საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on საკონსერვო კომპანიები პროდუქციას აძვირებენ

ქართული საკონსერვო ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე “ბაზი” პროდუქციის გაძვირებას გეგმავს. როგორც რადიო “კომერსანტს” “ბაზში” განუცხადეს, ნედლეულის მკვეთრი გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასის მატება მოუწევთ. მათი განმარტებით, წინასწარი დათვლებით პროდუქციის გაძვირება მინიმუმ 20 პროცენტით მოუხდებათ.

ამჟამად კომპანია 22 დასახელების პროდუქტს აწარმოებს. მათ მიერ წარმოებული ახალი პროდუქცია დახლებზე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება.

პროდუქციის გაძვირებას გეგმავს ექსპორტზე მომუშავე “კასპის საკონსერვო ქარხანაც”. “კომერსანტთან” საუბარში ქარხნის ხელმძღვანელობა გაძვირების მიზეზებზე საუბრისას განმარტავს, რომ ნედლეულზე ფასებმა 30-დან 40 პროცენტით მოიმატა. “კასპის საკონსერვო ქარხანა” 15 დასახელების პროდუქტს უშვებს და ამერიკისა და უკრაინის ბაზრებზე ყიდის. ფულადი რესურსის სიმწირის გამო კი ქართულ ბაზარზე აქტიურობას ვერ ახერხებს.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments