ვინ არიან დამსაქმებლებისთვის სასურველი კადრები?!

თარიღი February 25, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ვინ არიან დამსაქმებლებისთვის სასურველი კადრები?!

მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება დამსაქმებლების მხრიდან სასურველი კადრებისთვის წაყენებული მოთხოვნების სია, არსებობს უნარ–ჩვევები, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. კარგი კადრის შერჩევა დამატებითი რესურსების ხარჯვას უკავშირდება, თუმცა ეს მაინც ვერ გამორიცხავს ახალი თანამშრომლის კომპანიის პოლიტიკასთან შეუთავსებლობას. გთავაზობთ ადამიანთა რამდენიმე კატეგორიას, რომელიც განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იმსახურებს მენეჯმენტისგან:

8.ამბიციური – არაა აუცილებელი ყველაზე გამორჩეული და ჭკვიანი იყოს, თუმცა შანსს არ უშვებს, გამოხატოს ინიციატივა ყველა შესაძლო შემთხვევაში. ის არ უფრთხის პირველი ნაბიჯის გადადგმას ან შეცდომის დაშვებას, გააჩნია თვითშეფასების განსაკუთრებით მაღალი დონე და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად.

7.ერთგული – არ გამოირჩევა მეამბოხე ბუნებით და მკაცრი ხასიათით. მენეჯერებმა ზუსტად იციან, რომ ძალიან მარტივია მათი გადმობირება, ამიტომ ხშირად იკავებენ დამხმარე პოზიციებს, მაგ. დირექტორის ასისტენტი. ისევე, როგორც ყველა სპორტულ გუნდში, ბიზნესშიც აუცილებელია მსგავსი თანამოაზრის ყოლა შედეგის მისაღწევად.

6.გულშემატკივარი – განსაკუთრებით კარგი მოტივატორია, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებითა და მუდმივად მომღიმარი სახით ცდილობს შედეგის მიღწევას. ამ განწყობას ინარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც საქმეები არც ისე ცუდად მიდის.

5.სტრატეგი – ასეთი ტიპის ადამიანებმა ზუსტად იციან რის მიღწევა სურთ და მუდამ გააჩნიათ სამოქმედო გეგმა. დამსაქმებლებს უყვართ მსგავსი კადრები, რადგან შეუძლიათ განსაზღვრონ პრობლემის მოსაგვარებელი გზები და წარმატებით მიჰყვნენ მოქმედების სტრატეგიას.

4.ლიდერი – შესანიშნავად უმკლავდებიან პროექტებს და ხელმძღვანელობენ ჯგუფებს. დამსაქმებლები განსაკუთრებით მიესალმებიან ისეთ კადრებს, რომელთაც შეუძლიათ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ერთია ნიჭი, თუმცა ბიზნესში არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი გამოყენების და ადამიანების წარმატებულად მართვის შესაძლებლობას.

3.შემოქმედი – ასევე განსაკუთრებით ფასდებიან კომპანიაში, რადგან ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ პრობლემების მოგვარების ინოვაციური იდეების გენერატორებს. სწორედ ინოვატორები უბიძგებენ კომპანიას წარმატებისკენ.

2.პრობლემების მომგვარებელი – წარმატებულად და სწრაფად ართმევენ თავს პრობლემებს და სთავაზობენ მოსაგვარებელ გზებს. ისინი ჩარჩოებს მიღმა ფიქრობენ და შეუძლიათ ჩიხიდან გამოსვლა მაშინაც კი, როდესაც ყველა განსაცდელშია.

1.ყველაფერი ერთში – განსაკუთრებით წარმატებულია კომპანია, თუ ყველა ჩამოთვლილი კომპონენტის მქონე კადრი ჰყავს, რადგან შედეგად იღებენ საუკეთესო იდეებს და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. ამასთან, თამამად შეუძლიათ მოითხოვონ შედეგებზე პასუხიც. მართალია, ასეთი კადრების მოძიება განსაკუთრებით რთული პროცესია, თუმცა სათანადო ანაზღაურებითაც ფასდებიან.

 

წყარო

კომენტარები

comments