რა არის საჭირო საქმიანი ადამიანების ბედნიერებისთვის?

თარიღი October 29, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არის საჭირო საქმიანი ადამიანების ბედნიერებისთვის?

Google-ში მუშაობა საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს. უფასო კვება, სამუშაო დროის 20%–ის პირადი საქმეებისთვის დათმობის შესაძლებლობა,  შესანიშნავი გარემო და ა.შ., თუმცა ეს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსის ხარჯზე მიიღწევა. ხარვეზები ყველაზე მიმზიდველი კომპანიების შემთხვევაშიც კი არსებობს, მთავარია თქვენ ხედავდეთ დადებითს.

მოემზადეთ ბედნიერებისთვის, რადგან ეს უმეტესად თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის პროტესტს გამოიწვევს. იყოთ ბედნიერი მარტივად ჯღერს, თუმცა სწორედ ამ სიმარტივის მიღწევაა ხშირად ძალიან რთული. განეწყვეთ დადებითად საკუთარი სამსახურის მიმართ. მოერიდეთ ნეგატიურ, საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობას და ჭორაობას. ეს დიდ გავლენას იქონიებს თქვენს გამოცდილებაზე.

ყოველ დღე დაუთმეთ თუნდაც მცირე დრო საყვარელ საქმიანობას – შესაძლოა, სულაც არ მოგწონთ სამსახური და გერთულებათ დადებითი მხარის დანახვა მასში, თუმცა მოინდომეთ და ამას ნამდვილად შეძლებთ. დააკვირდით საკუთარ თავს, უნარებს, ინტერესის ობიექტებს და დაუთმეთ ყოველი დღე თქვენთვის სასიამოვნო საქმის კეთებას. ამის შემდეგ სამსახური ასეთ კოშმარად აღარ მოგეჩვენებათ.

იზრუნეთ განვითარებაზე – ახალგაზრდა კადრები ხშირად წუწუნებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელმძღვანელები ნაკლებად ზრუნავენ მათ პროფესიულ წინსვლაზე. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს რეალურად ყველაზე მეტად დაინტერესებული თქვენი განვითარებით?! რა თქმა უნდა ისევ და ისევ თქვენ. ამიტომ ნუ დააკლებთ ცდას სულ უფრო განივითაროთ უნარ–ჩვევები და შემდეგ ითხოვეთ ხელმძღვანელთა დახმარება.

გაერკვიეთ მიმდინარე მოვლენებში – თანამშრომლები ხშირად განიცდიან ინფორმაციის დეფიციტს სამსახურში მიმდინარე მოვლენებთან, კოლეგებთან და პროექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.  პასიური ადამიანები მხოლოდ ხელმძღვანელებისგან ელოდებიან ამ ინფორმაციის მიღებას, რომელიც იშვიათად მოხდება მათი ინიციატივით. რატომ? იმიტომ, რომ ისინი საკუთარი გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებული და ნაკლებად აქვთ ინფორმაცია, რა იცით ან რის გაგებას ისურვებდით. ეცადეთ, თავად მოიძიოთ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში კი დაგეგმეთ პერიოდული შეხვედრები სასურველი ინფორმაციის მიღება.

მოითხოვეთ უკუკავშირი – არასდროს იღებთ შეფასებას თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით მაშინაც კი, როდესაც საკუთარი შედეგით კმაყოფილი ხართ? მოითხოვეთ შეფასება არა მხოლოდ ხელმძღვანელების, არამედ მომხმარებლებისგანაც, თუმცა აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზეც.

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას უსაფუძვლოდ – დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილების უმთავრესი მიზეზი ხშირად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უნარის ნაკლებობა ხდება. ზოგჯერ კი ისინი იმაზე მეტ დროს უთმობენ დავალებების თავიდან არიდებასა და მოსალოდნელ შედეგებზე ნერვიულობას, ვიდრე მის შესრულებას დასჭირდებოდა. აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მაქსიმალურად წარმოაჩენს თქვენს შესაძლებლობებს. ნუ გასცემთ მცდარ დაპირებებს დროის უქონლობის შემთხვევაში.

იკამათეთ ზომიერად – ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად თავს არიდებთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან გაღიზიანებთ და ტკივილს გაყენებთ?! შესაძლებელია, თუმცა ჯანსაღ კამათს სამუშაო პროცესების სწორად წარმართვა და ხედვის განვითარებაც შეუძლია, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებზეც აისახება და წარმატებული პროდუქტის განვითარებას უწყობს ხელს.

იმეგობრეთ კოლეგებთან – მეგობრული გარემო სამსახურში კმაყოფილების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია. დაუთმეთ დრო კოლეგებთან ურთიერთობას, სანაცვლოდ კი მათგან მხარდაჭერასა და ზრუნვას იგრძნობთ.

 და მაინც, თუ არცერთი მეთოდი ამართლებს, განაგრძეთ ახალი სამსახურის, შესაძლებელია სფეროს ძიებაც, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ძირითადად სამუშაო გარემო ყველგან მსგავსია, მთავარია თავად მოინდომოთ იყოთ ბედნიერი.

წყარო

კომენტარები

comments