პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია

თარიღი June 4, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია


პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია გამოიყენება პროდუქტის და ინდუსტრიის სიმწიფის ეტაპების გასაგებად და გასაანალიზებლად. პროდუქტის ინოვაცია და გავრცელება ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ვაჭრობის ნიმუშებზე. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია პირველად გამოიყენა თეოდორ ლევიტმა, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის სტატიაში „გამოიკვილიე პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი“ 1965 წელს.

ყველაფერს რაც აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას ჰქვია პროდუქტი. ბაზარზე გამოტანილი ყველა პროდუქტი და ასევე თვითონ ბაზრებიც გადის ამ სასიცოცხლო ციკლს. იმის გასაგებად თუ რას მოიცავს პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, მოდით შევხედოთ მის განმარტებას.

 განმარტება

სასიცოცხლო ციკლი არის პერიოდი, რომელიც იწყება პროდუქტის ბაზარზე შესვლიდან და გრძელდება იქამდე, სანამ ის არ გავა ბაზრიდან. ეს ციკლი იყოფა განსხვავებულ 4 ეტაპად.

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის 4 ეტაპი

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი დაფუძნებულია ყველა ცნობილ ბიოლოგიურ სასიცოცხლო ციკლებზე დაყრდნობით. მაგ: როდესაც მცენარეს მიწაში ჩარგავენ, ეს არის Introduction stage – გაცნობის ეტაპი, როდესაც ის გაიდგამს ფესვებს მიწიდან ამოვა და აყვავდება, მცენარე იმყოფება Growth stage – ზრდის ეტაპზე. პერიოდს  როდესაც მცენარე მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს ეწოდება Maturity stage – სიმწიფის ეტაპი. მცენარის სიბერეს, როდესაც აღარ ყვავის და ხმება ჰქვია Decline stage – ვარდნის ეტაპი.

როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, პროდუქტიც გადის ამ სასიცოცხლო ციკლის 4 ეტაპს. პროდუქტის გაშვება ანუ ბაზარზე შესვლა ხდება I ეტაპზე. როდესაც პროდუქტი პოპულარობას და მომხმარებლების ნდობას მოიპოვებს ბაზარზე, ვითარდება, ანუ იმყოფება ზრდის ფაზაში. დროთა განმალობაში პროდუქტის გაყიდვები გაიზრდება, დაიკავებს შესაბამის ბაზრის წილს და სტაბილური გახდება, ის გადავა სიმწიფის ფაზაში. შემდეგ პროდუქტზე დიდ ზეგავლენას ახდენს უახლესი ტექნოლოგიური განვითარებები და ასევე ახალი კონკურენტების შემოსვლა ბაზარზე. მალევე პროდუქტი მოძველდება და საჭირო გახდება მისი ბაზრიდან გასვლა. ეს არის სასიცოცხლო ციკლის მახასიათებლები პროდუქტისთვის.

Introtuction stage

მარკეტინგული კვლევის ჩატარების შემდეგ კომპანია ანვითარებს პროდუქტს. როდესაც პროდუქტი მზადაა, ტესტ მარკეტინგის მეშვეობით გააქვთ რეალურ ბაზარზე და ამოწმებენ მის სიცოცხლისუნარიანობას. რეზულტატების დახმარებით კომპანია გამოასწორებს შეცდომებს. შემდეგ ხდება სხვადასხვა საჭირო   სტრატეგიების მეშვეობით პროდუქტის გაშვება. ბაზრის გაცნობის დროს პროდუქტს პატარა ბაზრის წილი აქვს, ასევე ბაზრის ზომა  და მარკეტინგული დანახარჯებიც მცირეა. გაცნობის ეტაპი არის პროდუქტის ბაზარზე გატანის ფაზა და არაა დაკავშირებული მოგებასთან! დიდი ყურადღებაა საჭირო პროდუქტის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. აუცილებელია ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოჩენა და აღმოფხვრა პროდუქტის მომავალი განვითარებისთვის. თუ შესწორებები ვერ გაკეთდება, მაშინ მარკეტოლოგმა თვითონ უნდა გაიტანოს პროდუქტი ბაზრიდან.

