მეწარმე თუ ლიდერი?

თარიღი January 13, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მეწარმე თუ ლიდერი?

მეწარმეებსა და ბიზნეს ლიდერებს თავიანთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ბიზნეს სფეროში. სწორედ მეწარმეა გზის გამკვალავი, ხოლო ბიზნეს ლიდერი ამ გზას გზატკეცილად აქცევს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ მეწარმეები ჩვენს ცხოვრებას და, ზოგადად მსოფლიოს, ცვლიან. გაიხსენეთ სტივ ჯობსი (Apple), ჰერბ კელეჰერი (Southwest Airlines), ბილ გეითსი (Microsoft), ჰენრი ფორდი (Ford Motor Co.) ამ ადამიანებმა მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიო დონეზე შეიტანეს ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებები.

როგორ გაიგოთ, მეწარმე ხართ თუ ბიზნეს ლიდერი? ჯერ ვნახოთ რა დამახასიათებლები აქვს ერთსა და მეორეს. უპასუხეთ მომდევნო კითხვებს, თუმცა გახსოვდეთ, სწორი და არასწორი არ არსებობს.

დაპირებებს უფრო იძლევით თუ ასრულებთ დაპირებებს?

მეწარმეები უფრო მეოცნებენი არიან. ისინი უამრავ პირობას დებენ და ყველანაირად ცდილობენ შეასრულონ კიდეც. მაგრამ ამას ხშირად ცუდ შედეგებამდეც მიყავთ ისინი: ვერ ასრულებენ დანაპირებს, ხშირად დანაპირების შესრულებას ინოვაციებსა და ახალ იდეებზე  ორიენტირება უსწრებს, რის შედეგადაც პირობები ვერ სრულება. ბრწყინვალე  იდეებს შეუძლიათ დღევანდელი დღის პრიორიტეტები უკანა პლანზე გადაგადებინოთ, რაც თქვენს დღის წესრიგს ნამდვილად არ არგებს.

ლიდერები საქმის შემსრულებლები არიან. ისინი პირობებს ასრულებენ, მაგრამ ამას მარტო არ აკეთებენ. ქვემოთ ჩამოთვლილია 3 საიდუმლო, რომელიც განსაზღვრავს ნამდვილი ლიდერებისა და მეწარმეების წარმატებას. მათი წარმატება კი ამ სამ ადამიანზეა დიდწილად დამოკიდებული:

  1. მთავარი საოპერაციო განყოფილების ოფიცერი, რომელიც პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას
  2. ფინანსური განყოფილების თანამშრომლები (მთავარი ფინანსური ოფიცერი, ბუღალტერი, კონტროლიორი და ა.შ) რომლებმაც ასევე პატიოსნად უნდა აღასრულონ სამუშაო
  3. ადმინისტრატორი ან აღმასრულებელი თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ზემოთჩამოთვლილი თანამშრომლის პირნათელ სამსახურს

მარტოხელა მგელი ხართ თუ წინამძღოლი ძაღლი?

ბევრი მეწარმე მარტო იწყებს საკუთარ საქმიანობას, რადგან ზოგს არ მოსწონს სხვებთან ერთად „თამაში“. იდეა გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ იდეა, ეს ყველაფერი ფორმას იძენს და უცბად ბიზნესიც იბადება. ძირითადად მეწარმეები საკუთარ იდეებზე დაფუძნებულ გზას მიჰყვებიან და იდეებს რეალობად აქცევენ.

ბიზნესის სწორ გზაზე დაყენება და მისი ეფექტურად მართვა დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. მომხმარებლები, ვაჭრები, თანამშრომლები, ასოციაციები… კონკურენტებიც კი ადამიანთა რესურსს მოითხოვენ, რომ კონკურენციის პირობებში კომპანია არ დამარცხდეს.

ლიდერის წარმატებული საქმიანი ურთიერთობები დამოკიდებულია ხარისხიან თანამშრომლობაზე.

კრეატიულობა თქვენი ბუნების ნაწილია თუ ის, რაც უნდა გამოიმუშავოთ?

შემოქმედებითი ნიჭი ძალიან სათუთი რამაა. ის ყველა მშობელს შეუძლია ჩაკლას, მაგრამ მისი განვითარება კიდევ უფრო რთულია.

ნიჭის ხელშეწყობა-განვითარება საკმაოდ ძნელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის ნიჭი. სტივ ჯობსი იყო „დიზაინის მანიაკი“ რომელიც ავადმყოფობის დროსაც კი, როცა საავადმყოფოში იყო, საკუთარი ჟანგბადის ნიღბის დიზაინის შეცვლას ცდილობდა. ასეთი იყო მისი ბუნება, კრეატიულობისკენ სწრაფვა.

ასე რომ თუკი თქვენ სხვებს შთააგონებთ – ლიდერი ხართ, ხოლო თუ თქვენ შთაგაგონებენ, მეწარმე. არ ხართ დარწმუნებული?

ჰკითხეთ გარშემომყოფებს!

 

 

 

 

კომენტარები

comments