რა გიშლით ხელს საკმარისი წარმატების მიღწევაში

თარიღი November 13, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა გიშლით ხელს საკმარისი წარმატების მიღწევაში

მართალია, წარმატება სუბიექტური ცნებაა, თუმცა მიღწეული მიზნების არასაკმარისი რაოდენობა მაშინვე აისახება ადამიანის განწყობაზე. გთავაზობთ წარმატების მიღწევის შემაფერხებელ 10 ფაქტორს.

9. არასწორად ეპყრობით გარშემომყოფებს

მართალია, სასურველი შედეგის მისაღებად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, თუმცა ნურც გარშემომყოფებზე ზრუნვას დაივიწყებთ. შეუწყვეთ ხელი სხვებს მიზნის მიღწევაში და მოიპოვებთ თანამოაზრეებს. სწორედ ამიტომაა, რომ სასიამოვნო ადამიანებს შედარებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. ნუ მოექცევით სხვებს ისე, როგორც მიუღებელია თქვენთვის.

8. არღვევთ პირობას

ყველაზე ღირებული აქტივი ადამიანისთვის რეპუტაციაა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაიკარგოს. აუცილებლად შეასრულეთ დაპირება მაშინაც კი, თუ მოსალოდნელი შედეგი ისეთივე წარმატებული ვერ იქნება, როგორსაც ელოდით. სიტყვის უკან წაღებას მოსდევს, ერთი მხრივ, სხვების მხრიდან თქვენთან თანამშრომლობის სურვილის დაკარგვა, მეორე მხრივ კი თავად განაგრძობთ მომავალში პირობების დარღვევას. აიღეთ პასუხისმგებლობა დაკისრებულ ვალდებულებებზე, თუ არ გსურთ საუკეთესო შესაძლებლობები გაგიფრინდეთ ხელიდან და სულ უფრო გაუარესდეს თქვენი მდგომარეობა.

7. არ ფიქრობთ მომავალზე

დღევანდელი გადაწყვეტილებები პირდაპირ კავშირშია მომავალში თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან. რა თქმა უნდა მომავალს ვერ განსაზღვრავთ, თუმცა იფიქრეთ 5, 10 ან 20 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე. სრულად გამოიყენეთ გონებრივი შესაძლებლობები საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. დაუმეგობრდით წარმატებულ ადამიანებს, გაანდეთ იდეები და მოუსმინეთ უკუკავშირს.

6. არასწორ საქმეს ემსახურებით

ნუ აირჩევთ ისეთ საქმიანობას, რომელსაც მომავალი არ გააჩნია ან თქვენ არ ისურვებდით ცხოვრების ბოლომდე მის კეთებას. შესაძლოა, დროის მცირე მონაკვეთში ეს ნაკლებად პრობლემური იყოს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ინანებთ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიმართულების შეცვლა კი გაცილებით რთული და ხარჯიანი აღმოჩნდება. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება 20 წლის შემდეგ იგივე ტემპის გაგრძელების შემთხვევაში. თუ ეს ის სურათია, რომელშიც არ ისურვებდით ყოფნას, დროა კარიერის შეცვლაზე იფიქროთ.

 5. არასწორად შერჩეული მეორე ნახევარი

თუ მეწყვილედ გყავთ განსხვავებული ფინანსური ღირებულებების მქონე ადამიანი, წარმატების მიღწევის შანსი მინიმალურია, რადგან ძირითად დროს და ენერგიას პრიორიტეტების გადანაწილებაზე დახარჯავთ. დაპირისპირებისას უფრო მეტი აქცენტი ფინანსების ხარჯვაზეა მიმართული, ვიდრე დანაზოგის გაკეთებაზე, რაც შეუძლებელს ხდის მომავალში წარმატების მიღწევას. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ მოაგროვოთ საკმარისი ფინანსები ოჯახის შექმნამდე და თუ უკვე გყავთ ოჯახი, პირველ რიგში კონსესუსის მიღწევაზე იზრუნეთ. ურთიერთგაგება და გუნდური მუშაობა უმთავრესია წარმატების მისაღწევად.

4. ანგრევთ ოჯახს

ზემოთ აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად უარეს ვარიანტებს შორის ნაკლებად მტკივნეული, შესაძლოა, განქორწინება აღმოჩნდეს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა როგორც ფინანსური, ასევე მორალური მიმართულებით. ალბათ არაერთი ადამიანი შეგხვედრიათ ამ გადაწყვეტილებით უფრო მეტად დაზარალებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნაბიჯით. იგი რეაბილიტაციის განსაკუთრებით რთულ ეტაპს გულისხმობს.

3. დაგყავთ ბავშვები ძვირადღირებულ სასწავლებელში

ნუ მიიყვანთ ბავშვებს ძვირადღირებულ სკოლაში მხოლოდ იმ მოტივით, რომ მიიღეს. გარდა რამდენიმე უპირატესობისა, ვერ იპოვით განსხვავებას საჯარო და ძვირადღირებულ კერძო სკოლას შორის. ნუ დაიდებთ სიცოცხლის ბოლომდე ვალს მხოლოდ სახელის გამო, თუ არ გსურთ დეპრესიაში აღმოჩნდეთ.

2. არ გაქვთ სამოქმედო გეგმა და არ აკეთებთ ჩანაწერებს

დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ხარჯვა, დანაზოგი… ჩაინიშნეთ თითოეული დახარჯული თეთრი, თუ არ გსურთ მის გარეშე აღმოჩნდეთ. შედეგად მიიღებთ იმას, რომ ერთი მხრივ არსებითად შემცირდება თქვენი დანახარჯები, რადგან ყურადღებას გაამახვილებთ, რაზე გეხარჯებათ ყველაზე მეტი ფინანსები, მეორე მხრივ კი დაინახავთ რამდენი შემოსავალი გჭირდებათ ნორმალური ცხოვრებისთვის.

1. არ იცავთ ბალანსს

ადამიანთა წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი შემოსავლებს, აქტივებს და დანახარჯებს შორის ბალანსის არცოდნაა. ჩაინიშნეთ რაზე ხარჯავთ ყველაზე მეტს და დააბანდეთ ფინანსები შემოსავლის მომტან აქტივებში. მიაქციეთ ყურადღება ახლანდელ მდგომარეობას, იხარჯება თუ იზრდება თქვენი აქტივები?! ხარჯვის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?!

ადამიათა ძალიან მცირე ნაწილი აქცევს ამ წვრილმანებს ყურადღებას და სწორედ ამიტომ მიდიან გაკოტრებამდე. როგორც ხედავთ, ფინანსების კონტროლი არც ისე რთულია, მთავარია მონდომება.

წყარო

კომენტარები

comments