რატომ უნდა დატოვოთ სამსახური დროულად?!

თარიღი March 13, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რატომ უნდა დატოვოთ სამსახური დროულად?!

ჩვეულებრივ, ბიზნესის მართვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ახალ კომპანიას ეხება. მას, ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ალბათ არასდროს უცდია კომპანიის ხელმძღვანელობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმა სტაბილური განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია, ზეგანაკვეთური მუშაობა კი ჩვევად იქცა, ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც გამოიწვიოს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც უმჯობესია საქმე სამუშაო განაკვეთის განმავლობაში დაასრულოთ და დროულად დატოვოთ სამსახური.

1.    გამუდმებული ზეგანაკვეთური მუშაობა ამცირებს პროდუქტიულობას

დავალების მოგვიანებით დასრულებაზე ფიქრით იმის ილუზიას იქმნით, რომ რეალურად არსებულზე მეტი დრო გაქვთ და დისკომფორტს განიცდით, როდესაც საქმის შეწყვეტა გიწევთ. სამუშაოს მუდმივად ერთსა და იმავე დროს დასრულება გარკვეულ საზღვრებს დაგიწესებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევასა და დროულად მოგვარებას გაიძულებთ.

2.    ეჩვევით დისციპლინას

საქმის დათქმულ ვადაში დასრულება და სამსახურის დატოვება თქვენს მოწესრიგებულობაზე მიუთითებს. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო შეხვედრებზე, 3–გვერდიანი მეილების კითხვასა და საქმის უშედეგო გაჭიანურებაზე. ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში და დადებით გავლენას იქონიებს თქვენს საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე.

3.    მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს, რაც აისახება მუშაობის ხარისხზეც

ყოველ დღე ჩვეულ დროს სამსახურის დასრულება მეორე მხრივ, ვარჯიშის, საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარების, სრულყოფილად გამოძინებისა და სხვა ინტერესებისთვის ყურადღების მიქცევის საშუალებას მოგცემთ. მას შემდეგ, რაც შეძლებთ საქმიანობით მიღებული სტრესის განეიტრალებას, ეს მომენტალურად აისახება მუშაობის ხარისხზეც.

 4.    შეძლებთ უკეთესად მართვას

გამუდმებით გვიანობამდე სამსახურში ყოფნა გარკვეული სტრესია თანამშრომლებისთვის, რადგან იგივე ქმედებისკენ მოუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რას ეტყვით. ამით არა მარტო იხსნით კოლეგებს თავის ტკივილისგან, არამედ მოგცემთ გვიანობამდე დარჩენის მოთხოვნის საშუალებას მაშინ, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია.

5.    უბრალოდ, უკეთესი ადამიანი გახდებით

შესაძლოა, დამატებით დროში გაკეთებული დავალებები სიამოვნებასაც კი განიჭებთ, თუმცა სამსახურს გარეთ აქტივობები თქვენი პიროვნების ზრდას იწვევს. რა გირჩევნიათ, სამსახური პირადი ცხოვრების გარეშე თუ თავისუფალი დრო თავის მოსავლელად, იდეების განსახორციელებლად და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად?! ბედნიერი ადამიანი პროდუქტიულ თანამშრომელს ნიშნავს, თუმცა სამსახურის დროულად დატოვების რეალური მიზეზი მრავალფეროვან გარემოში ცხოვრებაა.

წყარო

კომენტარები

comments