Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

თარიღი September 21, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Apple-ი ჯობსის წასვლის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად მოწყობილობებს – სმარტფონებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს უშვებს, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ გაუსწრო სანავთობო გიგანტ Exxon Mobil-ს.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასმა 411,45 დოლარს მიაღწია.შედეგად, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 381,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. Exxon Mobil-ის ანალოგიური მაჩვენებელი კი 356,6 მილიარდ დოლარზე დაფიქსირდა. მსგავსი სიტუაცია იყო ბაზარზე მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში.ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ Apple-ის ხელმძღვანელის სტივ ჯობსის გადადგომას ფირმის აქციებზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

გადადგომის წინ ჯობსმა განაცხადა, რომ „პლანეტის ყველაზე ნათელ და ინოვაციურად დატვირთულ“ კომპანიას საუკეთესო პერიოდი წინ აქვს.

წყარო: www. commersant.ge

კომენტარები

comments