ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

თარიღი October 18, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველაზე ცუდი მიზეზი იმისთვის, რომ სახლიდან არ იმუშაოთ

რატომ უნდათ ადამიანებს სახლიდან მუშაობა? მიზეზი ბევრია… დაუსვით თავს კითხვა: რატომ გინდათ ეს?

 

–        მექნებოდა მეტი დრო და გარემო სამუშაოდ, სადაც დროს უსარგებლოდ  არ დავკარგავდი;

–        მშვიდ გარემოში უფრო პროდუქტიულად ვმუშაობ და მუშაობის პროცესს არ მაწყვეტინებენ;

–        არაფერია ჩემს სამუშაოში ისეთი, რომ ოფისში ვიჯდე. რატომ არ შეიძლება ვიმუშაო იქ, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობ?

–        სახლიდან მუშაობა დამეხმარება  არ მოვწყდე დედობას და მეტი დრო მქონდეს შვილთან ურთიერთობისთვის… მას ხომ სხვა უვლის იმ საათებში, როცა მე ვმუშაობ;

–        ფულს დავზოგავდი, ბევრ ფულს, რომელიც ყოველდღე ძიძას უნდა ვუხადო!

რეალობა კი სხვაგვარია… ვერასდროს იმუშავებთ ეფექტურად და პროდუქტიულად, თუ მთელი ყურადღება  შვილზე გექნებათ  გადატანილი.

თანაც, დარწმუნებული იყავით, რომ არც თქვენს ბოსს მოეწონება, თუ გაიგებს,  რომ ბავშვის მოვლასა და სამუშაოს, რომლის შესრულებასაც სახლში აპირებთ, ერთსადაიმავე დროს უთმობთ. ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა სამსახურის მიმართ.

ალბათ ფიქრობთ, რომ უმჯობესია ძიძისთვის მისაცემი ფული დაზოგოთ, მაშინ როდესაც თქვენი  ბავშვი ისედაც დროულად იძინებს.  არ გამოგრჩეთ ყველაზე მნიშვნელოვანი! ბავშვს, რომელიც ყოველ დღე 13 საათზე იძინებს, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, სულაც არ მოუნდეს ჩვეულ დროს დაძინება, თქვენ კი ამ დროს ძალიან ბევრი სამუშაო გქონდეთ შესასრულებელი.  იძულებული გახდებით, აიძულოთ შვილი, დაიძინოს, ეს კი ნერვების ფასად დაგიჯდებათ… გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ხანში მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხართ წასასვლელი, იქ კი სტრესი ნამდვილად არ გჭირდებათ!

გახსოვდეთ, რომ ძიძა ინვესტიციაა, რომელიც სამუშაოს სტაბილურად და ხარისხიანად შესრულებაში გეხმარებათ. ეს კი მნიშვნელოვანია თქვენი კარიერისთვის. მეტი შემოსავალი თუ გექნებათ, ნამდვილად აღარ მოგეჩვენებათ, რომ ბევრს უხდით ძიძას შესრულებული საქმისთვის.

ამიტომ, კარგად დაფიქრდით.  სახლიდან მუშაობთ და პატარა შვილები გყავთ? აბა რა გეგმები გაქვთ მათ მოვლასთან დაკავშირებით?

წყარო : www.bnet.com

შემოკლებული ვერსია

 

 

კომენტარები

comments