როგორ დავტოვოთ დადებითი შთაბეჭდილება პირველივე შეხვედრაზე

თარიღი February 6, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ დავტოვოთ დადებითი შთაბეჭდილება პირველივე შეხვედრაზე

ჩვეულებრივ, ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებ დროს ხარჯავს ოფიციალურ შეხვედრაზე სხვებისთვის თავის მოწონებაზე. არ იციან თუ უბრალოდ არ სურთ დროის დაკარგვა?! ეს არაა ეკონომიური სიდუხჭირის გამო დაზოგილი ფინანსური რესურსების ბრალი, არამედ იმ უნარების ნაკლებობაა, რისი საშუალებითაც შედეგად უნდა აიძულოთ სხვა დაგახარჯოთ მეტი დრო, ფული და ენერგია. ამის გამო ძალიან ბევრი კარგავს ღირებული წინადადებების, საჭირო კონტაქტების დამყარებისა და ნამდვილი შესაძლებობების გამოყენების შანსს.

1.    ჩაიცვით ლამაზად

გარეგნობა თქვენი რეკლამაა.  თუ იაფფასიანად და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურებით, ეს მოპირდაპირე მხარეში ნეგატიურ რეაქციას ბადებს. არაა საჭირო ასობით ლარის დახარჯვა იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. თანამედროვე სამყაროში უამრავი დაბალფასიანი მაღაზიაც მოიძებნება, სადაც შეიძლება გემოვნებიანად ჩაცმა, თუმცა ეს ყველაფერი დროსა და მონდომებას საჭიროებს. ნუ დაგავიწყდებათ თმისა და ფრჩხილების მოწესრიგებაც. ყველა საწარმოს გარეგნობასთან დაკავშირებით გარკვეული სტანდარტები გააჩნია და თქვენც ვალში ხართ საკუთარ თავთან დააკმაყოფილოთ მსგავსი მოთხოვნები ან გადააჭარბოთ მათ, მიუხედავად პოზიციისა. თუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას, სხვებიც შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.

2.    გაეცანით სიახლეებს

არასდროს ყოფილა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ყოფნა ისეთი ადვილი, როგორც ახლა. ადამიანი, ვინც არ აქცევს ამას ყურადღებას, წინდაუხედავის და ზედაპირული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ძალია დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ეცადეთ გამონახოთ დრო სიახლეების გასაცნობადაც. ეს ხომ ძალიან მარტივია?! მაგ. დააყენეთ კომპიუტერის ან მობილურის საწყის გვერდად რომელიმე ონლაინ პრესის საიტი და ყოველ ჯერზე ინტერნეტის სტუმრობისას დაინახავთ რა ხდება სამყაროში. დაუთმეთ ამას 10 წუთი ყოველ დღე. სიახლეების გაცნობა უკეთეს მოსაუბრედ გაქცევთ და ადვილად გამონახავთ საერთო თემას იმ ადამიანთან, ვისზეც ცდილობთ შთაბეჭდილების მოხდენას.

3.    ნუ დაივიწყებთ ეტიკეტს

ქცევის სტანდარტები გამუდმებით იცვლება, მართალია, აღარაა საჭირო მამაკაცების მიერ სველ იატაკზე კოსტუმის დაფენა მანდილოსნის გადასატარებლად, თუმცა ეტიკეტის სტანდარტების დაცვა კვლავ რჩება თავის მოწონების ერთ–ერთ გზად. მიაქციეთ ყურადღება მცირე დეტალებს – ხელის ძლიერი ჩამორთმევა, დახურულ სივრცეში ქუდის მოხდა, „მადლობისა“ და „ბოდიშის“ გამოყენება ადგილის დატოვებისას და ა.შ. ეს თქვენს კულტურასა და გააზრებულ მოქმედებებზე მიუთითებს.

  4.    იმეტყველეთ და წერეთ გამართულად

სოციალური მედიისა და მეილების წყალობით, სულ უფრო ხშირია პირველი შთაბეჭდილების ვირტუალურად მოხდენის შემთხვევები. გარკვეულწილად, ამას დადებითი მხარეც აქვს, თუმცა უფრო მეტად იმედგაცრუებას იწვევს გრამატიკისა და მართლწერის წესების უცოდინრობა. მეტნაკლებად, ყველა იყენებს ჟარგონებს, თუმცა ოფიციალური ურთიერთობის დროს გაისუთავეთ ლექსიკონი და მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას.

 5.    იკითხეთ მეტი

არაფერი აოცებს საზოგადოებას იმაზე მეტად, ვიდრე სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები. ჭკვიანი ადამიანები ურთიერთობას თავის მსგავს საზოგადოებასთან ამჯობინებენ. წიგნები და სტატიები კვლავ რჩება განათლების მიღების საუკეთესო და ადვილად მოპოვებად საშუალებად. ახალი კონცეფციის ვიღაცისთვის გაზიარება და განხილვა საჩუქრის გადაცემას ჰგავს. ეცადეთ, ყოველ თვე წაიკითხოთ რამდენიმე ახალი წიგნი და სტატია. ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მზად იყოთ მისი სიუჟეტის განსახილველად. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და სხვებზეც მოახდენთ შთაბეჭდილებას.

 6.    გულწრფელად დაინტერესდით

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც შეხვედრაზე მისულს ისეთი კითხვები დაგახვედრეს, რომლის დიდ ნაწილზეც პასუხს ვებ გვერდზეც მარტივად მოიძიებდნენ.  ეს პირდაპირ მათ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რაც თქვენც გიკარგავთ ურთიერთობის ინტერესს.

 7.    მოაწესრიგეთ ინტერნეტ პროფილები

მანამ, სანამ ადამიანს პირადად შეხვდებით, შთაბეჭდილებას გიქმნით მათი პროფილები სოციალურ ქსელში. თითქმის ყველა იყენებს საჭირო პირის მოსაძიებლად Linkedin–ს ან facebook–ს. თუ ამ დროს ისინი არასასიამოვნო, შეუფერებელ და გამაღიზიანებელ ინფორმაციას წააწყდებიან, გაცნობის საწყის ეტაპზევე დაეკარგებათ ურთიერთობის სურვილი. იცხოვრეთ 21-ე საუკუნეში, თუმცა მოაწესრიგეთ საკუთარი ონლაინ სივრცე და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

 წყარო

კომენტარები

comments