ხართ თუ არა დაბადებული ლიდერად?!

თარიღი September 22, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ხართ თუ არა დაბადებული ლიდერად?!

ხშირად განიცდით უკმაყოფილების გრძნობას თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით? მუდმივად გსურთ, შექმნათ საკუთარი კომპანია და ძალ–ღონე არ დაიშუროთ მის განსავითარებლად? გაეცანით შემდეგ ჩვევებს და აღმოაჩინეთ, დაფარულია თუ არა თქვენში ლიდერი.

– არ შეგიძლიათ უსაქმოდ ჯდომა

– მუდმივად გაწუხებთ იდეები

– შეგიძლიათ აღმოაჩინოთ იდეების ნაკლი

– წარმატებული ბიზნეს პერსონები თქვენი იდეალია

– წარმატებული ბიზნესის ხილვა გაბედნიერებთ

– მუდმივად ფიქრობთ ბიზნესის განვითარების გზებზე

– არ გსიამოვნებთ მითითებები

– გიყვართ სიახლეები

– ყველაფერს დეტალურად განიხილავთ, რათა ფუნქციონირების საიდუმლო ამოხსნათ

– ოცნებობთ გამდიდრებაზე

– არ ნებდებით მარტივად

– დისციპლინირებული ხართ

– არ უფრთხით დატვირთულ რეჟიმს

– ფრთხილი დამოკიდებულება გაქვთ რისკის მიმართ

– ხვდებით საზოგადოების მაქსიმალურად დიდ ნაწილს

– ესაუბრებით უცნობებს

– არ გაშინებთ მარცხი

– მიზანდასახული ხართ

– გსიამოვნებთ ადამიანების დახმარება

– თავგადასავლად აღიქვამთ ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ

– შთააგონებთ ადამიანებს

– გეგმავთ ყველაფერს მცირე დეტალებამდე

– კმაყოფილი ხართ და ამაყობთ საკუთარი თავით

– ეფექტურად აკეთებთ დავალებების დელეგირებას

– უწესებთ ვადებს საკუთარ თავს

– გიყვართ ამბების მოყოლა და პროცესში ჩართულობა

– თავს არიდებთ შემაფერხებელ ფაქტორებს და დროის მფლანგველებს

– ხედავთ ადამიანების პოტენციალს ანუ არა იმას, რა არიან, არამედ რა შეიძლება იყვნენ

– კრიზისს მშვიდად ხვდებით და განაგრძობთ ლოგიკურად აზროვნებას

– ადვილად არწმუნებთ ადამიანებს საკუთარ პოზიციაში

– იღებთ რაციონალურ და არა ემოციურ გადაწყვეტილებებს

– არ გავიწყდებათ ადამიანების ემოციები

– ხშირად იწყებთ ახალი იდეების განხორციელებას

– ხშირად აახლებთ მანქანას, სახლს, ტექნოლოგიებს და ა.შ.

– ეცნობით ყოველდღიურ სიახლეებს

– მუდმივად კითხულობთ წიგნებს

– უსმენთ შინაგან ხმას, ენდობით საკუთარ ინსტინქტებს

– გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის უსმენთ სხვის რჩევებს

– არ მისტირით წარსულს

– შეგიძლიათ მსხვერპლის გაღება

წყარო

კომენტარები

comments