10 გზა უფროსის მოსატყუებლად

თარიღი July 6, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 10 გზა უფროსის მოსატყუებლად


ყველა ადამიანი განსხვავებულად მოქმედებს  შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფ და მეტი ძალაუფლების მქონე პირებთან.  ამ დროს დამახასიათებელია: უფროსების შეუპოვრად დაცვა, თავის არიდება მათ შესახებ უარყოფითი მოსაზრებების მოსმენისაგან, განსაკუთრებული ინტერესი უფროსის ყოველი მოძრაობისადმი, გადაწყვეტილებებზე  შეწინააღმდეგების გარეშე დათანხმება და ა.შ.  ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, რადგან ქვეცნობიერად იგრძნობა შიში და ზეწოლა ხელმძღვანელობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, სამუშაო პროცესში პატივისცემის გამოხატვა საკმაოდ ყალბი გამოდის.

გირჩევთ, იყოთ გულწრფელები ნებისმიერი პროფესიული ურთიერთობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბოსი მოულოდნელად გამოჩნდება და „ფსიქოლოგიური ბუნკერის“ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არის – ტყუილი. თუმცა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ბოროტი და კეთილი ტყუილი, რადგან მათ შორის არსებითი განსხავებაა.

ბოროტი ტყუილი ნიშნავს ვიღაცის შეცდომაში შეყვანას პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად, კოლეგებს შორის უსამართლო ან დაუმსახურებელი უპირატესობის მოსაპოვებლად, დანაშაულის სხვაზე გადასაბრალებლად, არაკეთილსინდისიერი ან კვალიფიკაციის ნაკლებობით გამოწვეული შეცდომების დასაფარავად და ა.შ. ის დამანგრეველია როგორც ხელმძღვანელებისა და კოლეგებისათვის, ისე კომპანიის განვითარებისათვის.

კეთილი ტყუილი კი მიმართულია აღნიშნული „ბუნკერის მენტალიტეტის“ თავიდან აცილებისკენ, რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ საკუთარი პიროვნება მაშინაც კი, როდესაც ყველა ინსტინქტი მოგიწოდებთ გადამალოთ ის უშორეს კუთხეში. ეს საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, რომლის გარეშეც უფროსის თვალში აღიქმებოდით უინიციატივო და უთავმოყვარეო ადამიანად. კეთილი ტყუილი საშუალებას იძლევა გამოიმუშაოთ  სხეულის მართვის უნარებიც.

ქვემოთ მოცემულია 10 ნაბიჯი, რომელიც ბოსის მოტყუების საშუალებას გაძლევთ მაშინაც კი, როდესაც  ხართ მორცხვი და  დაბნეული.

1. აკონტროლეთ უფროსის დამოკიდებულება თქვენი სხეულის თითოეულ მოძრაობაზე

მთავარი არის არა ის, რისი გამოხატვა გსურდათ არავერბალური სიგნალების დახმარებით, არამედ როგორ აღიქვამს მას უფროსი. მაგალითად, საუბრის დროს ხელების გადაჯვარედინებით შესაძლოა გსურდეთ კომფორტულობის, სიცივის ან კონცენტრირებულობის გამოხატვა, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია რა სიგნალად მივა ის უფროსამდე: დაუცველობად,  წინააღმდეგობად თუ ცდუნებად. ამის საპირისპიროდ, ხელების წელის დონეზე გაჩერება ხელმძღვანელთა უმრავლესობისაგან აღიქმება თავდაჯერებულობად და უჩნდება ნდობა.


2. გახდით ტექნოლოგიათა ექსპერტი

ეცადეთ გამოჩნდეთ თავდაჯერებული ან ოპტიმისტი მაშინაც კი, როდესაც გაურკვეველ  მდგომარეობაში ხართ ან საპირისპიროს ფიქრობთ. არსებობს ტექნოლოგია,  რომელიც საშუალებას მოგცემთ მოცემულ მომენტში წარსულში განცდილი  ემოცია  გამოხატოთ.  მთავარია სწორად შეარჩიოთ ის.  წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც  იყავით ენთუაზიაზმით აღსავსე და დარწმუნებული საკუთარ ქმედებებში. გააცოცხლეთ  სურათი გონებაში, რაც დაგეხმარებად უფროსის წინაშე ბუნებრივად მოიქცეთ.

