ნუ გაებმებით მენტალურ მახეში

თარიღი March 6, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ნუ გაებმებით მენტალურ მახეში

 ადამიანთა უმრავლესობა საშუალო ან დაბალ სოციალურ კლასში დაიბადა და მას შემდეგ მთელი ცხოვრება იგრძნობა შესაბამისი ფიქრების, იდეებისა და მოქმედებების გავლენა. თუ თქვენც ბევრი იდეის, თუმცა შესაძლებლობის დეფიციტის მქონე ოჯახში გაიზარდეთ, დიდი შანსია შემდეგი მენტალური აზროვნების მსხვერპლი გახდეთ.

 1.   „ბევრი ფული მჭირდება“

ჩვეულებრივ, რაღაცის მისაღებად ბევრი ფულის საჭიროება ზღუდავს თქვენს წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გამომუშავებაზე უნდა იზრუნოთ. გააკეთეთ რაიმე ღირებული საზოგადოებისთვის და უკან დაგიბრუნდებათ ის ფულის სახით.

 2.    „რაც მეტი, მით უკეთესი არაა“

მცდარია! მეტი გაცილებით უკეთესია. მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები მსხვილი საწარმოებია. საუბარია 10x პრინციპზე, რომელიც იმაზე 10–ჯერ მეტის გაკეთებას გულისხმობს, ვიდრე საჭიროდ მიგაჩნიათ. ეს კი გაცილებით ზრდის წარმატების შანსს. 50 კომპანიის დირექტორიდან, რომლებმაც საქმიანობა არაფრიდან დაიწყეს, დღეს კი მილიონებად შეფასებულ კომპანიებს მართავენ, თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა თავიდანვე რაღაც გრანდიოზულის გაკეთების ამბიციის უქონლობა იყო.

 3.    „ბევრი ფული მეტი პრობლემაა“

შეწყვიტეთ სიმდიდრის დაკნინება! ეს უფულო ადამიანების მიერ საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებელი არგუმენტია. თუ ბევრი ფული მეტი პრობლემაა, შეეჭიდეთ მას, რადგან გაჭირვება გაცილებით მტკივნეულია. რაც უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, გაცილებით მარტივია ცხოვრების ნებისმიერი ასპექტის გაკონტროლება და არჩევანის გაკეთება. თუმცა პირველი კლასით მგზავრობა თქვენს გვერდით ნასვამი ადამიანის ჯდომას არ გამორიცხავს. საკუთარი თვითმფრინავის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის 2 პილოტის, მექანიკოსის და ეკიპაჟის სხვა წევრების დაქირავება დაგჭირდებათ. სიმდიდრე არა მეტ, არამედ განსხვავებულ პრობლემებს გულისხმობს.

 4.    „ფული ფულიდან ჩნდება“

სინამდვილეში დღევანდელ მილიონერთა მხოლოდ მეოთხედი წარმოადგენს პირველ თაობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს გააჩნდათ მოტივი, განეხორციელებინათ იდეები და შეძლეს კიდეც ეს. ფრაზა „ფულს ფული გამოიმუშავებს“ მცდარია, ის მხოლოდ დამატებით შესაძლებლობას აჩენს.  მაშინ, როდესაც სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე შეძლებული ადამიანები ფინანსებს უკვე სიმდიდრის დასაგროვებლად იყენებენ, საწყის ეტაპზე წარმატებას მხოლოდ მონდომებასა და პრინციპულობის ხარჯზე აღწევენ. წარმოდგენა, რომ ფულის შოვნა მხოლოდ ფულითვე შეიძლება, მსხვერპლად გაქცევთ და განვითარების შესაძლებლობას დაგიკარგავთ.

