მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

თარიღი September 23, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ წელიწადში 6,9 მილიარდიდან 17,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

კომპანია Facebook-ის შემოსავლები 2011 წელს 4,27 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ასეთი პროგნოზი კვლევითმა კომპანია EMarketer Inc-მა გამოაქვეყნა. ანალიტიკოსების მოლოდინის თანახმად, 2011 წელს რეკლამიდან სოციალური ქსელის შემოსავლები 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რაც გასული წლის მაჩვენებელს 104%-ით აღემატება. ქსელის შიდა გადახდებისგან კი კომპანია 470 მილიონ დოლარს მიიღებს, ეს 2010 წლის მონაცემის გასამმაგებული რაოდენობაა.

EMarketer-ის ანალიტიკოსის დებრა უილიამსონის განცხადებით, სოციალური ქსელი გააგრძელებს საკუთარი შემოსავლების დივერსიფიცირების კურსს, რის შედეგადაც სარეკლამო ამონაგები სხვა სახის შემოსავლებთან შედარებით შემცირდება. EMarketer-ის შეფასებით,   Facebook-ის შემოსავლებმა 2006 წლის 40 მილიონი დოლარიდან გასულ წელს 2 მილიარდ დოლარამდე მოიმატა. ამასთან, ინტერნეტ-რეკლამის ბაზარზე სოციალური ქსელის წილი 12-დან 18%-მდე გაიზრდება.

უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგში კი, რომელიც „ფორბსმა“ გამოაქვეყნა, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით Google-ის შემქმნელებს სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს გაუსწრო. ერთ წელიწადში მისი ქონება 6,9 მილიარდიდან 17,5  მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც Facebook-ის წილის გაყიდვა გახდა. თუმცა მას საიტ Amazon.com-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა გაუსწრო, რომელმაც 19,1 მილიარდიანი ქონება დააგროვა. რეიტინგის ლიდერი კი კვლავ Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც 59 მილიარდ დოლარად შეფასდა. 39 მილიარდი აქვს საინვესტიციო გურუს უორენ ბაფეტს, 33 მილიარდი კი Oracle-ის ხელმძღვანელს ლარი ელისონს.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments