NCIB-მ კომპანიის რჩეული კახა კირთაძე ანაზღაურებადი სტაჟირებით დაასაქმა!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on NCIB-მ კომპანიის რჩეული კახა კირთაძე ანაზღაურებადი სტაჟირებით დაასაქმა!

NCIB-მ კომპანიის რჩეული კახა კირთაძე ანაზღაურებადი სტაჟირებით დაასაქმა!

NCIB-ის კონკურსი “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგია” დასრულდა. გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ და სპონსორი კომპანიების ფავორიტი კონკურსანტებიც. გაყიდვების სტრატეგია მობილური ტელეფონისთვის რომელიც მზის ენერგიით იტენება, მრავალმა კონკურსანტმა შემოგვთავაზა. კომპანია NCIB-ის რჩეული კი მათგან მხოლოდ ერთი მონაწილე გახდა. დაჯილდოებაზე NCIB-მ გამოავლინა კომპანიის რჩეული – კახა კირთაძე.

კახა უკვე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას NCIB-ში, ზაფხულში კი საგანმანათლებლო-ტურისტული კომპანია Open World Georgia-ს დაფინანსებითა და ხელშეწყობით კახა ორკვირიან საზაფხულო სკოლას გაივლის ლონდონში.

 

 

კომენტარები

comments