3. მართეთ სხეულის პოზ

ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების დასკვნების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2 წუთის განმავლობაში სხეულის „მდიდრულ“ პოზაში წარმოჩენისას (ხელები კისერზე ან ფეხები სამუშაო მაგიდაზე)  გამოიყოფა ტესტოსტერონის (ჰორმონი, დაკავშირებული ძალასა და მმართველობასთან) დიდი და კორტისოლის (სტრესის ჰორმონი) მცირე რაოდენობა. გამოიყენეთ ეს ხერხი უფროსთან შეხვედრამდე, რადგან ის მატებს თავდაჯერებულობას, ძალაუფლების განცდას და ტოლერანტობას რისკისადმი როგორც კაცებს, ისე ქალებს. ამავე დასკვნებით დასტურდება, რომ ადამიანების გადაწყვეტილებებზე სხვის აზრზე მეტად, საკუთარი დამოკიდებულება ახდენს გავლენას.

4. შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი

შესაძლებელია  მორცხვი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ან კარგად აღზრდილი ადამიანებისათვის  თვალებით მუდმივი კონტაქტი არც ისე კარგ ტონად ითვლება, მაგრამ 50–60 %–ში ხელმძღვანელები ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში პერსონალისაგან სწორედ ამას მოითხოვენ. თუ თვალებს მუდმივად ძირს ხრით (რაც მორჩილების ნიშანია) ან აქეთ–იქით აცეცებთ, ამით ადასტურებთ, რომ  არ გინდათ  მოცემულ ადგილას ყოფნა, არ ეთანხმებით საკუთარ მოსაზრებებს ან რაღაცის დაფარვას ცდილობთ. ამ უნარის გამოსამუშავებლად ყველა შეხვედრის დროს შეეცადეთ გაარკვიოთ პარტნიორის თვალის ფერი.

5.აკონტროლეთ ხმის ტონი და სიმაღლე

გაბრაზების ან შეშფოთების დროს ხმის ტონი იმატებს, ამიტომ უფროსთან დალაპარაკებამდე ეცადეთ დამშვიდდეთ და დაუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმეჯერ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვით.   ხმის ტემბრის ცვლილებამ შესაძლებელია საუბარი კითხვის დასმად ან მხარდაჭერის ძიებად წარმოაჩინოს. მის გასაკონტროლებლად მისდიეთ მითითებებს: საუბარი დაიწყეთ ერთი ტონით, წინადადების შუაში მოუმატეთ და დაასრულეთ შედარებით წყნარად საუბრით.

6. აკონტროლეთ სუნთქვა

სტრესი და სიბრაზე იწვევს დაძაბულობას და სუნთქვას არაკონტროლირებადს ხდის. მისი  დარეგულირების ერთ–ერთი ხერხია  წონის თანაბრად გადანაწილება, ნიკაპის დონეზე  პირდაპირ ყურება, ყელის დასვენება, 6–მდე მშვიდად  დათვლა, მუშტების შეკვრა  და  სხვა. ამოსუნთქვის შემდეგ მოეშვით და მიეცით კუნთებს დასვენების საშუალება.

7. აკონტროლეთ ხელები

ტვინზე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის აქტიურად მოქმედებს არა მარტო საუბრისას, არამედ ხელებით მანიპულირების დროსაც. მანამ, სანამ ჟესტიკულაცია მჭიდროდაა დაკავშირებული მეტყველებასთან, ხელებით კონტაქტი ფიქრების გამოხატვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის აზრის ნათლად გადმოცემის და მოკლე წინადადებებით საუბრის საშუალებას იძლევა. საკმაოდ ხშირია გაუცნობიერებლად სამკაულებით თამაშის შემთხვევები, რაც დაუშვებელია უფროსთან შეხვედრის დროს.


8. გაიღიმეთ

ჩარლზ გარფილდმა, რუსეთის ოლიმპიური მძლეოსნობის გუნდის მწვრთნელმა, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: როდესაც მისი გუნდის წევრები გამოფიტულები და დაღლილები ვარჯიშობდნენ, ეს სახეზე საკმაოდ ცუდად აღიბეჭდებოდა.  ამიტომ  სთხოვა მათ ყოველ ჯერზე ღიმილით გაეკეთებინათ საქმე. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებამ გამოიწვია ის, რომ მოთამაშეეები 2–3 ით მეტ აზიდვას აკეთებდნენ.

