გაქვთ წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები?

თარიღი January 29, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on გაქვთ წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები?

რა განაპირობებს რეალურად წარმატებას?! შესაძლოა, პოზიტიური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა, თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი. წარმატების უმთავრესი ფაქტორი სწორი მოქმედებაა, რომელიც თავის მხრივ, მთელი რიგი უნარ–ჩვევების ფლობას საჭიროებს. მათგან ძირითადი ნაწილი სკოლის ასაკშია შეძენილი, ზოგიც განვითარების პროცესში. რა თქმა უნდა, ყველა პროფესია სპეციფიკურ უნარ–ჩვევებს საჭიროებს, თუმცა შემდეგი უნარები ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას უწყობს ხელს.

გამართული წერითი და ვერბალური უნარ–ჩვევები მხოლოდ გრამატიკის წესების სრულყოფილად ცოდნას არ გულისხმობს. თანაბრად წარმატებით საუბარი როგორც ერთი, ასევე ათასი ადამიანის წინაშე, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომუშავებადი უნარია. გამბედავი პრეზენტატორები საკუთარ თავთანაც გაცილებით კომფორტულად არიან, რაც დადებითი შედეგის მიღებას განაპირობებს არა მხოლოდ არსებული პროდუქტისა და მომსახურების გაყიდვისას, არამედ იდეების და ხედვების გაზიარებისას. არანაკლებ მნიშვნელოვანია წერითი კომუნიკაციის ცოდნაც, რაც რეალური საჭიროებების გამოცნობას და სწორად შერჩეული სეგმენტისთვის ინფორმაციის შესაბამის ენაზე მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელობა არ აქვს რა ტექსტზეა საუბარი – სასამართლო დავასა თუ საღეჭ რეზინზე.

პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი – წარმატება საქმიანობის ეფექტურობით განისაზღვრება, ეს კი საჭირო დროს, სწორ ადგილას აღმოჩენით და მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტის გაკეთებით განისაზღვრება. ორგანიზატორული ნიჭი და დისციპლინის მკაცრი ზომები სავალდებულოა საკუთარი თავის რეჟიმში ჩასასმელად.

კომუნიკაბელურობა – სწორი კომუნიკაცია მხოლოდ შესაბამისი კლიენტების მოძიებას არ გულისხმობს. ინოვაციების და თანამედროვე ურთიერთობების ეპოქაში, ის ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და გაზიარების საშუალებაცაა. კომუნიკაციის სარგებელი სწორედ ერთობლივი ძალებით საერთო მიზნის მიღწევისკენ სწრაფვით განისაზღვრება, რომელიც ასაზრდოებს ინოვაციურ იდეებს და ხელს უწყობს მათ განხორციელებას.

კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი – დღეს კაცობრიობის წინაშე არსებული ინფორმაციის მოცულობა ასჯერ, ალბათ ათასჯერაც აღემატება წარსულში არსებულისას. მათი დამუშავება და ღირებულ მასალად გადაქცევა, შემდეგ კი საზოგადოებისთვის მიწოდება, თანამედროვეობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ საზიანოა მისი გადაჭარბებით გამოყენებაც. სწორედ ამიტომ, კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი გამოარჩევს კადრებს მასიდან. სიტუაციის სწორ ანალიზზე დაყრდნობით ადეკვატური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება კი წარმატების ერთ–ერთი გარანტორია.

მათემატიკური აზროვნება და კვლევითი უნარ–ჩვევები – არავის აქვს ყველაფრის ცოდნაზე პრეტენზია, საკუთარ პროფესიაშიც კი. წარმატების მისაღწევად არც ინტეგრალების საფუძვლიანი ახსნაა საჭირო, თუმცა სწრაფი აზროვნება, მონაცემების მოძიება–დამუშავების და მარტივი სტატისტიკური ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, ხშირად დიდ უპირატესობას სძენს კადრს.

თვითორგანიზება – სტრესი არ კლავს, თუმცა აფერხებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ლოგიკურად აზროვნების პროცესს, ამიტომ დასვენებისთვის სათანადო დროის დათმობა ნებისმიერ წარმატებულ მენეჯერს უნდა შეეძლოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი ფინანსების ხარჯვის მონიტორინგიც, რადგან დღეს ყველაზე მცირე სიამოვნებაც კი ფულთანაა კავშირში.

წყარო

კომენტარები

comments