Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა

თარიღი September 22, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Google+ ყველა მსურველისთვის გაიხსნა

Google-მა საკუთარ სოციალურ ქსელ Google+ ში დარეგისტრირების საშუალება ყველა მსურველს მისცა. კომპანიამ ქსელს ახალი ფუნქციებიც დაამატა. ესაა ძებნა თავად ქსელის შიგნით, რაც კომპანიის კონკურენტ Facebook-ს არ აქვს.

შეგახსენებთ: Google+ ივლისში ამუშავდა, მაგრამ დღემდე მასში დარეგისტრირება მხოლოდ „მეგობრების“ მიწვევის შედეგად იყო შესაძლებელი. Google+ის კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა სოციალური ქსელის შიგნით ტელევიზიის ამუშავება. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ვებ-კამერა აქვს, შეუძლია საკუთარ მეგობრებს დაუკავშირდეს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ვიდეოს გადაცემა ერთდროულად 10 მილიონ ადამიანს შეუძლია.

ასეთი ფუნქციით სარგებლობა „ანდროიდზე“ მომუშავე ტელეფონების მფლობელებს აქვთ.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments