ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ათი შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ გასაუბრების დროს

გასაუბრების დროს პოტენციური მენეჯერის საკუთარი მჭერმეტყველობით მოხიბვლა ყველაზე ნაკლებად უნდა გადარდებდეთ. არის რამდენიმე შეცდომა, რომლის დაშვებამაც ძნელ შეკითხვაზე არანაკლები პრობლემა შეიძლება შეგიქმნათ.

გთავაზობთ კადრების მენეჯერების გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გასაუბრების დროს  დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომების ჩამონათვალს. არ გაიმეოროთ, თუკი გსურთ, რომ გასაუბრების მეორე ეტაპზეც მიგიწვიონ.

1) არ დაიგვიანოთ. თუ იგვიანებთ, აუცილებლად დარეკეთ.

ყველანი ადამიანები ვართ: ხშირად ხდება თვითმფრინავის რეისების გადადება, საგზაო მოძრაობა ხშირად გადატვირთულია… ინტერვიუერებს ეს ყველაფერი ესმით. რაც უფრო მალე დარეკავთ და შეატყობინებთ თქვენი დაგვიანების შესახებ, სამსახურის დაწყების მეტი შანსი გაქვთ. საუკეთესო შემთხვევაში ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ.

„კანდიდატმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა სატელეფონო ინტერვიუს დროს, ყველა მოუთმენლად ველოდით, მაგრამ არ  გამოჩენილა. შეიძლება რაიმე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არც შემდეგ 24 საათში არ დაგვკავშირებია“ – იხსენებს სკაი კალანი, CKR Interactive-ის მარკეტინგის მენეჯერი.

2) დაგეგმეთ დღე.

თუკი სამსახურს ეძებთ იცოდეთ, რომ ეს ცალკე სამუშაოა. უნდა დროულად გათვალოთ თქვენი დღის რეჟიმი. თუკი გასაუბრებაზე ლანჩის დროს მიდიხართ, დილით კარგად ისაუზმეთ. არ წახვიდეთ დამშეული და არც საჭმელი წაიღოთ თან.

„კანდიდატს ვურეკავდი და არ მიპასუხა. ბოლოს კი იმეილით მომწერა, რომ სხვა გასაუბრებაზე იყო და ამ პროცესისგან დროებით დასვენება სურდა“, ამბობს შილონდა დაუნინგი, Virtual Work Team-ის პრეზიდენტი.

3) არ მოიქცეთ ისე, თითქოს ბარში მიდიხართ

ყველაფერი, რასაც ჩაიცვამდით და როგორც მოიქცეოდით ბარში, შეუფერებელია გასაუბრებისთვის. გასაუბრება არ არის სოციალური ცხოვრების გამოსწორების საშუალება.

„რამდენიმე წლის წინ ერთი კანდიდატი გვყავდა, რომელიც  თითოეულ ინტერვიუერთან ცდილობდა დამეგობრებას“, იხსენებს ქალანი, „ასეთ დროს ინტერვიუს ძალიან სწრაფად ვამთავრებთ“.

„ ერთი ქალბატონი სრულიად შეუფერბელად ჩამცული მოვიდა, თეთრეული არც ეცვა. არ ვიცი, ამით რისი თქმა სურდა, მაგრამ მეორედ ნამდვილად აღარ დაგვირეკავს“.-პოლ სოლომონი, Wall Street recruiting firm Solo Management-ის დამფუძნებელი.

 

4) ნუ მოანდომებთ ერთ კვირას მადლობის წერილის გასაგზავნად და აუცილებად გაგზავეთ ის.

გასაურების შემდეგ მადლობის წერილის გაგზავნა ისეთივე  აუცილებლობაა, როგორც დილა-საღამოს კბილების გახეხვა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მეილით გაგზავნილი მადლობა ისეთივე ეფექტურია, როგორც ფოსტით, თუმცა უპირატესობა უკვე ელექტრონულ ფოსტას ენიჭება. თუ იმეილს ირჩევთ, იყავთ ლაკონური. უნდა გაგზვნოთ მადლობის წერილი და არა მთელი ბიბლია.

ხოლო, თუკი არ გსურთ, რომ მიგიღონ…

„გაგზავნეთ მადლობის წერილი და CC-ში ჩასვით ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ბოლო კვირაში გქონდათ გასაუბრება. თანაც, სხვადასხვა კომპანიებიდან“ – კეტი სიმონსი, Netshare-ის რეკრუიტერი.

5) ნუ ილაპარაკებთ  მობილურზე შეხვედრის დროს.

მობილური ტელეფონი საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს გასაუბრებაზე. ამ ფაქტს უმრავლესობა ეთანხმება, მაგრამ სალემს უარესებიც უნახავს. შეიძლება სხვა კომპანიიდან ელოდებოდეთ ზარს, მაგრამ ასეთი შემთხვევა მაინც უნდა აიცილოთ თავიდან. ხოლო თუ არ გსურთ, რომ აგიყვანონ, მაშინ ტელეფონი აიღეთ გასაურების დროს და შეყვარებულს ენის მოჩლექით ელაპარაკეთ.

6) ნუ მოექცევით ცუდად  თანამშრომლებს

დააფასეთ ის ადამიანები, ვინც ოფისში გხვდებიან. რასაც იტყვით ინტერვიუმდე და მის შემდეგ ხშირად საბოლოო გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას.

როდესაც დაცვამ კანდიდატს პირადობის ჩვენება სთხოვა, მან უყვირა და და ლიფტისკენ უხეშად წავიდა.  დაცვამ ამ შემთხვევის შესახებ მენეჯერებს აცნობა და მისთვის მეორედ არავის დაურეკავს“.

7) ნუ აედევნებით კომპანიის თანამშრომლებს

კარგია, როდესაც კომპანიაზე და მის თანამშრომლებზე ბევრი ინფორმაცია გაქვთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ეცადეთ თქვენი კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ. მიმოწერა საქმის შესახებ საკმარისია.

.“კანდიდატი კომპანიის მანქანასთან იცდიდა, და როცა თანამშრომელი ჩაჯდა, ფაჯანარაზე დაუკაკუნა“-იხსენებს სიმონსი Netshare-დან.

8) ნუ იქნებით აგრესიული

მომზადებული უნდა იყოთ კითხვებისთვის, მაგრამ თუკი გაუთვალისწინებელი დაგისვეს, მაგიდა არ უნდა ააყირავოთ. არ არის აუცილებელი  კომპანიას ყველა მისი სისუსტის შესახებ მიახალო.

“ყველაზე პრობლემურმა კანდიდატმა მთელი ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე ახსენა ჩვენი დირექტორის სახელი და გაგვაფრთხილა, რომ იცნობდა“-ლარი ჩიგარუსი, Pace University-ის მარკეტინგის ლექტორი.

9) ნუ  მოიხსენიებთ ცუდად ძველ უფროსს

არასდროს მოიხსენიოთ ცუდად ძველი უფროსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახურს იგივე ქალაქში ან კომპანიაში იწყებთ.

„მსოფლიო ძალიან პატარაა, არ არის გამორიცხული თქვენი და ძველი კოლეგების გზები ისევ გადაიკვეთოს“-ამბობს ლუისი. ამიტომ, ნეგატიური კომენტარები თქვენთვის უნდა შეინახოთ.

10) ნუ მოიქცევით გიჟივით

იყავით ბუნებრივი, მაგრამ არა გიჟი. მენეჯერები მომავალ კოლეგად განგიხილავენ და, ამიტომ, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება უნდა დატოვოთ. სამუშაო გარემოში კარგად თუ არ ჩაჯდებით, სხვას მოძებნიან.

“ერთმა კანდიდატმა გვითხრა, რომ პასუხის მოსაფიქრებლად მედიტაცია უნდა  წამოეწყო,“-იხსენებს ბონი რასელი, San Diego-based Personal Public Relations-ის პრეზიდენტი.

კომენტარები

comments