Growth stage

I ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, პროდუქტს უკვე გააჩნია საკმარისი რესურსები და ძალა, რომლებიც დაკვირვებით უნდა იქნეს გამოყენებული. მარკეტოლოგებმა უნდა მოახერხონ ხალხის ყურადღების მიპყრობა და მოიზიდონ ერთგული მომხმარებლები. ასევე უნდა ჩაიდოს ინვესტიციები „აგრესიულ“ რეკლამაში და მარკეტინგულ გეგმაში  პროდუქტის ბაზრის წილის გასაზრდელად. ასევე გაყიდვების სტიმულაციისთვის  მარკეტოლოგებმა სოწრი ტაქტიკის და სტრატეგიების მეშვეობით უნდა მოაწყონ ფასდაკლებები და აქციები. ასევე დავინახავთ მასშტაბის ეკონომიის ეფექტს. ამას მოყვება ფასების უკეთესობისკენ ცვლილება, მოგებაც იმატებს. მარკეტოლოგებმა უნდა ეცადონ პროდუქტის ხარისხის და მახასიათებლების შენარჩუნება. ასვე შეიძლება ახალი მახასიათებლების დამატება. ბრენდი ყალიბდება. ამ ყველაფრის მიზანია მომხმარებლება არჩიონ ეს პროდუქტი კონკურენტის მიერ შემოთავაზებულს. გაყიდვების ზრდასთან ერთად მატულობს დისტრიბუციის არხებიც და პროდუქტი მიეწოდება ფართო მასშტაბის მომხმარებლებს. მოგება და გაყიდვების ზრდა ამ ეტაპის მახასიათებლებია.

Maturity stage

პროდუქტის განვითარების ამ ეტაპზე კონკურენცია ძალიან იზრდება.  კომპანიები ცდილობენ ბაზრის წილის შენარჩუნებას და გაზრდას. კონკურენციის მატებასთან ერთად პროდუქტის ფასები ძალიან მცირდება. ყველა ორგანიზაცია ცდილობს მომხმარებლის გულის მოგებას და სთავაზობს სეგმენტს  დიფერენცირებულ, გამორჩეულ ან დაბალფასიან პროდუქტს. შედარებით მცირე კომპანიები ხდებიან მიმბაძველები და მაგალითს იღებენ დიდი კომპანიებისგან. მხოლოდ ძლიერი კომპანიები და პროდუქტები გადარჩებიან. ვინც ვერ იპოვის თავის ადგილს ბაზარზე, ლაპარაკია  შედარებით სუსტ კომპანიებზე, რომლებიც კონკურენციას და ფასების წნეხს ვერ უძლებენ, დგებიან ბაზრიდან გავარდნის საფრთხის წინაშე. ახალი, ინოვაციური და კრეატიული იდეები ძალიან ფასობს, რადგან პროდუქტი საჭიროა როგორმე განასხვავო კონკურენტებისგან. სიმწიფის ფაზაში ბაზარი რეგულირდება და გაჯერდება. გაყიდვები დიდია მაგრამ კონკურენციის გამო ფასები დაბალი. ბრენდის მიმართ კლიენტის ერთგულება ყალიბდება.

Decline stage

სტაბილური ზრდის და განვითარების პერიოდის შემდეგ, პროდუქტის გაყიდვებით შემოსული მოგება იხარჯება ბაზრის გაჯერებისთვის, კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის. მომხმარებელი ინტერესს კარგავს პროდუქტის მიმართ  და ეძებს სხვა გამოსავალს. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ამ ეტაპისთვის მახასიათებელია ბაზრის წილის, პროდუქტის პოპულარობის და შემოსავლის შემცირება. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტისთვის და სწორი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. კომპანიამ უნდა ჩაატაროს სხვადასვა ღონისძიებები ბაზარზე პროდუქტის პოპულარობის  გასაზრდელად. ეს ხდება გადასახადების შემცირებით, სხვა ბაზრების დაპყრობით ან ბაზრიდან პროდუქტის გამოტანით. მწარმოებელმა უნდა შეაჩეროს ყველა ნაკლებად მომგებიანი სადისტრიბუციო არხები და ფოკუსირება მოახდინოს პროდუქტის დიზაინის და მახასიათებლების დახვეწაზე, დაკარგული მომხმარებლების დასაბრუნებლად. თუ ეს ყველაფერი შედეგს არ გამოიღებს, მაშინ მწარმოებელმა თავისდა სამწუხაროდ პროდუქტი უნდა ამოიღოს ბაზრიდან.

საჭიროა აღვნიშნო, რომ ყველა  ახალი, ბაზარზე გატანილი პროდუქტი ამ სასიცოცხლო ციკლს ვერ ასრულებს, ანუ არ არის წარმატებული. ზოგი  პირველივე ეტაპზე მარცხს განიცდის. არცერთი ეტაპისთვის არ არსებობს დროის ფაქტორი. პროდუქტის II ეტაპი შეიძლება საკმაოდ დიდ ხნიანი პროცესი გამოდგეს, სიმწიფის ფაზა კი შეიძლება ძალიან ცოტა ხანში გადაილახოს. დროის ფაქტორი დამოკიდებულია თვითონ პროდუქტის ტიპზე.

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტოლოგებისთვის პროდუქტის მდგომარეობის გასაანალიზებლად.  ინოვაციები და ახალი მარკეტინგული სტრატეგიები ეხმარება პროდუქტს, როგორც კლიენტების მოზიდვაში, ასევე ღირებული მომხმარებლების შენარჩუნებაში.

 

კომენტარები

comments