PR vs რეკლამა

თარიღი October 24, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on PR vs რეკლამა

1. ფასიანი ან უფასო სარეკლამო სივრცე

რეკლამა – კომპანია იხდის თანხას სარეკლამო ადგილისათვის. ამ შემთხვევაში ზუსტადაა განსაზღვრული რეკლამის ხანგრძლივობა და ჩვენების დრო.

PR – მენეჯერების უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს კომპანიის ცნობადობის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამაღლება.

2. „კრეატიული კონტროლი“ ან კონტროლის არარსებობა

რეკლამა – ამ დროს კონტროლდება რეკლამის შინაარსი და გადმოცემის გზები.

PRმედია საშუალებები თავად ირჩევენ კომპანიის შესახებ რა სახის ინფორმაციას და როგორ გამოიყენებენ.

3. შენახვის პერიოდი

რეკლამა –სარეკლამო ადგილის (დროის) ყიდვის შემდეგ, სიახლეების განთავსება შესაძლებელია ფულადი რესურსების ამოწურვამდე.

PR რედაქტორი არ გამოაქვეყნებს ერთსა და იმავე პრეს–რელიზს რამდენიმეჯერ.

4. ჭკვიანი მომხმარებლები

რეკლამა – მომხმარებელი ხვდება, რომ მიზანი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვაა, რის გამოც საკმაოდ ფრთხილად კითხულობს მას.

PR – როდესაც მომხმარებელი ხედავს თქვენი კომპანიის შესახებ მესამე პირის მიერ გაცემულ ინფორმაციას, უფრო მეტი ნდობა უჩნდება.

5. კრეატიულობა ან რუტინა

რეკლამა – გაძლევთ წარმოსახვითი უნარის სრულად გამოყენების შესაძლებლობას.

PR – სიახლეები გადაიცემა შაბლონურად.

6. შიდა სამზარეულო ან ფართო აუდიტორია

რეკლამა – სარეკლამო კომპანიაში მუშაობისას მთავარი საკონტაქტო პირები არიან კოლეგები და სააგენტოს კლიენტები.

PRურთიერთობა მოიცავს როგორც „შიდა სამზარეულოს“, ისე მედია–კონტაქტებსაც.

7. ლიმიტირებული ან შეუზღუდავი კონტაქტები

რეკლამა – რეკლამის შექმნის პროცესში მონაწილეთა ნაწილს უშუალო კონტაქტი აქვთ კლიენტებთან, ნაწილი კი საერთოდ არ იცნობს მათ.

PR მენეჯერი ღიაა სრულიად მედია სივრცისათვის, რის გამოც ხშირად მიმართავენ კომენტარის გასაკეთებლად.

8. განსაკუთრებული ღონისძიებები

რეკლამა – ღონისძიების დასპონსორების  შემთხვევაში, მედია საშუალებები საკუთარი ინიციატივით აშუქებენ მას.

PR თქვენ აგზავნით პრეს–რელიზს, რომელსაც მედია საკუთარი შეხედულებისამებრ ეპყრობა: იყენებს მას ან სრულიად უგულებელჰყოფს.

9. წერის მანერა

რეკლამა – იყიდეთ პროდუქტი! იმოქმედეთ! დაგვიკავშირდით დღესვე! ეს ის ფრაზებია, რომელიც რეკლამის შემთხვევაში გამოიყენება. იგი მომხმარებლის მოტივაციის გაზრდას ემსახურება.

PRმკაცრადაა განსაზღვრული წერის მანერა და ფორმატი. ნებისმიერი „ხმაურით“ ნათქვამი ფრაზა მედია–კრიტიკას განიცდის და უარყოფილია.

კომენტარები

comments