როგორ ავიცილოთ კრედიტი

თარიღი July 23, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ავიცილოთ კრედიტი

ფინანსური პრობლემები, გაკოტრების საშიშროება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არასწორი დაგეგმვა, რესურსების გადახარჯვა, დანაზოგების შემცირება, მზარდი კრედიტები, დაზღვევის არარსებობა – ის ფაქტორებია, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. დანახარჯების მუდმივი კონტროლი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაკოტრების საფრთხე და მშვიდად იყოთ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი ქმედებები:

დაგეგმეთ ბიუჯეტი – წინასწარ განსაზღვრული ხარჯების ლიმიტი დაგიცავთ იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებებისგან და  დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ თანხა გადასახადებზე, საკვებზე, გართობაზე და ა.შ.

მუდმივად აკონტროლეთ კომპანიის თუ პირადი ფინანსური შედეგები და გადახდების გრაფიკი – სწორად აღრიცხვა თავიდან აგაცილებთ გადასახადთა ზრდას. ამისათვის ერთ–ერთი ხერხია მათი დაფარვისთანავე გაიაროთ კონსულტაცია ფინანსისტებთან და დაადგინოთ ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი.

კრედიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, როდესაც მის დაფარვას რამდენიმე თვეში შეძლებთ – წინასწარ დადგენილივადის გარეშე სესხის აღება დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო საქციელია და საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე შეიძლება მიგიყვანოთ. რაც უფრო გვიან ფარავთ მას, გადახდილი სარგებლის მოცულობა სულ უფრო გაიზრდება და მეტ და მეტ ხარჯებში აისახება.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას საკრედიტო შემოთავაზებებს – მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი შეთავაზება მიიღეთ, არ ნიშნავს მისი გამოყენების აუცილებლობას. მათი მომენტალურად უარყოფა დაგეხმარებათ თავი აიცილოთ პოტენციური ფინანსური მახისგან.

მუდმივად მზად იყავით „შავი დღისათვის“ – უზრუნველყავით შემოსავლის ნაწილის დანაზოგებში ავტომატური გადადება/გადარიცხვა. შეეცადეთ შეინახოთ იმ ოდენობის თანხა, რომელიც უზრუნველგყოფთ 6 თვის განმავლობაში სამსახურის დაკარგვის ან ფინანსური სიძნელეების დროს.

გამოიყენეთ დაზღვევა – ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევა გაკოტრებისაგან თავის არიდების უპირველესი ფაქტორებია. გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯები, წყალდიდობითა და ხანძრით გამოწვეული ზარალი უდიდეს ფინანსურ ზიანს აყენებს ადამიანებს.

კომენტარები

comments