კოლეგების ყველაზე უტაქტო ქცევები

თარიღი March 14, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კოლეგების ყველაზე უტაქტო ქცევები

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა საკმარის ყურადღებას უთმობს საკუთარ ქცევას სამსახურსა და კოლეგებთან მიმართებაში, ყველა კომპანიაში მოიძებნება ზრდილობით ნაკლებად გამორჩეული კადრი. სწორედ ეს უთხრის საფუძველს ჩვენს რეპუტაციას, რომლის გამოსწორება ზოგჯერ არც ისე მარტივი საქმეა. პროფესიონალების აზრით, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კომპეტენტურია ადამიანი, ქცევა განსაზღვრავს ჩვენდამი საზოგადოების დამოკიდებულებას. გთავაზობთ სამსახურში დაშვებულ ყველაზე უტაქტო შეცდომებს:

– ღალატი – მიზნის მისაღწევად ზურგში დანის ჩარტყმა ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. მას ხშირად მიმართავენ კონფლიქტებისგან თავის ასარიდებლად, თუმცა სიმართლის გარკვევა გაცილებით მტკივნეულ შედეგებს იწვევს.

– ჭორაობა – კოლეგებზე ნეგატიურად საუბარი არა მხოლოდ „დაზარალებულთა“ ემოციურ მდგომარეობას უქმნის საფრთხეს, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს საზოგადოებაზეც.

– სამსახურის ზიზღი – არაფერი აზარალებს თანამშრომელთა ენთუზიაზმს ისე, როგორც მუდმივად სამსახურით უკმაყოფილო კოლეგები. ხელმძღვანელები განსაკუთრებით ცდილობენ ასეთი ადამიანების დროულად გამოვლენას და ჩანაცვლებას ახალი, მონდომებული კადრით, რომელთა დეფიციტიც ნამდვილად არ არსებობს ბაზარზე. გარდა ამისა, სამსახურში მიღებული სტრესი და იმედგაცრუება ყოველდღიურად გვაშორებს დიდი მიზნების მიღწევისგან. რამდენად გვიღირს ეს?!

– ტყუილი – ბევრი ტყუილი იმალება კარგი ურთიერთობების მიღმა, რომელიც საკუთარი ან გარშემომყოფების დაცვის სურვილითაა განპირობებული, თუმცა მას დროთა განმავლობაში გადიდება და გამრავლება ახასიათებს. გამოვლენის შემდეგ კი ძალიან რთულია სიტყვის უკან წაღება.

– მძაფრი არომატის საკვები – გარდა იმ შემთხვევისა, თუ გემზე არ მუშაობთ, კოლეგები ნამდვილად წუხდებიან საკვების მძაფრი არომატით, ამიტომ დატოვეთ სახლში იმ შემთხვევაში, თუ სუნი სამზარეულოს კარებს სცდება.

მართალია, საკუთარ შეცდომებზე სწავლა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია, რომელსაც წლები სჭირდება, თუმცა სკეპტიკური განწყობა განსაკუთრებით აზარალებს მომავალს. საჭიროა მხოლოდ განისაზღვროს, რის მიღწევა გვსურს, ვისი თანადგომა გვჭირდება და თავადაც ვიყოთ ღია მათთვის დახმარების გასაწევად.

წყარო

კომენტარები

comments