გამოგონებით, მეტიც, ზოგიერთი ყველაზე წარმატებული კომპანია სწორედ ძველი იდეების მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს. მხოლოდ იმ შემთხვევაში ხართ დაგვიანებული, თუ უკვე არსებულის გაუმჯობესების, გაძლიერების, გაიაფების ან ასწრაფების სურვილი არ გაქვთ.

4.    „არ მისმენენ“

საზოგადოება ისმენს იმას, რაც სახალისო, საინტერესო, ამაღელვებელი, გასაკვირი, ინფორმაციული, სულელური, ცინიკური, აღმგზნები, სატირული, საკამათო და მოსაწყენია.  თუ მათ ყურადღებას ვერ იმსახურებთ, პრობლემა საკუთარ თავში ეძებეთ, რადგან მესიჯი არასწორადაა მიწოდებული. შეცვალეთ ის ისე, რომ რაღაც მნიშვნელობა ჰქონდეს საზოგადოებისთვის და ისინი მოგისმენენ.

5.    „ფული არ მაქვს“

მეწარმეობა ეს მცირე რესურსებით (ფული, ადამიანები, დრო, ყველაფერი)  წარმატების მიღწევის ხელოვნებაა.  კაპიტალი არასდროსაა “საკმარისი”, ამიტომ თუ ბიზნესის წამოსაწყებად რესურსები არ გყოფნით, შეცვალეთ გეგმა. მართალია, ქონებას ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ, თუმცა შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაში გამოიყენებთ მას.

6.    „დრო არ მაქვს“

ჩვენ ყველას ერთნაირი დრო გვაქვს, განსხვავება მხოლოდ მისი გამოყენების სურვილშია. მიწისქვეშ მხოლოდ 24 საათის სამყოფი ჰაერის მარაგით რომ ჩაგკეტონ, ტვიტერის შემოწმებას, მეგობრებთან ჭორაობას ან ტელევიზორთან დროის კარგვას არ მოინდომებდით, არამედ მიწის თხრას გააგრძელებდით შეუჩერებლად. იგივე სერიოზულობით მიუდექით საკუთარ მიზანს და განსახორციელებელი ნაბიჯებიც თავისთავად გამოიკვეთება, რადგან დროის გამონახვა მხოლოდ თქვენი სურვილის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

7.    „უნარები არ გამაჩნია“

ეს არაა პრობლემა. განივითარეთ ისინი – იარეთ სკოლაში, წაიკითხეთ წიგნები, ესაუბრეთ მეგობრებს, იმუშავეთ ნახევარ განაკვეთზე მცირე ბიზნესში, თუნდაც სრულიად განსხვავებულ სფეროში. იპოვეთ ადამიანი, რომელმაც უკვე აისრულა თქვენი სურვილი და მასთან ანაზღაურების გარეშე მუშაობის სანაცვლოდ, განივითარეთ უნარები. ძალიან რთული, ძვირი ან საშიშია ამის გაკეთება? მაშინ შეწყვიტეთ წუწუნი, რადგან არასდროს გექნებათ შესაძლებლობა. უნარები და ცოდნა გამომუშავებადია, არა თანდაყოლილი.

8.    „არ მაქვს შესანიშნავი იდეა“

რაღაც ახლის მოფიქრება მართლაც ძალიან რთულია, თუმცა არა უკვე არსებულის გადაკეთება. მიმოიხედეთ და დაფიქრდით საკუთარ თავზე. წუწუნის პროცესშიც კი უამრავ პრობლემას აღმოაჩენთ. სწორედ მათი გადაწყვეტის გზები წარმოადგენს იდეას. იგივე ეხება თქვენს ბიზნესსაც. „ახალი“ რთული წარმოსადგენია, „უკეთესი“ – გაცილებით მარტივი. კომპანიების უმეტესობა სწორედ „უკეთესია“ და არა „ახალი“.

9.    „რისკის აღება არ შემიძლია“

ნებისმიერი რისკი გადალახვადია, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით. თითოეული წარუმატებლობის, მარცხის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი, გამჭრიახი და კარგად შეიარაღებული ხდებით. თუ არ ცდით, სიბერისას, ჭაღარა თმებში, ხშირად ინანებთ: „რა მოხდებოდა, თუკი…“. სწორედ ეს სინანულია ის რისკი, რომელზეც არ უნდა წახვიდეთ.

