ახალგაზრდების მიერ დამსაქმებელთან გასაუბრებისას დაშვებული შეცდომები

თარიღი September 30, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ახალგაზრდების მიერ დამსაქმებელთან გასაუბრებისას დაშვებული შეცდომები

გასაუბრებისას წარუმატებლობის არაერთი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომელთაგაც ყველაზე ცუდ შემთხვევად არაკვალიფიცირებულობა შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ხშირად შეცდომას გამოცდილი კადრებიც უშვებენ.  გთავაზობთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს.

ნეგატიური დამოკიდებულება

მიუხედავად იმისა, ყოფილ დიქტატორ ბოსზე ხართ განაწყენებული თუ პოსტ–საუნივერსიტეტო ტრამვის ქვეშ იმყოფებით, ნუ იყრით ჯავრს გასაუბრებაზე. ეცადეთ ყველაზე შემაწუხებელი ფაქტორებიც კი თქვენს სასიკეთოდ წარმოაჩინოთ. მთავარია, არ მოიტყუოთ, რადგან სიმართლის გამორკვევის შემთხვევაში, შესაძლოა, წითელი შუქი აგინთოთ დამსაქმებელმა.

 მოუწესრიგებელი გარეგნობა

შესაძლოა, ეს უმეტესად საქმიანობის სფეროსა და პოზიციაზეა დამოკიდებული, თუმცა გასაუბრებისას მთავარ წესად კვლავ აკადემიური ჩაცმულობა რჩება, რადგან  პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტია. სწორედ ამ დროს ჩანს კანდიდატის დამოკიდებულება კომპანიისა და პოზიციისადმი. გასაუბრებაზე დახეული ჯინსებითა და სანდლებით გამოცხადების შემთხვევაში კეთილგანწყობასაც არ უნდა ელოდოთ. საუკეთესო გადაწყვეტილებაა სუფთა ფეხსაცმელი და დაუთოვებული ტანსაცმელი. ეცადეთ, გამოიყურებოდეთ აკადემიურად, პროფესიონალთა გარემოს შესაბამისად, თუნდაც ეს გარკვეული „მსხვერპლის“ გაღებას გულისხმობდეს.

გადაჭარბებული საუბარი (ან პირიქით)

ეცადეთ, თითოეული პასუხი ესსეს მიამსგავსოთ – დასაწყისით, ძირითადი ნაწილითა და დასასრულით. გაითვალისწინეთ, რომ მოკლე პასუხები შესაძლოა სათქმელის არქონის მანიშნებელი იყოს, ვრცელის დროს კი მთავარია ძირითადი აზრი არ გამოგრჩეთ. იყავით კონცენტრირებული, დაფიქრდით პასუხის გაცემამდე და სწორად შეარჩიეთ სათქმელის სტრუქტურა.

არასაკმარისი ცნობები

ამ დროს ყურადღება ექცევა როგორც კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ საკმარისი ინფორმაციის ფლობას, ასევე სავარაუდო ჩამჭრელი კითხვებისთვის მზაობას. თუ ყველაფერს ნერვიულობამ შეუშალა ხელი, კადრი უარისთვისაა განწირული. გასაუბრებაზე წასვლამდე მოიძიეთ სათანადო ინფორმაცია. თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მაგ. LinkedIn–ის ან სხვა სოციალური ვებ გვერდების დახმარებით.

შეკითხვების არქონა

ინტერვიუ დაკითხვა არაა, რომლის დროსაც მხოლოდ ერთი მხარე ცდილობს იმის გარკვევას, თუ რატომ უნდა დასაქმდნენ ესა თუ ის კანდიდატები კონკრეტულ პოზიციაზე და როგორ შეიძლება მათი გამოცდილების გამოყენება. ამ დროს ხდება ინტერესთა თანხვედრის გამოცდაც, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ენთუზიაზმის მდგომარეობას და კანდიდატების შესაბამისობას უსვამს ხაზს.  ეცადეთ არ დასვათ კითხვები, რომელზეც პასუხი წესით უნდა გცოდნოდათ, რადგან ეს თქვენს მოუმზადებლობას გაუსვამს ხაზს. იკითხეთ, რა შედეგს ელიან ახალი თანამშრომლისგან და როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება. თქვენი მხრივ კი მოამზადეთ რეალური პასუხები, რატომ გსურთ მოცემული პოზიციის დაკავება.

 გახსოვდეთ, რომ თავდაჯერებულობას (და არა სითავხედეს) და პირველი 2-3 წუთის შთაბეჭდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ივარჯიშეთ ძლიერ ხელის ჩამორთმევასა და გულწრფელი დადებითი ემოციების გამოხატვაში (ღიმილი), თუმცა არ უნდა აჯობოს მათ ნერვიულობამ საუბრის დაწყებისთანავე. ეს დაგეხმარებათ კადრების სამსახურის კეთილგანწყობის დამსახურებაში. მოემზადეთ სავარაუდო კითხვებისთვისაც – მაგ. სად წარმოგიდგენიათ თავი 5 წლის შემდეგ.  დასაკარგი ხომ ისედაც არაფერი გაქვთ?! არც დამსაქმებლები არიან ჩასაფრებული ადამიანები. მათთვის თითოეული გასაუბრება გამოწვევაა ღირსეული კადრის შესარჩევად.

თვითანალიზი კეთილგანწყობის მოპოვების კიდევ ერთი საშუალებაა, რაც ხშირად ავიწყდებათ კანდიდატებს. კარგად გაეცანით ვაკანსიის მოთხოვნებს და წინა პლანზე წამოსწიეთ შესაბამისი მიღწევები.

წყარო

კომენტარები

comments