შეცდომები LinkedIn–ით სარგებლობისას

თარიღი October 7, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on შეცდომები LinkedIn–ით სარგებლობისას

რამდენად ხშირად ამოწმებთ LinkedIn–ის პროფილს? მას მხოლოდ მოწვევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ სტუმრობთ ან საერთოდ არ გახსოვთ პროფილის მონაცემები? Linkedin.com პროფესიონალთა კომუნიკაციის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს მთელს მსოფლიოში, რომელიც განსხვავდება Facebook–ის, Twitter–ის, Tumblr–ისა და Instagram-ის ანგარიშებისგან. შესაბამისად, ამ დროს მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული კარიერისთვის საფრთხის შემცველი შეცდომები. ფაქტია, რომ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დამსაქმებლები კადრებს სწორედ LinkedIn–ის საშუალებით არჩევენ. ამიტომ, თუ სამსახურის შეცვლას ან მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გარკვევას ცდილობთ, ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ შემდეგი შეცდომებისგან:

–        პროფილი შეუსაბამო ფოტოთი ან ფოტოს გარეშე

როგორც ამბობენ, ფოტოიანი პროფილების დათვალიერების შანსი 7–ჯერ უფრო მაღალია. მაგ. სახლის გაყიდვისას სურათის გარეშე წარმოდგენილი შეთავაზებები გარკვეული პრობლემის არსებობაზე აჩენს ეჭვს, ისევე, როგორც უსურათო სავიზიტო ბარათების მფლობელების გახსენებაა საკმაოდ რთული.

LinkedIn–ის შემთხვევაში გამორიცხეთ საყვარელი ძაღლის, ქმრის თუ ბავშვის ფოტოებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად დატოვებთ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას. ასევე შეცდომაა ბუნდოვანი ფოტოების ატვირთვა, რასაც ხშირად ასაკოვანი ადამიანები მიმართავენ ამ ნიშნით დისკრიმინაციის შიშით, თუმცა ინტერვიუზე მიწვევისას დამსაქმებელს სულ სხვა სურათი ხვდება და კითხვებზე პასუხის მოსმენის ნაცვლად, თავს მოტყუებულად გრძნობს.

იმ შემთხვევაში, თუ მოდელის პოზიციაზე არ აგზავნით მონაცემებს, დამსაქმებლები მხოლოდ ენერგიულ, მოტივირებულ კადრებს ეძებენ, რისი ჩვენებაც ასაკოვან ადამიანებსაც შეუძლიათ სხეული სწორი ფორმით, ანთებული თვალებითა და ღიმილით.

–        პასიური პროფილი

Twitter-სა და Facebook–ს ხშირად იყენებენ სტატუსების გასაახლებლად, თუმცა LinkedIn–ზე მხოლოდ პროფესიული მიღწევების შესახებ შეტყობინებები ან საკუთარი სტატიები უნდა გააზიაროთ. დაამატეთ ისინი რამდენიმე დღეში ერთხელ, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნოთ პროფილს. ვერავინ გაიგებს თქვენი მიღწევების შესახებ, თუ არ გააჟღერებთ ამის შესახებ.

 –        შაბლონური მოწვევა

ნუ დააგზავნით სტანდარტულ მოწვევას. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტვიტერისა და ფეისბუქის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც რაოდენობაა გადამწყვეტი და არა ხარისხი, თუმცა პროფესიული ურთიერთობების განსავითარებლად მთავარი სწორი მოკავშირეების შერჩევაა.

მაშინაც კი, თუ უცნობი ადამიანის მოწვევა გსურთ, ჩაატარეთ მცირე კვლევა და გაუგზავნეთ კონკრეტულად მასზე მორგებული მესიჯი. მაგ. „გავეცანი თქვენს სტატიას და გამომდინარე იქიდან, რომ მეც სწორედ აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ, სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან.“ ისინი, ვინც სწორად სარგებლობენ LinkedIn-ით, ცდილობენ სწორად შეარჩიონ კონტაქტები, რადგან ბევრმა დამსაქმებელმა შესაძლოა სწორედ ამა თუ იმ პერსონასთან კავშირის გამო დაგიქირავოთ.

 –        უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა

LinkedIn-ის ბევრ მომხმარებელს ავიწყდება, რომ გვერდს გააჩნია უსაფრთხოების წესები და ის გარკვეულ მიზანს ემსახურება. მაგ. როდესაც ახალ სამსახურს ეძებთ და არსებულ პოზიციასთან მჭიდროდ ხართ დაკავშირებული, ალბათ ფარულად მოქმედებას ამჯობინებთ. თქვენ მიერ პროფილის ძირეული განახლება და ახალი კონტაქტების (მათ შორის დამსაქმებლები) დამატება არ გამოეპარება ბოსს და თქვენი ფარული ზრახვებისკენ მიანიშნებს.

–        მოკლე მიმოხილვის (summary) გამოტოვება

თქვენ შესახებ მოკლე აღწერა შესაძლოა CV–ისთვის მოძველებული მეთოდია, თუმცა არა LinkedIn–ის შემთხვევაში. ონლაინ სივრცე გაძლევთ ტრადიციულ რეზიუმესთან შედარებით მეტი ტექსტის დამატების საშუალებას, ამიტომ აღიქვით ის თავის რეალიზების საშუალებად და ეცადეთ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ ხასიათი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მოკლე აღწერამ შესაძლოა უპირატესობაც კი მოგაპოვებინოთ.

–        სამუშაო გამოცდილების და მოხალისეობის პროგრამების არასრულად დამატება

მაშინაც კი, თუ საქმიანობის სფერო შეიცვალეთ, ნუ იფიქრებთ მხოლოდ ბოლო პოზიციაზე.  ჩვეულებრივი რეზიუმესგან განსხვავებით, რომლის შედგენის დროსაც კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებს ითვალისწინებთ, LinkedIn–ის პროფილის შემთხვევაში წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რით შეიძლება დაინტერესდნენ დამსაქმებლები. შესაძლოა, მათ სწორედ აღმზრდელის გამოცდილების მქონე მასწავლებლები ესაჭიროებათ, ამიტომ მაქსიმალურად შეავსეთ ინფორმაცია, მათ შორის მოხალისეობის პროგრამებით. განსაკუთარებით ყურადღება გაამახვილეთ დაკისრებულ ფუნქცია–მოვალეობებზე და მიღწევებზე.

 ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ პროფილის გააქტიურება საკმარისია, დამსაქმებლებმა უნდა აღმოგაჩინონ კიდეც. ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო. გაწევრიანდით საქმიანობასთან ან პირად ინტერესთან დაკავშირებულ ჯგუფებში. ასევე, შეგიძლიათ მიჰყვეთ კომპანიებს და გააანალიზოთ, ვინ ტოვებს და ემატება მათ წრეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეკონტაქტოთ კადრების სამსახურს ვაკანტური ადგილის დაკავების მიზნით.

წყარო

კომენტარები

comments