როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

თარიღი January 16, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ ვმართოთ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები

სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, თანამშრომლები რომლებიც სახლიდან მუშაობენ, უფრო კმაყოფილები არიან და ნაკლბი შანსია, რომ ისინი თქვენი კომპანიიდან სამუშაოდ სხვაგან წავიდნენ. თანაც ისინი ნაკლებს წუწუნებენ, ვიდრე ის მუშაკები, რომლებიც ოფისში მუშაობენ.

მაგრამ როგორ მუშაობენ ყოველდღიურად თქვენი „ვირტუალური“ თანამშრომლები? ქვემოთ ჩამოთვლილია 5 რჩევა მენეჯერებისთვის, ვისაც მსგავსი ტიპის თანამშრომლებთან აქვთ საქმე.

თუ დაიქირავეთ თანამშრომელი ვირტუალურ პოზიციაზე, ეს მშვენიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიქირავოთ მუშაკი, რომელსაც ტრანსპორტის ხარჯებს არ დაუფარავთ.

მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია. თუ ქირაობთ ადამიანს „ვირტუალურ„ პოზიციაზე, ეს მშვენიერია. თქვენ არ გექნებათ გადასახდელი მისი სატრანსპორტო გადასახადები. მაგრამ მისთვის ინფორმაციის მიწოდება არც თუ ისე მარტივია. თქვენ ზედმიწევნით კონკრეტულად უნდა აუხსნათ თუ რა მოვალეობები აკისრია მას. სირთულე კი ამ ადამიანისთვის მისი მოვალეობების ვირტუალურად ახსნაში მდგომარეობს. ეცადეთ, გარკვეული დრო გაატაროთ მასთან. თუ სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ, შეხვდით ერთმანეთს, გაიცანით უკეთ. ეს შეუფასებელი დროა, რომელიც აუცილებლად წაადგება თქვენს ეფექტურ თანამშრომლობას.

ხანდახან ვირტუალურადაც შეხვდით ერთმანეთს 🙂 ტრადიციულად ოფისებში გაჯანჯლებული შეხვედრები უფრო ქაოსს ქმნის. არავინ იცის, ადრე როგორ ხდებოდა, მაგრამ ახლა ხშირად შეხვდებით მუდმივ 3-4 კაციან რიგს ჰოლში და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ დაგეგმილი გქონდათ კონკრეტულ დღეს შეხვედრა თანამშრომლებთან. ვირტუალურ შეხვედრებს რაც შეეხება, უფრო მარტივია, რადგან როცა ვერ ხედავთ ადამიანს, უფრო მარტივად იძირებით თქვენს სამყაროში. ყოველდღიურად შეამოწმეთ მისი საქმიანობა, კვირაში ერთხელ სატელეფონო ზარი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყველამ თავისი ამოცანა შეასრულოს.

კომუნიკაცია. აუცილებლად იყავით ხაზზე. იქნება ეს სხვადასხვა ტიპის მესენჯერის გამოყენება თუ კომუნიკაციის სხვა საშუალება.

გაუფრთხილდით დროს. ვირტუალურ თანამშრომლებს თქვენთან აქვთ ურთიერთობა, ამიტომაც ისინი ხშირად დაგისვამენ შეკითხვებს თქვენ ან სხვა კოლეგებს, რომელთაც ვირტუალური თანამშრომლები არც თუ ისე ხშირად ხვდებიან. ამიტომაც ჩართეთ ელ–ფოსტაზე გადამისამართების ფუნქცია. გადამისამართება მსგავსი ტექსტით: „ამ კითხვაზე გიპასუხებთ (სახელი, გვარი), ან რაიმე მსგავსი.

ეცადეთ ხანდახან შეხვდეთ ერთმანეთს. სულ სხვაა პირისპირ ადამიანების შეხვედრა და ეს მართლაც შეუფასებელია, თუმცა კვირაში 40 საათის განმავლობაში კოლეგის ყურება ცოტა არ იყოს და მომაბეზრებელია. ამიტომაც ყველაზე კარგი იქნება თუ თქვენს „ვირტუალურ“ კოლეგებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ნახავთ, შეიკრიბეთ ყველანი ერთად. თანამშრომლები, რომლებიც ერთ სივრცეში მუშაობენ, ისედაც ხშირად ნახულობენ ერთმანეთს. ასეთი ტიპის შეხვედრები ურთიერთობას შეგინარჩუნებთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

თქვენ როგორ მართავთ თქვენს ვირტუალურ თანამშრომლებს?

კომენტარები

comments