მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

თარიღი October 17, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა

კარგი კადრები კონკურენტ კომპანიებში მიდიან მაშინ, როცა მათ კომპანიაში არასასიამოვნო გარემოა.  ამიტომ აუცილებელია, თავი ავარიდოთ შეცდომებს, რომლებიც კადრების დაკარგვას იწვევს. ჟურნალმა „Computerwoche“ მენეჯერების 5 ყველაზე დიდი შეცდომა გამოაქვეყნა.

შეცდომა 1: საკუთარი იდეების აკრძალვა

მენეჯერები ხშირად ფიქრობენ, რომ  მათი გადაწყვეტილება ყოველთვის სწორია. ამ დროს ისინი ვერ ხვდებიან და არ ითვალისწინებენ იმას, რომ კადრებსაც ბევრი კრეატიული იდეა აქვთ. მენეჯერების ასეთი ქმედება არამარტო თანამშრომლების იდეებს ბლოკავს, არამედ ზეგავლენას ახდენს კომპანიის გარემოსა და პოტენციალზე.  როდესაც კარგ კადრს არ ეძლევა საშუალება  იფიქროს მუშაობისას, ის აუცილებლად მოძებნის სხვა სამუშაოს.

კადრის კრეატულობას ხელი უნდა შეუწყოს ნებისმიერმა კომპანიამ და მისცეს მას თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალება. ასე იქცევა უმსხვილესი კომპანია Google: იქ მომუშავე ინჟინრები სამუშაო დროის 20%-ს  საკუთარი იდეების განვითარებაზე ხარჯავენ.

შეცდომა 2: მიკრო მენეჯმენტის ხაფანგში მოხვედრა

არსებობენ კომპანიები, სადაც ხელმძღვანელები ყოველ წვრილ ხარჯს, სამუშაო დროის დამადასტურებელ ჩანაწერებს აკონტროლებენ. კადრის განვითარებასა და შემდგომ განათლებაზე კი მხოლოდ უსიამოვნოდ თანხმდებიან. ამგვარ პირობებში კადრებს ეკარგებათ მუშაობის სურვილი. იქ, სადაც მენეჯერი ყველაფერს აკონტროლებს, კადრებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ მას არ ენდობიან.  სისტემატური Feedback მიკრომენეჯმენტის ხაფანგს თავს აარიდებს.

შეცდომა 3: ცრუ მოლოდინის შექმნა

კადრები ეძებენ გამოწვევებს და სურთ მეტი პასუხისმგებლობა. კომპანიებმა უნდა შეუქმნან კადრებს რეალური მოლოდინი. თუ არ შეგიძლიათ, თქვენს კადრს მისცეთ მისი პროფილისთვის შეუფერებელი დავალება, გთხოვთ იზრუნოთ ამაზე მომავალში. მაგალითად, კომპანიის მიერ სასაწავლებლად გაგზავნილი კადრი მოელის, რომ დაბრუნების შემდეგ, მას ახალი პოზიცია ან ახალი დავალებები ექნება შესასრულებელი. თუ ეს ასე არ მოხდა, კადრი იმედგაცრუებული დარჩება.

შეცდომა 4:  არ მოსმენა

ყოველმა მენეჯერმა უნდა იცოდეს  თავისი კადრის შესაძლებლობები და მისწრაფებები. თანამშრომლების კრიტიკა და აღშფოთებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული მენეჯერის მიერ. ხშირად ცდება ის, ვინც არ უსმენს თავის კადრებს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, სხვების აზრის გაუთვალისწინებლად იღებს.

შეცდომა 5: გარემოს შეცვლა შედეგებზე დაფიქრების გარეშე

ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას მენეჯერები კადრებზე უნდა დაფიქრდნენ. ვინც მხოლოდ ფინანსურ ინტერესებს მიყვება და სამუშაო გარემოს აზიანებს ან ცვლის,  ხშირად კარგ კადრებზე უარის თქმა უწევს.

მაგალითად, Washington University School-მა გაანახევრა კადრები. დარჩენილ კადრებს კი გაცილებით მეტი მუშაობა უწევდათ. შედეგად, 1 წლის განმავლობაში კომპანიის წამყვანი სპეციალისტების  10%-მა სამსახური დატოვა.

კომენტარები

comments