განურჩევლად საქმიანობისა, როდესაც მას შეწუხებული და გაბრაზებული აკეთებთ, ტვინს ეგზავნება მესიჯი, რომ   საქმე ძალიან რთულია და საჭიროა მისი შეწყვეტა. საპასუხოდ იგზავნება სტრესის ელემენტები და იქმნება წრე, რომლის მიხედვითაც რაც უფრო მეტად განიცდით სტრესს, მით უფრო რთული ხდება დავალება.

ღიმილი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს  სხვების თქვენდამი დამოკიდბულებაზე. ასე რომ, გაიღიმეთ უფროსის ოთახში შესვლისას. გულწრფელი ემოციები არა მხოლოდ თქვენს კარგად ყოფნას უზრუნველყოფს, არამედ აგზავნის მესიჯებს უფროსთან ნდობასთან დაკავშირებით. როდესაც ვინმეს უცინით, აუცილებლად მიიღებთ საპასუხო რეაქციას, ხელმძღვანელის შემთხვევაშიც კი. ეს კი მისი ემოციური მდგომარეობის დადებითი მხრისაკენ შემობრუნებას უზრუნველყოფს.

9. ჩაცმის ეტიკეტი

შესაძლოა მართალიცაა ძველი გამონათქვამი “წიგნს გარეკანით ვერ  განსაზღვრავ”, მაგრამ პროდუქციის შეფუთვის დიზაინერებმა შექმნეს  ინდუსტრია, რომლის წყალობითაც ადამიანები საქონელს სწორედ მისი  გარეგნული იერსახით აფასებენ. უფროსის მხრიდან თანამშრომლების  შეფასების ერთ–ერთი მხარე სწორედ ვიზუალია, რომელიც გულისხმობს  ჩაცმულობას და სისუფთავეს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევები  იმასაც კი ამტკიცებს, რომ ქალბატონები მაკიაჟით უფრო მეტად კომპეტენტურებად აღიქმებიან, ვიდრე მის გარეშე.  გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა და გამოეწყვეთ სათანადოდ, თუ გსურთ თავი მოაწონოთ უფროსს.

10.  საშუალება მიეცით სხეულს თქვენს ნაცვლად ისაუბროს

გამართული დგომა თვითდაჯერებულობის ერთ–ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. რაც უფრო მეტად შეეცდებით დაფაროთ სხეული გადაჯვარედინებული ხელებით, ფეხებით ან სხვა ჟესტით, მით მეტად დაუცველი და დაბნეული გამოჩნდებით. მაგალითად,  მიტყუპებული ფეხები აღიქმება  მორიდებულობად ან  მერყეობად. მხრების დონეზე გაშლისას კი  ბევრად სოლიდური და საკუთარ თავში დარწმუნებულის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

ძალა და სტატუსი იზომება სივრცითა და სიმაღლითაც. დგომის მომენტში შედარებით მეტი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ მსხდომებზე. ჯდომის საუკეთესო ვარიანტი კი ორივე ფეხის სწორად დადგმაა. ხელების სხეულიდან მოშორებით დაჭერა და საკუთარი ნივთების საკონფერენციო მაგიდაზე გაშლა უფრო გააღრმავებს საკუთრების განცდას.

ფიქრობთ რომ ამდენის დამახსოვრება საკმაოდ რთულია?! გეთანხმებით.

ამიტომ არ გირჩევთ დაიმახსოვროთ “კანონი” ფიზიკური ჟესტიკულაციისა და სახის გამომეტყველების შესახებ. პირველი იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რობოტად გამოგაჩენთ, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ უფროსთან შეხვედრისას უმთავრესია საუბრის შინაარსი და მიზანი. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა შესაბამისი მკაცრი პოზის დაჭერა პრინციპულობის გამოხატვისატვის, ან ღრმად ჩასუნთქვა  დასამშვიდებლად. გარდა ამისა, გირჩევთ მოერიდოთ სხეულით უფროსის შესახებ შეხედულების მკვეთრად გამოხატვას. დაიმახსოვრეთ, კარგი მანერები და სხეულის ენის სწორად გამოყენება “მატყუარების” საუკეთესო იარაღია.

წყარო: http://www.forbes.com/sites/carolkinseygoman/2012/04/18/10-good-ways-to-lie-to-your-boss/

 

 

კომენტარები

comments