7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

თარიღი October 11, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 7 მომაკვდინებელი სიტყვა, რომელთა ამოღება თქვენი ლექსიკონიდან ცხოვრებას უკეთესს გახდის

 


უკეთესი ცხოვრების შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მცირე ძალისხმევის შედეგადაც შესაძლებელია, თუმცა თუ გინდათ მეტი შემოსავალი, თუ გსურთ იყოთ უფრო ჯანმრთელი, მოიპოვოთ წინსვლა კარიერაში, გქონდეთ უკეთესი ურთიერთობები და ა.შ. – უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ქვემოთჩამოთვლილი სიტყვების ლექსიკონიდან ამოღება  ძალიან დაგეხმარებათ:

1. როცა... ეს ისეთი სიტყვაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მიზნების მიღწევაში აუცილებლად ხელს შეგიშლით. გეცნობათ მსგავსი ტიპის  ფრაზა?

„როცა 5 კილოგრამს დავიკლებ, მერე წავალ პაემანზე“ და ა.შ…

ძირითადად „როცა“ იმდენად დიდხანს გრძელდება და გვაშორებს მიზანს, რომ ხშირად გვავიწყდება კიდეც ჩვენი სურვილები. ამიტომ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „იქნება თუ არა ჩემი ქმედება არასამართლებრივი, არაეთიკური ან ამორალური?“ თუ პასუხია­  „არა“, მაშინ არ დაელოდოთ „როცას“.

2. ოდესმე… რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ სამომავლო გეგმები გქონდეთ… მაგრამ თუკი შენიშნეთ, რომ დღევანდელი დღის განრიგი ცარიელია, აუცილებლად გადმოიტანეთ რომელიმე სამომავლო გეგმა დღეისთვის და გააკეთეთ რამე საინტერესო. „ოდესმე“ ძალიან მაცდური სიტყვაა და ხშირად შეცდომაში შევყავართ, ამიტომაა რომ ჩვენი სურვილები თვეობით და ზოგჯერ წლობითაც განუხორციელებელი გვრჩება.

3. ნებისყოფა... წარმოიდგინეთ, რომ ის საერთოდ არ არსებობს! საქმე იმაშია, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს: ერთნი ფიქრობენ, რომ ის არ გააჩნიათ, ხოლო მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ მტკიცე ნებისყოფა აქვთ.

„დიახ, რა თქმა უნდა, ნამცხვარი შევუკვეთე დესერტად. ჰმ, რას ელოდი ჩემგან, ხომ იცი, რომ ნებისყოფა არ მაქვს?!“

გახსოვდეთ, რომ ნებისყოფის გამომუშავება სავსებით შესაძლებელია და ის გენეტიკით არ გადადის.

4. მინდა/ნეტავ/იმედია… შეწყვიტეთ უსარგებლო მოლოდინი და იმედი, რომ რაღაც ოდესმე თავისით მოხდება! თუ გარკვეული ცვლილებები გსურთ ცხოვრებაში, მაშინ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ საკუთარ ქმედებებს და შედეგიც არ დააყოვნებს! ნუ დაელოდებით, რომ ცვლილება თავად მოვა, ამას მოქმედება სჭირდება!

5. საკმარისად კარგი...  ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი იყოს იდიალური. ეს სულაც არაა აუცილებელი. იმის ნაცვლად, რომ თქვათ: „ეს საკმარისად კარგი არაა,“ თქვით: „იდიალური არაა, მაგრამ საკმაოდ კარგია.“ უბრალოდ გააკეთეთ, რაც გსურთ, დაელოდეთ შედეგს და არა  პირიქით.

6. დრო არ მაქვს... თქვენი მეგობარი, რომელსაც არ აქვს დრო სამსახურის მერე თქვენთან ერთად სპორტ-დარბაზში წამოსასვლელად, აუცილებლად გამონახავს დროს იმავე საღამოს თუ კალათბურთის მატჩზე დაპატიჟებთ. შეიძლება მართლა გქონდეთ დროის დეფიციტი, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით თქვენს განრიგს, სულ თავისუფლად შეძლებთ საღამოობით 20 წუთიდან 2 საათამდე მაინც დროის გამონახვას. მაგალითად, არ უყუროთ ტელევიზორს და ნახეთ მეგობრები! ეს დაგეხმარებათ ყოველთვის გქონდეთ დრო იმისთვის, რაც გიყვართ და არ იწუწუნოთ, რომ დრო არ გრჩებათ. ამით კი თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვნი გახდება.

7. შესაფერისი დრო არ არის...

ახლა არა? მაშინ როდის?

თუ ელით, თქვენი ვარსკვლავი როდის ამობრწყინდება, სულ ტყუილად ხარჯავთ დროს. იმის ნაცვლად, რომ „შესაფერის დროს დაელოდოთ“, აჯობებს ერთი შეხედვით თქვენთვის შეუფერებელ მომენტშიც კი დაიწყოთ სვლა კონკრეტული მიზნისკენ.

ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ამ „მომაკვდინებელი“ ფრაზებით, ამოიღეთ ისინი ლექსიკონიდან და მოემზადეთ შთაბეჭდილებებით მდიდარი მომავალი ცხოვრებისთვის.

წყარო: www.bnet.com

 

კომენტარები

comments