როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

თარიღი July 17, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ გავუმკლავდეთ კომუნიკაციის პრობლემას

1. თანამშრომლები გულგრილად უყურებენ ყველა თქვენს წამოწყებას?!
2. თქვენი დავალებები არ სრულდება?!
3. სერიოზულად არ აღგიქვამენ?!
4. თქვენს სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოსდევს?!
5. თქვენი გაკეთებული საქმეებიდან არაფერია ცნობილი?!

თუ აღნიშნული საკითხებიდან ერთ–ერთი მაინც გაწუხებთ, ე.ი. კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.

არ არსებობს საუკეთესო ლიდერი კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარის გარეშე, რაც მხოლოდ გამართულ მეტყველებასა  და მდიდარ ლექსიკურ მარაგს არ გულისხმობს. ეფექტური კომუნიკაციის გასაღები საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია, რადგან  მისი აკადემიურ დონეზე შესწავლა შეუძლებელია. გადახედეთ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარი იდეების შესახებ ისე საუბრობენ, თითქოს თქვენს ემოციებსა და შთაგონებას გამოხატავენ. მათთვის ცნობილია, რომ სიტყვა მაშინაა სწორად გაგებული, თუ აუდიტორიაში ღრმად გაიდგამს ფესვებს.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაციული პრობლემების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი კომუნიკაციითაა გამოწვეული და ლიდერთა უმრავლესობა ბევრს ფიქრობს მის გამოსწორებაზე როგორც შიდა პერსონალურ, ისე ჯგუფურ დონეზე. საუკეთესო ლიდერებს ერთი რამ აერთიანებთ – ზუსტად აღიქვამენ სიტუაციას, საუკეთესო მსმენელები არიან და გონივრულ დასკვნებს აკეთებენ. ეს მიიღწევა აუდიტორიის განწყობის, დინამიკის, დამოკიდებულების, ღირებულებების შესწვლით, მათი საჭიროებებისა და მოლოდინის გამოვლენით.

რა არის საჭირო კარგი კომუნიკაციისათვის? ამაში ქვემოთ მოცემული 10 ქმედება დაგეხმარებათ:

ნუ იქნებით გაორებული  – არასდროს შეეწინააღმდეგოთ საკუთარ ღირებულებებსა და ფასეულობებს. უმეტეს შემთხვევაში ხალხი არ ამჟღავნებს იმას, რისიც რეალურად არ სჯერა. თუკი ისინი ლიდერს ღირსეულად თვლიან,  მთლიან დროს უთმობენ და რისკსაც ინაწილებენ. ერთიანობის განცდის ნაკლებობის შემთხვევაში კი ასე არასდროს მოიქცევიან.  რწმენის გაღრმავების საუკეთესო საშუალება სწორი მოქმედება, ფიქრი და გადაწყვეტილებებია, რომელიც ხალხისგან ბევრი რამის პატიების გარანტიაა.

გაიგეთ პირადული  –  არსებობს აქსიომა, რომ “ადამიანებს იქამდე არ აინტერესებთ რამდენი იცი, სანამ არ გაიგებენ რამდენად გაინტერესებს”. კლასიკური ბიზნეს თეორია ურჩევს ლიდერებს თავი შორს დაიჭირონ სხვისი პირადი ცხოვრებიდან, თუმცა ამ შემთხვევაში შეუძლებელი  იქნება მათი რეალური დამოკიდებულების გამოვლენა. ამიტომ დაუახლოვდით მათ, სანამ რამის შეცვლა შეიძლება.

 იყავით კონკრეტულები კომუნიკაციისას სიმარტივესა და ლაკონურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დრო არასდროს ყოფილა ისეთი ღირებული, როგორც დღეს. ლიდერები ბევრს შრომობენ მცირე პერიოდში მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. ამას უნდა ელოდნენ სხვებისგანაც. ამიტომ საჭიროა ზედმეტის მაქსიმალურად შეკვეცა.

იყავით კრეატიულები ჩაკეტილი გონება ახალი შესაძლებლობების დამაბრკოლებელი უპირველესი ფაქტორია. ლიდერები ყოველთვის წარუდგენენ კოლეგებს ახალ პროექტს, რათა გამოავლინონ განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლები. ამას აკეთებენ არა იმისთვის რომ აზრი შეიცვალონ, ან ისინი გადაარწმუნონ, არამედ გაიგონ მათი რეალური დამოკიდებულება. გასაოცარია, რამდენ ადამიანს ეშინია განსხვავებული აზრის გამოხატვის, მაშინაც კი როდესაც ის მართლა საინტერესო და ნოვატორულია.

გაჩუმდით და მოუსმინეთ შედეგი მიიღება მხოლოდ დიალოგის შედეგად და არა ლექციის ან მონოლოგის წაკითხვისას. როდესაც დარწმუნდებით, რომ მიზანი მიღწეულია არა დაუსრულებელი საუბრით, არამედ “ყურის გამობერტყვით”, ჩათვალეთ, რომ კარგი კომუნიკატორობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.

შეცვალეთ ეგო ერთიანობით – ლიდერებისათვის საუკეთესო ვარიანტია არ “გამოწერონ ჩეკი” ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის “განაღდებაც” მათ ნიჭსა და შესაძლებლობებს არ შეუძლია.  როდესაც ურთიერთობა ეყრდნობა  თანაგრძნობასა და მზრუნველობას, სიბრაზე გადადის პატივისცემაში, ეჭვი კი ნდობაში.

ამოიცანით რეალობა – გამოიყენეთ შესვენებები და გამოიკვლიეთ ნებისმიერი ლიდერი, რომელიც თავში მოგივათ. დაკვირვებისას მიხვდებით, რომ მათ ჰქონდათ უდიდესი უნარი გამოეცნოთ ის, რაც არ იყო განხილული, დამოწმებული, მოსმენილი და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენადაა განვითარებული კომუნიკაციის სისტემა, შეუძლებელია ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება და გააზრება. იყავით ყურადღებით ფართოდ გახელილი თვალებითა და დახურული პირით და თავადვე გაოცდებით როგორ გაიზრდება თქვენი ორგანიზაციული შეფასება.

ყოველთვის გამოიკვლიეთ სასაუბრო თემა  წინააღმდეგ შემთხვევაში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდება თქვენთან ურთიერთობის სურვილი. წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობას ნაკლებად სურს მოისმინოს იმ პირების საუბარი, რომელთაც სიტყვის დამატება არ შეუძლიათ არსებულ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენას ამჯობინებენ.  კარგმა კომუნიკატორებმა ყოველთვის იციან საკუთარი სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ ისინი იყენებენ ორივე ასპექტს “რა?” და “როგორ?”.  შედეგად კი არ სჭირდებათ ნერვიულობა იმაზე, რომ ხალხი საკუთარი გამოსვლით შთაბეჭდილების ქვეშ დატოვონ.

ესაუბრეთ ჯგუფებს როგორც ინდივიდებს  – ლიდერებს ყოველთვის არ გააჩნიათ პირადად საუბრის ფუფუნება. საუკეთესო კომუნიკატორი ყოველთვის მოახერხებს ისეთი სიტყვის შედგენას, რომელიც 10 ათას კაცამდე ისეთივე ემოციით მივა, როგორც 10–მდე.

მზად იყავით მესიჯის შესაცვლელად სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის ერთ–ერთი ასპექტი არის ის, თუ როგორ გაგრძელდება სიტყვა გეგმის დარღვევის შემთხვევაში.  ამას ეწოდება “სათადარიგო გეგმა”. იგი საჭირო ხდება მაშინ, როდესაც არსებული ტაქტიკა არ ამართლებს, რაც კარგი ლიდერების შემთხვევაში საკმაოდ იშვიათია. გამოიყენეთ კითხვები, იუმორი, მოყევით ისტორიები, გაავლეთ პარალელები. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ აუდიტორიაში ინტერესის გაღვიძებაში.

ნუ გადაწყვეტთ საუბარს მხოლოდ  მაშინ, როდესაც თქვენ ხართ მზად. გაითვალისწინეთ მოპირდაპირე მხარის ინტერესებიც. ამასთან, კომუნიკაციისას სიტყვა უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს, იყოს კარგად გააზრებული, სოლიდურ ბიზნეს ლოგიკაზე დაყრდნობილი, ფრთხილად შედგენილი, ლაკონური და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კომუნიკაცია არაა მხოლოდ თქვენი სურვილებისა და პოზიციების გამოხატვის საშუალება. ის ემსახურება აუდიტორიის საჭიროებების, ღირებულებებისა და დამოკიდებულების გამოვლენას. მიჰყევით ამ მითითებებს და მნიშვნელოვნად შეამცირებთ კომუნიკაციისას წარმოშობილი პრობლემების რაოდენობას.

კომენტარები

comments