Facebook-ი ”დროისმჭამელთა” ქსელში ლიდერობს

თარიღი September 16, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Facebook-ი ”დროისმჭამელთა” ქსელში ლიდერობს

სხვადასხვა სოციალურ საიტსა და ბლოგოჰიტს შორის სოციალურმა ქსელმა Facebook-მა მასში გატარებული დროის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. Nielsen-ის ამ კვირას გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2011 წლის მაისში ამერიკელებმა Facebook-ისთვის 53 მილიარდი წუთი დახარჯეს.

წამყვან სოციალურ ქსელს მოსდევს პლატფორმა-ბლოგების საძიებლად Blogger-ი, რომელიც Google-ს ეკუთვნის. მასში ამერიკელებმა “მხოლოდ”723 მილიონი წუთი გაატარეს. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს მიკრობლოგების მომსახურეობის სერვისებმა Tumblr-მა, Twitter-მა და სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა (საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად).

“სოციალური მედია არა მარტო მომხმარებელს აკავშირებს ერთმანეთს, არამედ ყველა ადგილს, რომელსაც ეწვევიან, უყურებენ და ყიდულობენ”, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Nielsen -ის ექსპერტები მას შემდეგ, რაც გამოკითხეს აშშ-ის მცხოვრები 1865 მოზრდილი ადამიანი.

ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს სოციალური მედიის სწრაფი ზრდა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დღეისთვის აქტიურ ინტერნეტმომხმარებელთა თითქმის 80 % ეწვევა სოციალურ ქსელებსა და ბლოგებს.

ირკვევა, რომ Facebook – ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი მსოფლიოში. მისი აუდიტორია 750 მილიონი აქტიური მომხმარებელს მოიცავს. მათგან 50 % ყოველდღიურად ეწვევა საიტს.

Nielsen-ი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად ქსელში საერთო ყოფნის 23 % ამ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე მოდის. შედარებისთვის: ეს ორჯერ დიდი დროა, ონლაინთამაშებზე დახარჯულ დროსთან შედარებით (9,8%). ინტერნეტში მესამე პოპულარულ “საქმიანობად'”ელექტრონული ფოსტა დასახელდა (7,6%).

 

წყარო: www.ghn.ge

 

 

კომენტარები

comments