Pixar-ის დნმ

თარიღი October 10, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on Pixar-ის დნმ

ჰო­ლი­ვუდ­ში სტივ ჯობ­სის ბი­ო­პი­კის  გა­და­ღე­ბას გეგ­მა­ვენ

ყო­ველ­თ­ვის ასეა – დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ კვალს მხო­ლოდ იმ სფე­რო­ში არ ტო­ვე­ბენ, რო­მელ­შიც მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვე­ბენ, რად­გან მხო­ლოდ ერ­თი გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი მათ­თ­ვის არას­დ­როს კმა­რა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ნამ­დ­ვილ გე­ნი­ოს­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­დაც­ვ­ლილ სტივ ჯობ­ს­ზეც, რო­მე­ლიც უკ­ვე იქ­ცა ჩვე­ნი ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ, კა­ცობ­რი­ო­ბას კი უდი­დე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა. უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ.

მა­ნამ­დე კი გე­ნი­ო­სის ცხოვ­რე­ბის იმ დე­ტალ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა ბევრს არ სმე­ნია (უფ­რო სწო­რად, არ სმე­ნია მათ კავ­შირ­ზე) – ეს გახ­ლავთ სტუ­დია Pixar-ი, თა­ნა­მედ­რო­ვე ანი­მა­ცი­ის ჯა­დოს­ნუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­მაც სწო­რედ ჯობ­სის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო დი­დე­ბა და უამ­რა­ვი ჯილ­დო, მათ შო­რის 13 “ოს­კა­რი”.

ჯერ კი­დევ 1979 წელს და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ეფექ­ტე­ბის შემ­ქ­მ­ნე­ლი სტუ­დია, რო­მელ­საც შემ­დ­გომ­ში Pixar უწო­და, სტივ ჯობ­ს­მა ჯორჯ ლუ­კა­სის­გან 1986 წელს იყი­და (სტუ­დია კომ­პა­ნია Lucasfilm-ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო). მარ­თა­ლია, დღეს “პიქ­სა­რი” ძი­რი­თა­დად ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, ის ამავ­დ­რო­უ­ლად სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და დახ­ვე­წა­ზეც მუ­შა­ობს. სწო­რედ ამ სტუ­დი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ე­რაა შექ­მ­ნი­ლი “ტი­ტა­ნი­კის”, “მატ­რი­ცას”, “ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლი­სა” და სხვა მსგავ­სი ჟან­რის ფილ­მე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბი. “პიქ­სა­რის” მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, თუმ­ცა მა­ინც აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ანი­მა­ცი­ის, შემ­დ­გომ­ში სა­კულ­ტოდ ქცე­უ­ლი “სა­თა­მა­შო­ე­ბის ის­ტო­რი­ის” ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­დი­უ­სე­რი სწო­რედ სტივ ჯობ­სი გახ­ლ­დათ. ამის შემ­დეგ ჯობ­სი პრო­დი­უ­სე­რის როლ­ში არ გა­მო­სუ­ლა, თუმ­ცა სტუ­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­ბი­ჯებს მთლი­ა­ნად აკონ­ტ­რო­ლებ­და. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს “პიქ­სარ­მა” სტუ­დია “დის­ნის­თან” და­დო კონ­ტ­რაქ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვი ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მ­ნა დი­დე­ბუ­ლი “მონ­ს­ტ­რე­ბის კორ­პო­რა­ცია” და “ნე­მოს ძი­ე­ბა­ში”. 2003 წელს “დის­ნის­თან” კონ­ტ­რაქტს ვა­და გა­უ­ვი­და, რის გა­მოც სტივ ჯობ­ს­მა ახა­ლი პარ­ტ­ნი­ო­რის ძი­ე­ბა და­იწყო, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­სა­ვა­ლი ისევ “დის­ნის” სა­ხით მო­ი­ძებ­ნა – ამ მძლავ­რ­მა სტუ­დი­ამ “პიქ­სა­რი” 7,5 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, და­ხუ­რუ­ლი გა­რი­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი სტივ ჯობ­სი The Walt Disney Company-ის ერთ-ერ­თი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რი (სა­უ­ბა­რია 7%-იან წილ­ზე) და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­და.

