წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

თარიღი September 21, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა

წელს მცხეთა 150 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. როგორც commersant.ge-ს მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი რევიამ განუცხადა, ვიზიტორების 40% უცხოელი, 60% კი ადგილობრივი ტურისტია.

ცენტრის ინფორმაციით, პროცენტულად ყველაზე მეტი ტურისტი ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან შემოვიდა. რევიას განმარტებით, მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით უკვე 16 ათასზე მეტმა უცხოელმა ტურისტმა ისარგებლა. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მცხეთაში ორგანიზებულმა ტურებმა საგრძნობლად იმატა.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments