HR მენეჯმენტის შეცდომები

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on HR მენეჯმენტის შეცდომები

ჩვენ ალბათ, ყველას გვსმენია ადამიანური რესურსების  მართვის  შესახებ. ისიც კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და ერთიანი გუნდი კომპანიისთვის.  ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად მრავალი კვლევაა ჩატარებული. სტატიაში თავმოყრილია HR მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომებიდან  ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი.

1. დაფასების დავიწყება: ალბათ უკვე ბევრი გაქვთ წაკითხული თანამშრომლების მოტივაციაზე, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დაივიწყოთ მათი ყოველდღიური მუშაობის დაფასება. ზოგჯერ რაღაცები, რაც ერთი შეხედვით ტრივიალურად გეჩვენებათ,  კომპანიის გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ განსხვავებას ქმნის. –  HR აღმასრულებელი დირექტორი,  BPO

2. განუსაზღვრელი ამოცანები: ისწავლეთ ამოცანების ზუსტად და მარტივად განსაზღვრა. შეეცადეთ რაც შეიძლება ნათლად ახსნათ დავალება. უმეტეს შემთხვევაში, ამოცანა რჩება შეუსრულებელი არა იმიტომ, რომ თანამშრომელი არასაკმარისი ძალისხმევით ეკიდება საქმეს, არამედ იმიტომ,  რომ მან ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა. – გრაფიკული დიზაინერი, Ecommerce

ცნობილი ინდოელი კრეატიული  დირექტორი ამას შემდეგნაირად განმარტავს: ”თუ წერილის 3–ჯერ გადაკითხვის შემდეგაც ვერ გავიგე რა უნდოდათ ეთქვათ წერილში, ეს წერილიც უაზრობაა და შესამაბისად, შესრულებული დავალებაც დიდი უაზრობა იქნება”.

3. მოსალოდნელი შეკითხვების იგნორირება: დაიმახსოვრეთ, თუ კადრს სურს შეკითხვის დასმა, ის კარგად შეასრულებს სამუშაოს. თუ ის ოთახიდან შეკითხვის დასმის გარეშე გავა, ხშირ შემთხვევაში, შეუსრულებელი ან ცუდად შესრულებული დავალებით დაბრუნდება. მომეცი დრო იმისთვის, რომ ყველა კითხვა და ეჭვი გავაბათილო და ნუ მეტყვი: ”მე მინდა ეს ასე და განხილვას არ ექვემდებარება”! – პროგრამისტი, IT-მომსახურება. 

4. გადაწყვეტილების მიღბა იმ საკითხებში, რომლებში არ არხართ ექსპერტი: დაუშვათ საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ვებ–გვერდის ფერი და არც თქვენ, არც თქვენი კადრი არ ხართ კომპეტენტური ამ საკითხში. მიანდეთ ეს საქმე თქვენს კადრს.  ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება პროდუქტისთვის, თქვენი ხელქვეითი კი კმაყოფილი დარჩება, ეს მას წაახალისებს და არც თქვენ გამოჩნდებით Hari Sadu.  

5. ხელფასის დაგვიანება: საწყის ეტაპზე ხშირად კადრს უხდი ნაკლებს, ვიდრე ეკუთვნის. ამიტომ ხელფასის ერთი დღით დაგვიანებასაც კი დიდი მნიშნელობა აქვს. როდესაც თქვენ უგვიანებთ კადრს თავის კუთვნილ ანაზღაურებას, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ის მუშაობს უანგაროდ, ეს კი უარყოფითად მოქმედებს მის შრომისუნარიანობაზე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, დამატებითი ანაზღაურება. თქვენ დაიწყებდით მუშაობას ახალ–ახალ პროექტებზე დამატებითი ანაზღაურების გარეშე? – ქსელის მენეჯერი, Hosting Services.

6. კონკრეტული ვებგვერდების დაბლოკვა: თქვენ ეს ალბათ პროდუქტიული მუშაობისთვის გააკეთეთ, მაგრამ თქვენი კადრი ამ დროს დარწმუნებულია, რომ თქვენ მას არ ენდობით. ამგვარი საქციელით მას მიუთითებთ, რომ საკმარისად არაა მოტივირებული. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამშრომელი არ არის ბავშვი, რომელსაც უნდა დააძალო სწავლა ან მუშაობა. ყოველივე ეს გაზრდის მხოლოდ პროცედურულ ეფექტურობას, და არა თქვენი გუნდის შრომისუნარიანობას. სოციალური საიტები და ვებ–გვერდები, ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა youtube, facebook, საჭიროა თანამშრომლების განვითრებისთვის. იქ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თუ ვიდეოა, რომლის ნახვის შემდეგ თითოეული კადრი უფრო პროდუქტიული და უფრო კრეატიული იდეებით დატვირთული  ხდება. თუნდაც 5 წუთიანი სწრაფი თამაში ყოველი ჩვენგანის გონებას ასვენებს, და უკვე განახლებული ძალებით ვაგრძელებთ მუშაობას დანარჩენი 55 წუთის განმავლობაში. – UI დიზაინერი, ვებ მარკეტინგი.

7. არანაირი ან შეზღუდული უფასო ყავა! (შენიშვნა: ეს მრავალმა კვლევამ აჩვენა, და არანაირი ფული არ გადაუხდიათ ჩვენთვის ყავის  კომპანიებს 🙂 )

დამფუძნებლებო, ჩაატარეთ მორიგი სხდომა, სადაც ყოველი თანამშრომელი გულრწფელად გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ან შესწორებებს. თუ თქვენ უკვე ატარებთ ამგვარ თათბირებს, მაშინ გაგვიზიარეთ თვენი გამოცდილება.

კომენტარები

comments