“პიქ­სა­რის” ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი ჯონ ლა­სე­ტე­რი სტივ ჯობ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ამ­ბობს: “სტი­ვი უდი­დე­სი მე­ოც­ნე­ბე და გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, კე­თი­ლი მე­გო­ბა­რი და “პიქ­სა­რის” ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი ოჯა­ხის ლი­დე­რი იყო. მან ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­ნა­ხა, ვიდ­რე ამას თა­ვად მივ­ხ­ვ­დე­ბო­დით. სტი­ვი ბავ­შ­ვი­ვით აჰ­ყ­ვა ჩვენს გა­და­რე­ულ იდე­ას, შეგ­ვექ­მ­ნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ანი­მა­ცი­ე­ბი და რო­დე­საც ახალ ფილ­მ­ზე ვიწყებ­დით მუ­შა­ო­ბას, მხო­ლოდ ამას ამ­ბობ­და: “დაე, ის კარ­გი გა­მო­ვი­დეს”. “პიქ­სა­რის” დღე­ვან­დე­ლი სა­ხე და მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სტი­ვის ძა­ლამ, პრინ­ცი­პუ­ლო­ბამ და სი­ცოცხ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა უკე­თე­სე­ბი გაგ­ვ­ხა­და. ის მუ­დამ “პიქ­სა­რის” დნმ იქ­ნე­ბა.”

რაც შე­ე­ხე­ბა ფილმს: მი­სი გა­და­ღე­ბა ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, უოლ­ტერ აიზექ­სო­ნის მი­ერ და­წე­რი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით იგეგ­მე­ბა. წიგ­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით Steve Jobs: A Biography (თა­ვი­დან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, რომ წიგნს iSteve: The Book of Jobs ერ­ქ­მე­ო­და), ოფი­ცი­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე წლის 24 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­დის, თუმ­ცა ის უკ­ვე ბეს­ტ­სე­ლე­რად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან Amazon.com-ზე უკ­ვე შე­სუ­ლია ათა­სო­ბით წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა.

აღ­ნიშ­ნულ წიგ­ნ­ზე აიზექ­სო­ნი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. ეს დრო მან სტივ ჯობ­ს­თან და მის კომ­პა­ნი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს მო­ახ­მა­რა, ასე­ვე ესა­უბ­რა ჯობ­სის დი­დი ოჯა­ხის ასამ­დე წევრს. ამ­რი­გად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ აღ­ნიშ­ნულ წიგნს აქვს პრე­ტენ­ზია, მკითხ­ველს სტივ ჯობ­სის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უამ­ბოს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აიზექ­სო­ნი ალ­ბერტ აინ­შ­ტა­ი­ნი­სა და ბენ­ჯა­მინ ფრან­კ­ლი­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის ავ­ტო­რო­ბი­თაა ცნო­ბი­ლი და ის ერ­თა­დერ­თია, ვი­საც ბუ­ნე­ბით ჩა­კე­ტილ­მა სტივ ჯობ­ს­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რა მი­ან­დო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტივ ჯობ­სი ერ­თხელ უკ­ვე იყო ფილ­მის გმი­რი, 1999 წელს, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა მარ­ტინ ბერ­კ­მა პოლ ფრე­ი­ბერ­გე­რის ნა­წარ­მო­ე­ბის (Fire in the Valley: The Making of The Personal Computer) მი­ხედ­ვით ფილ­მი “სი­ლი­კო­ნის ვე­ლის მე­კობ­რე­ე­ბი” გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც სტივ ჯობ­სი­სა და “ეპ­ლის” კი­დევ ერ­თი და­მა­არ­სებ­ლის, სტივ ვოზ­ნი­ა­კის პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე მოგ­ვითხ­რობს. ცნო­ბი­ლია, რომ სტივ ჯობსს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ფილ­მი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით პი­რა­დად გა­იც­ნო თა­ვი­სი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნოა უაილიც, სე­რი­ალ “სას­წ­რა­ფო­ში” ჯონ კარ­ტე­რის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პრო­ტო­ტიპს გა­რეგ­ნუ­ლად საკ­მა­ოდ წა­ა­გავს. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ბი­ო­პიკს, მის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა დე­ტა­ლე­ბი არ არ­სე­ბობს.

 

წყარო:  24 საათი

კომენტარები

comments