10.  „დაგეგმვა უკეთესად გამომდის, ვიდრე შესრულება“

ტყუილია! უბრალოდ საკმაოდ ზარმაცი ხართ იმისათვის, რომ საქმე საფუძვლიანად გააკეთოთ ან ფიქრობთ, რომ თქვენი მოვალეობა შეასრულეთ, ან არ გეკადრებათ, ან… ამოარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი მიზეზი. ყველა წარმატებული მეწარმე ხელებდაკაპიწებულები იბრძვის მიზნის მისაღწევად, რაც განაპირობებს კიდეც მათ წარმატებას. არაა საჭირო განუსაზღვრელი მოცულობის თანდაყოლილი ნიჭი საქმის საწარმოებლად – მხოლოდ დისციპლინაც საკმარისია.

11. „ვერ ვაწარმოებ სრულყოფილებამდე“

რა თქმა უნდა შეგიძლიათ, უბრალოდ სურვილი არ გაქვთ. გააკეთეთ მაქსიმუმი, თუ ეს  მნიშვნელოვნად გაზრდის შემოსავალს, მაშინ გააგრძელეთ მუშაობა. თუმცა თუ ცვლილებას მხოლოდ თქვენ შეამჩნევთ, დროს ნუღარ დაკარგავთ. იზრუნეთ განვითარებაზე, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების  – მომხმარებლების შეფასებებს ემყარება.

12. „თავს კომფორტულად არ ვგრძნობ“

ყველა თავმდაბლობით და თვითგანვითარების სურვილით ვიზრდებით, ამიტომ თვითკმაყოფილება აუტანელია, თუმცა ზოგჯერ გამოსავალი არ არსებობს. ზოგიერთი შანსი დამაჯერებელ უნარებს, გამოცდილებასა და მიღწევებს მოითხოვს. თუ რაღაცის კეთება თქვენს ეთიკასა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, უარი უნდა თქვათ მასზე, თუმცა როდესაც ეს მხოლოდ კომფორტის ზონას გირღვევთ,  მიზეზი უსაფუძვლოა და უკეთესადაც ვერასდროს იქნებით.

13. „ვერავინ გაიგებს“

შესაძლოა საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ იდეა არაა კარგი, რადგან მხოლოდ ნამდვილად იდეალური პროდუქტები იმსახურებენ მოწონებას, თუმცა თუ ვინმე სიტუაციას ადეკვატურად არ აფასებს, თქვენ ხართ.  დაძლიეთ სიამაყე, შეცვალეთ გეგმა და „უნიკალური ხედვა“ და ეცადეთ იპოვოთ საკუთარი შეცდომა.

14. „ძალიან რთულია“

ხანგრძლივი მოგზაურობა რთულია, თითო ნაბიჯებით სიარული – მარტივი. რთული მიზნები არ მიიღწევა ერთ ღამეში, თუმცა ნელი სიარულით შესაძლებელია  შედეგამდე  მისვლა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გმართებთ, მოგზაურობის შედეგებზე ფიქრია.

15.  „მარცხის შემთხვევაში ძალიან შევრცხვები”

საზოგადოების წინაშე მარცხი შეიძლება რთული იყოს, ბევრი თქვენზე ლაპარაკსაც დაიწყებს, თუმცა ისინი ის ადამიანები არიან, რომელთაც თავად არაფერი უცდიათ. ასე რომ, ნუ იღელვებთ მათზე. გაცილებით მეტი წილი გაღიარებთ რაღაც ახლის წამოწყების მცდელობისთვის და მიგიღებენ როგორც მონათესავე სულს, გაგამხნევებენ, ხელს შეგიწყობენ. მათ იციან რას ნიშნავს წაგება და შემდეგ ფეხზე დადგომა. რატომ? ისინი საკუთარი წესებით ცხოვრობენ. ისინი მეწარმეები არიან!

წყარო

კომენტარები

comments