რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს

თარიღი December 5, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნარებს მოითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან 2015 წელს

 კარგად გამოგდით გუნდში მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაწყვეტა? ეს ის აუცილებელი უნარებია, რომელსაც დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალი კადრების შერჩევისას. გარდა ამისა, ითვალისწინებენ თანამშრომლებთან და ორგანიზაციებთან ვერბალური კომუნიკაციისა და პოზიციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ უნარებსაც, თუმცა ისინი ნაკლებად გადამწყვეტია პირველ სამეულსა და საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვის შესაძლებლობასთან შედარებით.

    „უნივერსიტეტებისა და დამსაქმებელთა ეროვნული ასოციაციის“ (NACE) მიერ აგვისტო–ოქტომბერში გამოიკითხა 260 ბიზნესი (მათ შორის Chevron, IBM და Seagate Technology) 2015 წელს პოცენციური თანამშრომლებისთვის აუცილებელ უნარებთან დაკავშირებით. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა 3 ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაც: ბიზნესი, ინჟინერია და კომპიუტერული&საინფორმაციო მეცნიერებები. შედეგების თანახმად, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მინიჭებული ხარისხის გარდა, დამსაქმებლები ისეთი თანამშრომლების აყვანას გეგმავენ, რომელთაც გუნდში მუშაობა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ.

   გთავაზობთ 10 უნარს, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები. სია წარმოდგენილია მნიშვნელობის კლების მიხედვით (1-ყველაზე მნიშვნელოვანი, 10– ნაკლებად):

  1. გუნდში მუშაობის უნარი
  2. გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
  3. კომუნიკაციის უნარი
  4. დაგეგმვის, ორგანიზებისა და საქმის პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი
  5. ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი
  6. რაოდენობრივი კვლევების ანალიზის უნარი
  7. პოზიციასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარები
  8. კომპიუტერული უნარების მოხმარების მაღალი დონე
  9. ანგარიშების შექმნის და ანალიზის უნარი
  10. გაყიდვის და სხვაზე ზემოქმედების უნარი

   სასიამოვნო სიახლე სტუდენტებისთვის! არ აქვს მნიშვნელობა რას სწავლობდით სკოლაში უკეთესად: ქართულს, მათემატიკას, ინგლისურს, ისტორიას თუ კომპიუტერულ მეცნიერებებს. მთავარია, ჩამონათვალიდან პირველი 5 უნარის განვითარებაზე იზრუნოთ და გაამახვილოთ ყურადღება სამოტივაციო წერილებში, რეზიუმეებსა და ინტერვიუებისას. გაიხსენეთ ის პროექტები, რომლებშიც აქტიური წევრის ან ლიდერის ფუნქციას ასრულებდით და საქმის დაგეგმვა გიწევდათ.

    გადამწყვეტი არაა, სად მუშაობდით. უბრალოდ დააკონკრეტეთ, რამდენ კაციანი გუნდის წევრი იყავით და  რამდენ ადამიანთან გიწევდათ ურთიერთობა დღის განმავლობაში.

   როგორც ხედავთ, დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია უნივერსალური უნარ–ჩვევები, თუმცა არანაკლებ მომზადებას საჭიროებს მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაც.

წყარო

კომენტარები

comments