5.    „ფული ხეებზე არ იზრდება“

ეს ფრაზა გულისხმობს, რომ ფინანსები შეზღუდული და ხელმიუწვდომელია, თუმცა დედამიწაზე დაახლოებით 134 ტრილიონი დოლარია, რომლის დიდი ნაწილი საბანკო ანგარიშებზე, საინვესტიციო ფონდების და ა.შ. ხელთაა. ფულის დეფიციტი მხოლოდ იმ ადამიანების აზროვნებაშია, ვისაც არ აქვს ის.

6.    „ფული ეშმაკის მახეა“

ერთხელ ბილ გეითსმა უთხრა კოლეჯის სტუდენტებს: „სიღარიბეში დაბადება თქვენი ბრალი არაა, მასში დარჩენა – კი“. დანაშაული ის უფროა, რომ არ გააუმჯობესოთ ოჯახის წევრების პირობები, არ დაეხმაროთ გაჭირვებულებს, არ იმოგზაუროთ, არ გაზარდოთ ბიზნესი და არ აიხდინოთ ოცნებები.

7.    „დაზოგილი თეთრი გამომუშავებული თეთრია“

დაიჯერეთ ეს და არასდროს იქნებით ფინანსურად თავისუფალი. ფინანსების დაზოგვა ცუდი არაა, თუმცა ამ პროცესში ხშირად ისეა საზოგადოება ჩართული, რომ მის გამოყენებასაც კი ვეღარ ახერხებს. არავინ გამხდარა მდიდარი ფულის დაზოგვით, ისინი მხოლოდ მოხუცდნენ.

8.    „ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი“

ალბათ არ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ფულის და ბედნიერების მოპოვებას ერთნაირად ცდილობს. ეცადეთ გქონდეთ შინაარსიანი ცხოვრება, სადაც იქნებით თავისუფალი და გააკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ყველას გვინახავს ბედნიერი და უბედური ადამიანები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სულელი ფულის გარეშეც უბედურია.

9. „დაბალი ანაზღაურება იდეებისთვის“

ეს იმის დასტურია, როგორ არ აფასებენ ადამიანები საკუთარ დროსა და ენერგიას. სტარბაქსის, მაიკროსოფტის, სიენენის დამფუძნებლებს საკუთარი იდეების განხორციელება თეთრებისთვის არ დაუწყიათ. შეწყვიტეთ საკუთარი იდეების დაკნინება. შესაძლებლობის შეზღუდვა მხოლოდ ფიქრებს, იდეებსა და მოქმედებებს შეუძლია.

10. „მდიდრები ამპარტავნები არიან”

ფინანსური თავისუფლების მოპოვება თავდაჯერებულობისა და ამპარტავნების გარკვეულ დონეს მოითხოვს, რათა სხვის პრობლემად არ იქცეთ და თავად შეძლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა.  თუკი საკმარისად ვერ შეაფასებთ საკუთარ ფინანსებს, როგორ შეძლებთ რთული გადაწყვეტილებების და საჭირო არჩევანის გაკეთებას თქვენი ოჯახის წევრებისა და მათი მომავლისთვის?! აჯობებს მცირედით ამპარტავანი იყოთ მანამ, სანამ სხვებისთვის გასაზიარებელი რამ (შესაძლებლობა, ფული, სიბრძნე) გაგაჩნიათ. აუტანელია ადამიანების მოსმენა, როდესაც ამბობენ „მისი ფული რომ მქონდეს, რამდენ ადამიანს დავეხმარებოდი“. რეალურად ისინი არასდროს გააკეთებდნენ ამას, რადგან სულ მცირე საკუთარი ფინანსური განვითარება ვერ მოახერხეს. ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრება ფიქრობენ იმაზე, რას გააკეთებდნენ და არა იმაზე, რისი უნარი შესწევთ.

     და ბოლოს, თუ უკვე მდიდარი ხართ, იაზროვნეთ მულტიმილიონერივით. თუ ჯერ არა, შეცვალეთ რაღაც, პირველ რიგში, ფულთან დაკავშირებული აზროვნება.

წყარო

კომენტარები

comments