მარტივი წესები ბედნიერებისთვის

თარიღი December 12, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მარტივი წესები ბედნიერებისთვის

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც გაცილებით გაგიადვილებთ ცხოვრებას.

1.    ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს

უკლებლივ ყველა ადამიანი განსხვავებული ადგილიდან იწყებს ცხოვრებაში მოგზაურობას, თუმცა არავინ იცის, საით წაიყვანს მათ გზა. ამიტომ საკუთარი თავის ვინმესთან გაიგივება მხოლოდ დროის ფუჭი ფლანგვაა.

2.    ნუ იდარდებთ უკონტროლო მოვლენებზე

მართალია, მნიშვნელოვანია ეკონომიკაში და ბაზრებზე მიმდინარე პროცესები და სხვების მოქმედებების შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა, თუმცა მთავარი მაინც საკუთარი გადაწყვეტილებების და ფიქრების კონტროლია.

 3.    დაიცავით ზღვარი

თუ სამსახური ყველაზე მნიშვნელოვან რამედ მიგაჩნიათ მთელს დედამიწაზე და მას პირადი სივრცისა და ერთიანობის დარღვევის საშუალებას აძლევთ, დაიმახსოვრეთ, ამით საკუთარი თავის გარკვეულ ნაწილს აზიანებთ.

 4.    ნუ გადატვირთავთ თავს ან გუნდს

შესანიშნავია ენთუზიაზმი და დამატებითი სამუშაოს შესრულების სურვილი, თუმცა იმ დაპირებების გაცემა, რომლის განხორციელების ძალა არც თქვენ შეგწევთ და არც გუნდს, ადვილად იწვევს წარუმატებლობას და იმედგაცრუებას.

 5.    დაიმახსოვრეთ, რომ საკმარისი დრო გაქვთ

ფიქრობთ, რომ დროში ხართ შეზღუდული? მაშინ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაღვიძებისთანავე თქვენც ზუსტად იგივე 24 საათი მოგეცათ, რაც სხვებს, ამიტომ შეწყვიტეთ წუწუნი.

6.    ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ასე სერიოზულად

 საკუთარ შეცდომებზე სიცილი არა მხოლოდ უფრო ბედნიერს, არამედ გაცილებით ძლიერსა და გავლენიანს გაგხდით, რაც სხვების თვალში პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ. თუ თავად არ შეგიძლიათ საკუთარ ნაკლზე სიცილი, ამას სხვები გააკეთებენ თქვენს ზურგს უკან.  

 7.    თავს ნუ შეიწუხებთ სიძულვილით

ზიზღი ემოციის პარაზიტია, რომელიც ენერგიასა და ჯანმრთელობას გართმევთ. თუ მიმდინარე პროცესებში რაღაც არ მოგწონთ, მოინდომეთ და შეცვალეთ ის. გავლენის არქონის შემთხვევაში კი უმჯობესია დაივიწყოთ, რადგან არ ღირს ნერვიულობა.

 8.    ნუ მისცემთ წარსულს მომავლის დაგეგმვის უფლებას

წარსულის შეცდომების ზემოქმედების ქვეშ მოქცევა დაბურული სარკით ავტომობილის მართვას ჰგავს. ასე სიარულს მხოლოდ მანამდე შეძლებთ, სანამ რაიმე მყარ ნივთს შეეჯახებით.

9.    ნუ ეცდებით ყველა კამათის მოგებას

ზოგჯერ კამათი აზრს კარგავს, რადგან გაცილებით მარტივია მიზნის მიღწევა საწინააღმდეგო მხარის მიერ თავის გამარჯვებულად მიჩნევის შემთხვევაში. მთავარი არა გამარჯვება, არამედ მის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებებია.

10. გახსოვდეთ, რომ არავინ იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე

თუ სამუშაო გარემოთი უკმაყოფილო ხართ, ეს მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალეთ, რადგან არავინაა ვალდებული სასურველი სამსახური  მოგიძებნოთ. თავად იზრუნეთ ამაზე ან შეცვალეთ რაღაც უკვე არსებულში.

 11. ხშირად გაიღიმეთ

 თანამედროვე მიდგომების თანახმად, სიცილი ბედნიერების შედეგი არაა, ის მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ბედნიერებას. გამონახეთ ღიმილის მიზეზები და ნურასდროს დაიშურებთ მას.

 12. ნუ იჭორავებთ

მანამ, სანამ ვინმეს შესახებ რაიმეს მოყვებით ან მსგავს ისტორიებს მოისმენთ, 4 კითხვა დაუსვით საკუთარ თავს: 1. რამდენად შეესაბამება სიმართლეს? 2. რამდენად არის საჭირო მისი მოყოლა? 3. რამდენად კეთილგონივრულია ამის გაკეთება? 4. რამდენად ისურვებდით საკუთარ თავზე იგივეს მოსმენას?

 13. ნუ განიცდით, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

 თქვენ არ შეგიძლიათ აზრების კითხვა და ვერც სიცრუის დეტექტორზე გაატარებთ გარშემომყოფებს, ამიტომ ვერ  გაარკვევთ რეალურად რას ფიქრობენ ისინი თქვენზე. ნურც შეეცდებით ამის გარკვევას, რადგან დროსა და ენერგიას დაკარგავთ უშინაარსოდ.    

 14. რაც არ უნდა ცუდად (ან კარგად) იყოს საქმე, აუცილებლად შეიცვლება

 ბუნების კანონია, რომ ყველაფერი იცვლება. როგორც გურუები აღნიშნავენ, ყველაფერი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. არ აქვს მნიშვნელობა გიხარიათ, განიცდით თუ რაღაც გარდამავალია, ის აუცილებლად შეიცვლება.

 15. გადაყარეთ ყველაფერი უსარგებლო და არამიმზიდველი სამუშაო მაგიდიდან

 იფიქრეთ იმაზე, რომ მთელი ცხოვრების დაახლოებით მესამედის გატარება სამსახურში გიწევთ. რაში გჭირდებათ გვერდით გამოუსადეგარი ნივთები?

  გახსოვდეთ, ყველაფერი კარგი წინაა, მნიშვნელობა არ აქვს რა! 

 

წყარო

კომენტარები

comments